ფრაზები, რომლებმაც შექმნეს ცივილიზებული ადამიანი  (ნაწილი II)

ფრაზები, რომლებმაც შექმნეს ცივილიზებული ადამიანი (ნაწილი II)

  1. ადამიანთა სინამდვილეში არაფერს იმდენი წვრთნა, ვარჯიში, შრომა, ტანჯვა, წამება, გულისხეთქვა, შეშლილობამდე მისული სასოწარკვეთა არ სჭირდება, როგორც ნიჭთან დაკავშირებულ საქმიანობას. ნიჭი, მართალია, ღვთის საჩუქარია, მაგრამ მხოლოდ მას შეუძლია მისი მიღება, ვისაც სულიერი სიმტკიცე და ძალა გააჩნია. ნიჭიც ღმრთისაგან ბოძებული ხმიადის ის ნატეხია, რომელიც გამვლელსაც უნდა გაუყო, გამომვლელსაც და შინაც მთლიანად, ხელშეუხებლად უნდა მიიტანო.
    თამაზ ჭილაძე
  2. ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრების საუკეთესო წლებს ანდომებს იმას, რომ დანარჩენი წლები ჩაშხამებული ჰქონდეს.
    ლაბრიუერი
  3. ადამიანთა უმრავლესობისთვის ბოროტების მიყენება იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც გადაჭარბებული სიკეთე. ადამიანთა უმრავლესობისთვის სამართლიანობისკენ ლტოლვა უსამართლობისგან აღძრული შიშია.
    ლაროშფუკო
  4. ადამიანთა ურთიერთგაგების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მას ჰქონდეს უნარი, საკითხს სხვა ადამიანის თვალით შეხედოს და ეს საკითხი გადაჭრას ისე, რომ გაითვალისწინოს როგორც თავისი, ისე სხვისი ინტერესები.
    ჰენრი ფორდი
  5. ადამიანთა ცნობა სასარგებლოა ყველასთვის, შენთვის კი განსაკუთრებულად აუცილებელია, რაკი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ემზადები. ცხოვრებაში სრულიად განსხვავებულ ხასიათებს შეხვდები და მოგიწევს მათი გულმოდგინედ შესწავლა იმისათვის, რომ შემდგომში ალღოიანად მოექცე მათ, მაგრამ მარტო ეს როდია საკმარისი. შენივე საკუთარი დაკვირვება და გამჭრიახობა ყველაფერზე უკეთ დაგეხმარება ადამიანთა ცნობაში.
    ჩესტერფილდი
  6. ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას, რაც მისთვის სასურველია.
    იულიუს კეისარი
  7. ადამიანი არასოდეს არც ისე ბედნიერია და არც ისე უბედური, როგორც წარმოუდგენია.
    ლაროშფუკო
  8. ადამიანი არის საიდუმლოება. ეს საიდუმლოება გამოცნობილი უნდა იქნას, და თუ მთელ ცხოვრებას მის გამოცნობას მოანდომებ, ნუ იტყვი, რომ დრო დაკარგე.
    თეოდორ დოსტოევსკი
  9. ადამიანი არის წილადი, რომლის მრიცხველია ის, თუ სხვები რას ამბობენ მასზე, ხოლო მნიშვნელი არის ის, თუ რა წარმოდგენა აქვს მას საკუთარ თავზე.
    ლევ ტოლსტოი
  10. ადამიანი არც ანგელოზია, არც მხეცი. უბედურება იმაშია, რომ როცა განგებ ანგელოზობას დაიწყებს, მაშინვე მხეცად შეიქმნება ხოლმე.
    პასკალი
  11. ადამიანი ბრძენდება არა ღონით, არამედ ბევრი კითხვით.
    ჯორდანო ბრუნო
  12. ადამიანი დიადი მაშინ იქნება, როცა იცის, როგორ გამოიყენოს ყოველივე ის, რასაც ბედისწერა მიუძღვნის.
    ლაროშფუკო
  13. ადამიანი ერთადერთი სულიერია, რომლისთვისაც მუშაობა მოვალეობაა.
    კანეტი
  14. ადამიანი ერთსა და იმავე ალაგას მეორეჯერ აღარ წაიქცევა, მაგრამ სამაგიეროდ, ყოველი ნაბიჯი წასაქცევი ალაგია და ამიტომ ნურავინაც ნუ დაიფიცებს ამას იქით აღარ წავიქცევიო.
