ფრაზები, რომლებმაც შექმნეს ცივილიზებული ადამიანი (ნაწილი IV)

ფრაზები, რომლებმაც შექმნეს ცივილიზებული ადამიანი (ნაწილი IV)

1. ადამიანის ღირსება! უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს, და შეგვეძლოს მისი დაცვა. ნუ ემონებით სხვას. დაუსჯელად ნუ დატოვებთ თქვენი უფლებების შელახვას. ნუ დაიდებთ ვალს(თუ ნამდვილად დარწმუნებული არა ხართ, რომ გაისტუმრებთ მას). ნუ მიიღებთ სხვის წყალობას. ნუ იქნებით მუქთახორა და პირმოთნე. ამით შეინარჩუნებთ ღირსებას. ხოლო ვინც ჭიად იქცა, ნუღარ დაიჩივლებს, რატომ მსრესენო.
კანტი

2. ადამიანის ღირსებებზე მისი მაღალი თვისებების მიხედვით კი არ უნდა მსჯელობდე, არამედ იმის მიხედვით როგორ იყენებს მას.
ლაროშფუკო

3. ადამიანის ცოდნა მუდამ საკმაოა, თუკი მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
მარკიზ დე კიუსტინი

4. ადამიანისათვის არ არსებობს უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე ის, როცა იგი საკუთარ მდგომარეობაში ვერ ერკვევა!
ფოლკნერი

5. ადამიანისათვის ცუდად მოხმარებული დრო არსებობაა, კარგად მოხმარებული- სიცოცხლე.
ვილჰელმ ვუნგი

6. ადამიანის ცხოვრება მდინარეა. დინებას უნდა გაჰყვე, შეებრძოლო. ან ფონს გახვალ, ან დაიხრჩობი.
ქეთევან ჯავახიშვილი

7. ადამიანის ცხოვრების სიძნელეთა დაძლევის საფუძველი არის კარგი განათლება.
რაბინდრანათ თაგორი

8. ადამიანის ძალღონეს ორი რამ ამოძრავებს: აზრი და ქონებრივი გამორჩენა. ვისი ძალღონეც აზრით მოძრაობს, ის გენიოსია, რაც უნდა პაწია და უჩინარი იყოს მისი მოღვაწეობის წრე. ვინც მოგებისათვის შრომობს, ჩვეულებრივ საჭიროებისა, ანუ საფუფუნებელ საშუალების მოსაპოვებლად, ის უბრალო მუშა კაცია. მშვენიერი ადამიანი კი ის არის, ვის გულშიაც ორივე კარგადაა შეერთებული.
ბერტოლდ აუერბახი

9. ადამიანის ჭეშმარიტ დიდბუნებოვნებას სხვისი დამდაბლება არა სჭირდება.
პიერ დარიუ

10. ადამიანის ჭკუის ნაყოფთაგან ორი საქმეა უძნელესი: მართვის ხელოვნება და აღზრდის ხელოვნება.
კანტი

11. ადამიანისთვის ორი ჭეშმარიტება არსებობს ქვეყანაზე: ვაჟკაცობა(ახაწარა-აფხ.) და თვითაღზრდა(ახაძარა-აფხ.), უდიდესი სიმდიდრე კი იმედი(აგუღრა-აფხ.).
100 წლის აფხაზი ტაბაგუ პაპცა

12. ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მარტოოდენ სამი მოვლენა: დაბადება, სიცოცხლე, სიკვდილი. დაბადებას ვერ იგებს, სიკვდილით იტანჯება, და ავიწყდება, რომ უნდა იცხოვროს.
ლაბრიუერი

13. ადამიანმა თუ ყური გათხოვა- მეტი მოვლა უნდა ნათხოვარს! რამდენ დროსაც ართმევ, იმდენ ტოლფას სათქმელს თუ არ აძლევ, ჰგავხარ მათხოვარს!
ტარიელ ჭანტურია

14. ადამიანმა, რომელსაც გაღიმება არ შეუძლია, მაღაზია არ უნდა გახსნას.
ძველი ჩინური სიბრძნე

15. ადამიანმა უნდა იჩქაროს სიკეთის ქმნა, რადგან ამაშია გადარჩენა.. სიკეთის მეტი იმ ქვეყნად არაფერი გაგვყვება და მხოლოდ სიკეთე და სიყვარული თუ გადაგვარჩენს.
ილიაII

