ფრაზები, რომლებმაც შექმნეს ცივილიზებული ადამიანი (ნაწილი III)

ფრაზები, რომლებმაც შექმნეს ცივილიზებული ადამიანი (ნაწილი III)

  1. ადამიანი, რომელსაც არავინ მოსწონს, გაცილებით უბედურია, ვიდრე ის, ვინც არავის მოსწონს.
    ლაროშფუკო
  2. ადამიანი, რომელსაც ხელში კარგი წიგნი უჭირავს, მარტო არასოდეს არ დარჩება.
    კარლო გოლდონი
  3. ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც მბრძანებელი სჭირდება.
    კანტი
  4. ადამიანი საიდუმლოა, იგი უნდა გამოიცნო.
    თ. დოსტოევსკი
  5. ადამიანი ტირის, რათა მგრძნობიარედ ჩათვალონ სხვებმა; ტირის, რათა  შეიცოდონ; ტირის, რათა სხვაც ატიროს; დაბოლოს, ტირის, რადგან სირცხვილია, არ იტიროს.
    ლაროშფუკო
  6. ადამიანი მეტი პატივისცემით ეკიდება თავის ხუთ გრძნობას: მხედველობას, სმენას, ყნოსვას, შეხებასა და გემოვნებას, ვიდრე თავის გონებას.
    ილია ნაკაშიძე
  7. ადამიანი უფრო ჩქარა აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს.
    მაკიაველი
  8. ადამიანი ყოველთვის ცდილობს უარყოს ის, რისი დამტკიცება არ შეუძლია.
    პოლ ვალერი
  9. ადამიანი ცის კართან კი არ უნდა მივიდეს, ის ცის კარი უნდა გაიაროს და ცის ბრწყინვალებაში უნდა შევიდეს. აი ამისთვის არის მოწოდებული ადამიანი.
    ილიაII
  10. ადამიანი ცხოველზე მაღლა დგას მეტყველების უნარით, მაგრამ მასზე დაბლა დგას, თუ უმართებულოდ მეტყველებს.
    საადი
  11. ადამიანი ჭადრაკის პაიკივით უნდა შეიზღუდოს. უფლება არ უნდა ჰქონდეს უკან სვლის.
    ედიშერ ყიფიანი
  12. ადამიანი ხალხში ყოფნისას ცდილობს სხვაგვარად მოგაჩვენოს თავი, ისეთად, როგორიც, მისი აზრით, უფრო მოეწონება საზოგადოებას. მის ნამდვილ სახეს მხოლოდ იმ წვრილმანი საქმეებით შეიცნობთ, რომლებიც შეუგნებლად ჩაიდინა; და კიდევ- სახის გამომეტყველების უნებლიე შეცვლით. ხანდახან ადამიანები ისე სრულყოფილად ატარებენ არჩეულ ნიღაბს, რომ დროთა განმავლობაში ეს ნიღაბი მათ ნამდვილ სახედ იქცევა.
    მოემი
  13. ადამიანის გონებას სამი, ყველაფრის ამომხსნელი, გასაღები აქვს: ცოდნა. აზრი, წარმოსახვა, – ყველაფერი ამათშია.
    ვიქტორ ჰიუგო
  14. ადამიანის გონებასა და გულს, ისე როგორც მეტყველებას, თავისი ქვეყნის ელფერი დაჰკრავს.
    ლაროშფუკო
  15. ადამიანის დასამარებისათვის ორი ხერხი არსებობს. პირველი-დუმილი, მეორე-გამომჟღავნება. მე გამოვთქვი აზრი, რომ შეიძლება დუმილი სჯობდეს.
    მიხეილ ჯავახიშვილი
  16. ადამიანის ზნეობა ყალიბდება არა მარტო იმის მიხედვით, თუ რაოდენ მისცემს გასაქანს დადებით საწყისს საკუთარი პიროვნებაში, არამედ იმით, თუ რამდენად მოახერხებს უარყოფითის დათრგუნვას თავის თავში
    ოტია პაჭკორია
  17. ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რის უნარიც თვითონ არა აქვს.
    გოეთე
  18. ადამიანის მისწრაფებათა უმაღლეს მიზანს წარმოადგენს მაღალზნეობრივი ხასიათი.
    ერნსტ ტელმანი
  19. ადამიანის მოსპობა შეიძლება, დამარცხება კი არა.
    ერნესტ ჰემინგუეი
  20. ადამიანის მოქმედება სამ ხანას გაივლის: I-მეომარ-დაპყრობითი, II-მეომარ-მოგერიებითი, III-მშვიდობიან-წარმოებითი.
    ოგიუსტ კონტი
  21. ადამიანის სიცოცხლეზე საყურადღებო არა არის-რა და არც სხვა რამ საქმეა უფრო დიდი, ვიდრე ის, რომ დაბრკოლება მოაშორო ამ სიცოცხლეს, ხელი შეუწყო მის განვითარებას.
    ლევ ტოლსტოი
  22. ადამიანის სიცოცხლის დიდი აზრი იწყება იქ, სადაც იწყება პიროვნება.
    ლავროსი კალანდაძე
  23. ადამიანის სიცოცხლის არსი სილამაზის, ჰარმონიის, თვითგამოხატვის მიღწევაა. თუ ადამიანი ყოველდღე რაიმეს გააკეთებს უფრო სრულყოფილად ვიდრე გუშინ, და ამას გააკეთებს შეგნებით, მაშინ მისი ეს სწრაფვა აუცილებლად დაამჩნევს კვალს მის ცნობიერებას, ხოლო მისწრაფებათა ერთობლიობა შეცვლის მის ქცევას უკეთესობისაკენ.
    რერიხი
Print Friendly, PDF & Email

About author

გიორგი ეპიტაშვილი
გიორგი ეპიტაშვილი 9 posts

<p>ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა. ფინანსები და საბანკო საქმე. ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ფინკა ბანკი.</p>

View all posts by this author →

You might also like