    მიხეილ ჯავახიშვილი
  15. ადამიანი- ეს სტილია.
    კოკო შანელი
  16. ადამიანი ესწრაფვის ცხოვრებაში იმას კი არა რომ ჰქმნას, რასაც საუკეთესოდ სთვლიან, არამედ იმას, რაც შეიძლება მეტს ნივთს დაარქვას თავისი სახელი და სთქვას, ჩემიაო.
    ლევ ტოლსტოი
  17. ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის.
    ლათინური აფორიზმი
  18. ადამიანი ვერასდროს ჰპოვებს ბედნიერებას ინტიმურ სიყვარულში, თუკი არ უყვარს მოყვარე, თუკი იგი არ არის დაჯილდოებული ჭეშმარიტი თავმდაბლობით, ერთგულების უნარით, თუკი არ არის გამბედავი, მოწესრიგებული. საზოგადოებაში, რომელიც ღარიბია ჩამოთვლილი თვისებებით, შესაბამისად, სიყვარულიც უცხო ხილი იქნება.
    ერიხ ფრომი
  19. ადამიანი ზეადამიანად იქცა… მაგრამ ზეადამიანი თავისი ზეადამიანური ძალით, ჯერ კიდევ ვერ ამაღლდა ზეადამიანური შეგნების დონემდე. კაცი რაც მეტად ძლიერდება, მით მეტად ღარიბდება. ჩვენი სინდისი უნდა გააღვიძოს იმის შეგნებამ, რომ რაც მეტად ზეადამიანური ვხვდებით, მით მეტად ვკარგავთ ადამიანობას.
    ალბერტ შვაიცერი
  20. ადამიანი თავისი სურვილითვეა თვალხილული და ბრმა, თავისუფალი და მონა, პატიოსანი და მტარვალი.
    იოანე ბოლნელი
  21. ადამიანი იზრდება იმისდა კვალად, თუ როგორ იზრდება მისი მიზნები.
    შილერი
  22. ადამიანი იმას აქებს, ვისიც სწორ და ტოლად თავისი თავი მიაჩნია.
    გოეთე
  23. ადამიანი ის ცხოველია, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება. ძალაუფლების მპყრობელი მუდამ ბოროტად იყენებს საკუთარ თავისუფლებას, თუ მას სხვა ვინმე არ მართავს კანონის შესაბამისად. ამისათვის სამი პირობა უნდა შევახამოთ: სახელმწიფო წყობილების სწორი გაგება, საუკუნეთა მანძილზე შეძენილი გამოცდილება და კეთილი ნება. ეს შესაძლებელია არც ისე მალე, ალბათ, მრავალი ამაო ცდის შემდეგ.
    იმანუელ კანტი
  24. ადამიანი ისაა, ვინც საკუთარი თავი შეიცნო.
    აბბა პიმენი
  25. ადამიანი ისე ვერ იცოცხლებს, თუ არ იცის, რა არის და რისთვის არის ამქვეყნად. პასუხს აძლევს ცხოვრება და ასწავლის, რა არის ცუდი და რა არის კარგი.
    ლევ ტოლსტოი
  26. ადამიანი იტანს მიწისძვრებს, ეპიდემიებს, ავადმყოფობათა საშინელებებს და ყოველგვარ სულიერ წამებას, მაგრამ ყოველ ხანაში მისთვის ყველაზე უმწვავესი ტრაგედია იყო, არის და იქნება საწოლი ოთახის ტრაგედია.
    მაქსიმ გორკი
  27. ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს. ფილოსოფოსის უკვდავება ის
    არის, რისი თქმაც მოასწრო, რაც მისგან ყურადიღეს, შეითვისეს, განახორციელეს.
    კანტი
  28. ადამიანი კი არ ატარებს დროს, დრო ატარებს ადამიანს.
    სიბრძნის წყარო
  29. ადამიანი მაშინ უშვებს შეცდომებს, როდესაც საკუთარ იმედებს ვერ საზღვრავს.
    ნიკოლო მაკიაველი
Print Friendly, PDF & Email

About author

გიორგი ეპიტაშვილი
გიორგი ეპიტაშვილი 9 posts

ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა. ფინანსები და საბანკო საქმე. ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ფინკა ბანკი.

View all posts by this author →

You might also like