ფსიქოლოგი გრეგ მაკ-კეონი პრიორიტეტის შესახებ

ფსიქოლოგი გრეგ მაკ-კეონი პრიორიტეტის შესახებ

პრიორიტეტი (priority) ინგლისურ ენაში XV საუკუნეში გაჩნდა. იმ დროს მას მრავლობითი რიცხვი არ გააჩნდა და ერთადერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პირველ საქმეს ნიშნავდა.

ფსიქოლოგი გრეგ მაკ-კეონი თავის წიგნში წერს:

ზამთრის საღამო იდგა. მე მეუღლესთან ერთად კალიფარნიის ერთ ერთ საავადმყოფოში ვიყავი. წინა დღით არაჩვეულებრივი ჯანმრთელი გოგო შეგვეძინა, წონით 3 კილოგრამი და 100 გრამი.

დიდი სურვილი მქონდა ეს დღე ამევსო სიმშვიდითა და ბედნიერებით, მაგრამ რეალურად თავს ძალიან დაძაბულად ვგრძნობდი. ჩემი ახლადშეძენილი გოგონა დაღლილ მეუღლეს ეჭირა ხელში, მე კი ამ დროს სამსახურის საქმეზე ვსაუბრობდი ტელეფონით, ვამოწმებდი ფოსტას და ვჯავრობდი, რომ ვაგვიანებდი კლიენტთან შეხვედრაზე. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მომწერა: ,,ჯობია შენი ბავშვი არ გაჩნდეს პარასკევს დღის მეორე ნახევარში, რადგან აუცილებლად მჭირდები შეხვედრაზე…“ ვიფიქრებდი, რომ ეს ხუმრობა იყო, თუმცა ამას მოყვა რიგი ერთნაირი და დაჯინებული კითხვებისა, შევძლებდი თუ არა მისვლას.  მთელი ჩემი ნებისყოფა მოვიკრიბე და ვუპასუხე: მოვალ.

ჩემდა სასირცხვილოდ და ჩემი სურვილის მიუხედავად, დავტოვე ჩემი მეუღლე და ქალიშვილი სამშობიაროში, მე კი კლიენტთან შეხვედრაზე წავედი. როდესაც შეხვედრა დასრულდა, თანამშრომელმა მითხრა: ,,კლიენტი ძალიან აფასებს რომ შენ მოსვლა შეძელი“. მაგრამ სიმართლე გითხრათ კლიენტის სახეზე პატივისცემის მსგავსი არაფერი ეწერა… მის თვალებში იკითხებოდა: ,,აქ რა გინდა?“ და, რათქმაუნდა, ის მართალიც იყო… მე უბრალოდ ვასიამოვნე თანამშრომლებს, შედეგად კი დაზარალდა ჩემი ოჯახი, ჩემი რეპუტაცია და ჩემი ურთიერთობა კლიენტთანაც კი.

ამის შემდეგ მე გამოვიტანე დასკვნა: საჭიროა ვისწავლოთ პრიორიტეტების სწორად გადანაწილება. უნდა შევძლოთ ყოველთვის სწორი არჩევანის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტს ვინმე სხვა.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები. არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