16. ადამიანო, მთელ შენი ცხოვრება იყო მგზავრობა ხორცშესხმულობითა. გზად მიდიოდი, ჩქარობდი სიარულს და ახლა უცებ გენანება ის, რის ასრულებასაც შენ თვითონ ესწრაფებოდი. გაშინებს განა, რომ დიდი ცვლილება მოგელის ხორცით სიკვდილისა, მაგრამ ასეთივე დიდი ცვლილება ხომ მაშინაც მოხდა, როდესაც გაჩნდი ამ ქვეყნად.
ლევ ტოლსტოი

17. ადამიანს ავისა და ჭუჭყიანი ფიქრისა არა რცხვენია. ხოლო როცა ჰგონია, სხვასაც ეჭვი აქვს აღებული, რომ ავი და ჭუჭყიანი ფიქრი მაქვსო, მაშინ იგრძნობს ხოლმე სირცხვილს.
ფრიდრიხ ნიცშე

18. ადამიანს არაფერი ძალუძს, ადამიანს ყველაფერი შეუძლია, – ამ ორ საპირისპირო და საერთოდ კი ერთნაირად სწორ დებულებას შორის ფეთქავს და ქანაობს ჩვენი ცხოვრება- თვითოეულის ცალკე და ყველასი ერთად.
კანტი

19. ადამიანს აქვს უფლება არ იყოს მეცნიერი, მაგრამ მოქალაქე რომ არ იყოს, ამის უფლება მას არა აქვს.
სიმონ ჯანაშია

20. ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება.
მარკესი

21. ადამიანს გაორებული ბუნება აქვს. და მის შინაგან პიროვნებაზე, რომელიც ღრმადააა დამალული აზრების, გრძნობებისა და შემთხვევების საფარველქვეშ, ნაკლებად ფიქრობენ. თუ გარეგნული ცხოვრება არ ეთანხმება შინაგანს, ეს ფარული “მე“ იტანჯება, წვალობს და ამ განცდების გამოხატვა, თუნდაც აღწერა, ძნელი და რთული საქმეა. ის უფრო ჰგავს სასოწარკვეთილ და გაბმულ კივილს, ვიდრე აზრიან მეტყველებას.
თაგორი

22. ადამიანს გონებისაკენ სამი გზა აქვს: აზროვნება, მიბაძვა, გამოცდილება. აზროვნება-ყველაზე კეთილი გზაა, მიბაძვა-ყველაზე ადვილი, გამოცდილება-ყველაზე ძნელი.
კონფუცი

23. ადამიანს თავი უკვდავად მიაჩნია, თუ მას რჩება მემკვიდრე.
აპოლონ წულაძე

24. ადამიანს ისე არას მოვთხოვ, როგორც სიმტკიცეს, რომელიც გულწრფელობასთან ერთად ადამიანის უძვირფასესი ღირსებაა.
სამსონ ფირცხალავა

25. ადამიანს სიცოცხლეს სახელი ურჩევნია, თუმცა სახელი მის შესახებ შექმნილი აზრია ათასობით ადამიანის მიერ, რომელთაც არც იცნობს და არც არაფრად აგდებს.
ლაბრიუერი

26. ადამიანი მარტოოდენ მარცხისა და დაქვეითების შემდეგ ხდება უფრო კაცური კაცი, უფრო დამყოლი, კეთილი და პატიოსანი.
ლაბრიუერი

27. ადამიანს ოღონდ უთხარი რამე და გააფრთხილე, ნურავის ეტყვი, საიდუმლოა და მითამ ბუკი და ნაღარა დაგიკრავს.
დამაკვირდი

28. ადამიანს, რომელიც გულწრფელად არის დაინტერესებული სხვისი პიროვნებით, შეუძლია უფრო მეტი მეგობარი შეიძინოს ორ თვეში, ვიდრე ამას მეორე მოახერხებს ორი წლის განმავლობაში, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი თავით დააინტერესოს სხვა.
დეილ კარნეგი

29. ადამიანს, რომელსაც შეუძლია თავისი თავი სხვის ადგილას წარმოიდგინოს, მიხვდეს, რა სურს მეორე ადამიანს, გარანტირებული აქვს კარგი მომავალი.
ოუენ რანგი

30. ადამიანს ღირსების დამამცირებლად უნდა მიაჩნდეს ანგარიშის გაწევა ისეთი ადამიანისა, რომელსაც სხვის საქმეში ჭუჭყიანი ხელის ფათური ხელობად გადაუქცევია და თავის საკუთარ ჭუჭყს კი ვერა ჰხედავს.
“სახალხო გაზეთის“ რედაქციისაგან(1912, №693)

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

გიორგი ეპიტაშვილი
გიორგი ეპიტაშვილი 9 posts

ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა. ფინანსები და საბანკო საქმე. ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ფინკა ბანკი.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