ფინჯანი ჩაი,მხარზე პლედი და წიგნების ის მარაგი, რომლებიც შემოდგომაზე უნდა წავიკითხოთ

ვფიქრობ იმისათვის რომ წიგნები ვიკითხოთ, არ არის აუცილებელი შევარჩიოთ განსაკუთრებული დრო და ადგილი, რადგან კარგი წიგნის კითხვისას ჩვენ თავისთავად ვმოგზაურობთ ჯადოსნურ სამყაროში, თუმცა მიუხედავად ამისა, დამეთანხმებით, რომ წიგნების კითხვა შემოდგომაზე არის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი. ფინჯანი ჩაი რომელიც ძალიან სასიამოვნოა შემოდგომის გრილ ამინდებში, მხარზე თბილი პლედი და ბუნების ყვითელი პეიზაჟები, რომელიც შეიძლება მოჩანდეს აივნიდან კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის წიგნებთან გატარებულ წუთებს.
ასე რომ გთავაზობთ წიგნების ჩამონათვალს, რომლებშიც აღწერილი შემოდგომის პეიზაჟები თქვენს წარმოსახვას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს და წელიწადის ეს დრო ნამდვილად დაუვიწყარი გახდება თქვეთვის.
1. ნაირა გელაშვილის „ამბრნი,უმბრნი და არაბნი“ საოცარი ამბავი სიყვარულზე. წიგნის პირველი გვერდი სექტემბრის წვიმიან საღამოს აღწერს, როდესაც წიგნის მთავარი გმირისთვის სიყვარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება.
2. გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდა“ არის წიგნი, რომელშიც გუდამაყარში მცხოვრები ადამიანების ამბებია აღწერილი. წიგნის კითხვისას თქვენ დაინახავთ ყოველ დღე როგორ ხატავს ღმერთი ოქორსფერი ფერებით გუდამაყრის მთებს. როგორ იფარება თოვლის ფიფქებით ტყეები. როგორ დადიან ამ ტყეებში ჩაფიქრებული ადამიანები და ნელ-ნელა იზრდებიან ფურისულები და ენძელები ველ – მინდვრებში.
3. „ შემოდგომის ცივ საღამოს, რომ შეიძლებოდეს და მამაჩემის თბილ პალტოში შემომაყუჟებინა კვერნები, ციყვები, შვლის ნუკრები, თვით მგლის ლეკვებიც კი, – იყვნენ შემოყუჟულნი ჩემი მკლავების ქვეშ და იყურონ გარეთ მარტო ცხვირგამოყოფილებმა, – მეცა და ისინიც ნამდვილად ბედნიერები ვიქნებოდით.“ წერს რევაზ ინანიშვილი თავის მოთხრობაში „ბედნიერება“, რომელიც მის მოთხრობების კრებულშია შესული და განსაკუთრებით დაგაფიქრებს თუ სახლში ბუხრის პირას თბილად ხარ მოკალათებული, გარეთ შემოდგომის ცივი ქარი ფოთლებს ხეებიდან ყრის ძირს და ცაც ისეთი ვარსკვლავებით არის სავსე, რომლებთაც უკვე სცივათ.
4.თანამედროვე ქართული ბეთსელერების ავტორი გიორგი კეკელიძე თავის მესამე წიგნში „გურული დღიურები“ განსაკუთრებით შთამბეჭდავად აღწერს სექტემბრის საღამოებს. „სიმინდის ან თხილის დარჩევა შემოდგომის ღამეებში. უცნაურად თხელი ჰაერი და თითქოს გამჭვირვალე მთვარე. სხვა ჩასუნთქვაა“ . . . შეგიძლიათ წაიკითხოთ ერთი ამოსუნთქვით შემოდგომის ფოთლებით სავსე რომელიმე პარკში და უბრალოდ ამ ყველაფრით დატკბეთ.
5. ბესიკ ხარანაულის „ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისთვის“ აღწერილია ადამიანის სულიერი სამყარო,რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს აქვს, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ, როდესაც მოუთმენლად ვფურცლავთ ზემოთ აღნიშნული წიგნის ფურცლებს. გარეთ კი შემოდგომის ოდნავ მელანქოლიური საღამოა. ჰაერში დატრიალებული ფოთლების ხმა და წვიმის წვეთები სახურავებზე კი, კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენს შთაბეჭდილებებს.
თუმცა, ასევე, ვფიქრობ , შემოდგომა ის დროა, როდესაც ადამიანმა შესაძლოა აღმოაჩინოს საკუთარ თავში – შეუძლია წერა და ჩაიწეროს ბლოკნოტში ფიქრები ლამაზად. შეიძლება ბუნებაში ყოფნისას მიხვდე,რომ მხატვარი ხარ და თბილი პეიზაჟები გადაიტანო ფურცლებზე. შესაძლოა მუსიკოსი ხარ, რომელიც საოცარი ჰანგებით ალამაზებს სამყაროს. შემოდგომა ნამდვილა ის დროა, როდესაც ჩვენ შეიძლება უამრავი შთაგონება გვეწვიოს და გავხდეთ კიდევაც ნამდვილი შემოქმედები.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სხვა ადამიანები არაფერ შუაშია ჩვენს ნამდვილ ბედნიერებასთან

