15 ფრაზა ფილიპ ზიმბარდოს წიგნიდან «სიმორცხვე»

15 ფრაზა ფილიპ ზიმბარდოს წიგნიდან «სიმორცხვე»

ფრაზები ფილიპ ზიმბარდოს წიგნიდან «სიმორცხვე», ანუ 15 ნაბიჯი თავდაჯერებულობისკენ.

1. საკუთარ თავს გამოუტყდით თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ და შესაბამისად მოახდინეთ მიზნების ფორმულირება.

2. გაარკვიეთ, რა არის თქვენთვის ძვირფასი, რისი გწამთ, როგორი ცხოვრება გინდათ. გააანალიზეთ საკუთარი გეგმები და შეაფასეთ ისინი დღევანდელი გადმოსახედიდან იმისათვის, რომ პროგრესის დადგომისას ეს ყველაფერი გამოიყენოთ.

3. ბოლომდე ჩაყევით. გააანალიზეთ მთელი წარსული, გაერკვიეთ იმაში, რამ მიგიყვანათ დღევანდელ მდგომარეობამდე. შეეცადეთ გაუგოთ და აპატიოთ მათ, ვინც ტკივილი მოგაყენათ და უარი გითხრათ დახმარებაზე, თუმცა შეეძლოთ.

აპატიეთ საკუთარ თავს წარსული შეცდომები, გაურკვევლობა და ცოდვები. მას შემდეგ, რაც განიტვირთებით მძიმე მოგონებებისგან და რაიმე სარგებელს ნახავთ ამით, მაშინვე დაასამარეთ ისინი და არასოდეს დაუბრუნდეთ.
ცუდი წარსული მანამ არსებობს თქვენში, სანამ არ განდევნით. სჯობს გონებაში ადგილი გაათავისუფლოთ თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ კარგი მოგონებებისთვის.

4. დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობით წარმატებას ვერ მიაღწევთ. ნუ მისცემთ უფლებას საკუთარ თავს, რომ ამ გრძნობებს დანებდეთ.

5. მოძებნეთ საკუთარი ქცევების მიზეზი მიმდინარე სიტუაციის და პირად ფიზიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და ფსიქიკურ ასპქეტებში.

6. ნუ დაივიწყებთ, რომ ყოველი მოვლენა შეიძლება სხვადასხვაგვარად შეფასდეს. რეალობა არ არის ის, რასაც თითოეული ადამიანი ხედავს, ეს არაფერია სხვა, თუ არა ადამიანებს შორის შეთანხმებისა, რომ საგნებს განსაზღვრული სახელები დაარქვან. ასეთი შეხედულება საშუალებას გაძლევთ ადამიანებს და საკუთარ თავს მოექცეთ უფრო მოთმინებით და დიდსულოვნად.

7. არასოდეს ისაუბროთ ცუდად საკუთარ თავზე, განსაკუთრებით მოერიდეთ, რომ უარყოფითი ჩვევები მიიწეროთ – სულელი, მახინჯი, უმაქნისი, გამოუსწორებელი და ა.შ.

8. თქვენი ქცევა შეიძლება ნებისმიერი კრიტიკის საგანი გახდეს, თუ ის კონსტრუქციულია, შეეცადეთ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ, მაგრამ არ მისცეთ უფლება სხვებს შეგაფასონ, როგორც პიროვნება.

9. გახსოვდეთ, რომ მორიგი დამარცხება – გამარჯვებაა. აქედან შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ მიჰყვებოდით ცრუ მიზნებს, რომლებიც არ ღირდა ძალისხმევად და კიდევ უფრო დიდი უსიამოვნებებისგან თავის არიდება შეძელით.

10. არ შეურიგდეთ ადამიანებს, საქმეს და გარემოებას, რომლებიც გაიძულებენ იგრძნოთ თქვენი არასრულფასოვნება. თუ თქვენ მათი ან საკუთარი თავის შეცვლა არ გამოგდით იმდენად, რომ თავდაჯერებულობა იგრძნოთ, უბრალოდ მოშორდით ამ ყველაფერს. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ უაზროდ დახარჯოთ.

11. მიეცით საკუთარ თავს მოდუნების უფლება, მოუსმინეთ საკუთარ აზრებს, დაკავდით იმით, რაც მოგწონთ. ასე შეძლებთ უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს.

12. გაიუმჯობესეთ ურთიერთობის პრაქტიკა, დატკბით იმ ენერგიის შეგრძნებით, რომელსაც ადამიანები ურთიერთობისას გადასცემენ ერთმანეთს. წარმოიდგინეთ, რომ მათაც შეუძლიათ განიცადოთ შიში და დაურწმუნებლობა, და შეეცადეთ დაეხმაროთ მათ. გაარკვიეთ რა გინდათ მათგან და რისი მიცემა შეგიძლიათ მათთვის, შემდეგ შეეცადეთ გააგებინოთ მათ, რომ მზად ხართ ასეთი გაცვლისთვის.

13. შეწყვიტეთ საკუთარი „მე“-ს ზედმეტად დარაჯობა – ის გაცილებით ძლიერი და პლასტიკურია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ის იღუნება, მაგრამ არ ტყდება. მიეცით საშუალება განიცადოს მოკლევადიანი ემოციური დარტყმა, ვიდრე იყოს უმოქმედობასა და იზოლაციაში.

14. აირჩიეთ საკუთარი თავისთვის რამოდენიმე სერიოზული, გრძელვადიანი მიზანი, რომლის მიღწევის გზაზე, აუცილებელია წვრილმანი, შუალედური მიზნების მიღწევა.
განსაზღვრეთ რა საშუალებებია საჭირო იმისათვის, რომ ამ შუალედურ მიზნებს მიაღწიოთ. არ დატოვოთ ყურადღების გარეშე არც ერთი თქვენი წარმატებული ნაბიჯი და არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის შექება და წახალისება. ნუ შეგეშინდებათ თამამი იყოთ, თქვენი ხომ არავის ესმის.

15. თქენ არ ხართ პასიური ობიექტი, რომელსაც უსიამოვნებები აცვივა ზემოდან, არც ბალახი ხართ, რომელიც შიშით ელის როდის და ვინ დააბიჯებს ფეხს. თქვენ ხართ ევოლუციური პირამიდის სათავე.

თქვენ ღმერთის სახად და მსგავსად ხართ შექმნილი. თქვენ განუმეორებელი პიროვნება ხართ, საკუთარი ცხოვრების აქტიური შემოქმედი. თქვენ დომინირებთ მოვლენებზე.

თუ საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ, მაშინ სირთულეები თქვენთვის გამოწვევა ხდება, ხოლო გამოწვევა გიბიძგებთ მიზნების მიღწევისკენ. შიშიც გაქრება, რადგან იმის ნაცვლად, რომ ინერვიულოთ, თავიდან ბოლომდე გადაეშვებით ბობოქარ ცხოვრებაში.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