გჭირდება სხვა ადამიანები იმისათვის, რომ საკუთარ თავში ბედნიერება, სიხარული, დადებითი ემოციები და სიამოვნება იგრძნო?? რა უცნაური და საინტერესოა არა? რატომ გვჭირდება სხვა ადამიანები? რომ მათი გავლით მოვიდეს ჩვენში ყველა ის

Print Friendly, PDF & Email

როგორ უნდა დავაჩქაროთ გამოცდილების მიღება

როდესაც ‘’ისინი’’ გეტყვიან რატომ? თქვენ უნდა უთხრათ: ”რატომაც არა” ?! ცხოვრებაში როცა მოხდება ფაქტი ჩვენ მას ვეღარ ვცლით, მაგრამ… დაინახო, განასხვავო და გაარჩიო ფაქტი-შესაძლებლობათ -გამოწვევაა ნომერი 1. ფაქტებს ვიღებთ და შანსებს

Print Friendly, PDF & Email

ოპრა უინფრის ყველაზე შთამაგონებელი ფრაზები

”როდესაც თქვენ არ აფასებთ საქმეს, რომელსაც აკეთებთ, არც სამყარო დაგაფასებთ თქვენ, როგორც პიროვნებას.” ”ამოისუნთქეთ. გაახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს წუთი ერთადერთია, რომელიც ნამდვილად თქვენ გეკუთვნით.”  ”რასაც ახლა აკეთებთ, აკეთეთ საუკეთესოდ.

Print Friendly, PDF & Email

როგორ უნდა აკონტროლოთ ის, რაც თქვენს დაქვემდებარებაშია?

სტრესი ჩნდება მაშინ, როცა განსაზღვურლ გარემოებებში მოთხოვნები, რომლებსაც თქვენ გიყენებენ აღემატება მათი გაკონტროლებისთვის საჭირო თქვენს შესაძლებლობებს. სტრესი მოდის შიგნიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ მისი გაკონტროლება. რით უნდა

Print Friendly, PDF & Email

როგორ გავწმინდოთ ოქროს სამკაულები

საპნის წყალხსნარი ოქროს ნაკეთობანი დაალბეთ რამოდენიმე წამით საპნის წყალხსნარში. დაჭუჭყიანება და ცხიმი მოაცილეთ ძველი კბილის ჯაგრისის მეშვეობით და გააშრეთ. ნიშადურის სპირტი დაალბეთ სამკაულები ნიშადურის სპირტში და გააჩერეთ გარკვეული პერიოდი, შემდეგ

Print Friendly, PDF & Email

რისი გაკეთება შემიძლია მარტოს?

1. შეწყვიტე ალკოჰოლის, სიგარეტის და სხვა ნარკოტიკული პროდუქტის შეძენა და გამოყენება. 2. იმკურნალე სახალხო მეთოდებით, ბალახებით და არა აბებით და მიქსტურებით, რომელთა მიღებასაც აზრი არ აქვს. 3. იარე ფეხით რაც

Print Friendly, PDF & Email