ფინეთში მომავლის სკოლა გაიხსნა

ფინეთში მომავლის სკოლა გაიხსნა

ბავშვთა ფსიქოლოგები უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ საკმარისია მიდგომა შეიცვალოს და ბავშვები შიყვარებენ სკოლას. სკოლამდელი ასაკის თითქმის ყველა ბავშვი აღფრთოვანებით საუბრობს, რომ ერთი სული აქვს როდის მიუჯდება სკოლის მერხს და ივლის გაკვეთილებზე, ყველა ჩვენგანი ასეთი მეოცნებე იყო ოდესღაც. თუმცა ბევრ ბავშვს სკოლაში მისვლის პირველივე დღეებიდან აქვს დიდი იმედგაცრუება, რასაც იწვევს მერხთან უხმოდ ჯდომა და ყოველგვარ სათამაშოებს მოკლებული გარემო.
სკოლაში Saunalahti, რომელიც მდებარეობს ფინეთის ქალაქ ესპოოში, ეს სიტუაცია სრულად შეცვალეს. დავიწყოთ იმით, რომ თავად შენობა ისე გამოიყურება, ვერაფრით იფიქრებ, რომ ეს სკოლაა. უფრო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ჰგავს. კომპანია VERSTAS Architects-ის არქიტექტორებმა უარი თქვეს მოსაწყენ გეგმარებაზე და კლასების დაყოფაზე.

10500 მ2-ზე განთავსებულია დაწყებითი და საშუალო კლასები, სკოლამდელი განყოფილება, ახალგაზრდობის სახლი, თეატრალური დარბაზი, სასადილო, ბიბლიოთეკა, სპროტ-დარბაზი და ბევრი სხვა რამ. სწავლება მიმდინარეობს მსუბუქ გარემოში. ყველა ბავშვი ზის სადაც უნდა და როგორც უნდა, გაკვეთილის დროს ერთმანეთში საუბარი აკრძალული არ არის.

გაკვეთილების უმეტესობა აგებულია გუნდურ-საპროექტო მუშაობაზე. საოფისე ბორბლებიან სკამზე, რომელბიც ასაკის შესაბამისად დამზადებულია ბავშვებისთვის, მათ შეუძლიათ გაგორდნენ ოთახის ერთი ბოლოდან მეორესკენ. მსურველებს შეუძლიათ წამოწვნენ დივანზე და ნოუთბუქისთვის განკუთვნილი მოსახერხებელი, მოძრავი მაგიდა მიიდგან. საკლასო დაფის როლს ასრულებს ნოუთბუქი, რომელიც საერთო ქსელშია ჩართული.

სასადილო – ეს არის საგანმანათლებლო პროცესის ყველა მონაწილის თავშეყრის ადგილი. იქვე არის სცენა. კონცერტების, შეხვედრების და ფესტივალების დროს სასადილო ხდება საკონცერტო დარბაზი.

სკოლის ეზო მაქსიმალურად მოწყობილია იმისათვის, რომ დასვენების დროს ბავშვებმა ისეირნონ. ის დაყოფილია მოედნებად ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.

საღამოობით სკოლა ხდება სპორტული ცენტრი მიკრორაიონის ყველა მაცხოვრებლისათვის. აქ იხსნება სახელოსნოები, სპორტ-დარბაზები და სხვადასხვა ინტერესების კლუბები.

შენობის ინტერიერისა და ფასადის მოსაპირკეთებლად არქიტექტორებმა გამოიყენეს ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მასალები, რომლებიც ქმნიან კომფორტულ და თბილ გარემოს. აგურით მოპირკეთებული ფასადი სპეციალურად ისეა მოწყობილი, რომ ბავშვებს მოუნდეთ ხელის შეხება. იქ სადაც ცელქობა შეიძლება, მაგალითად კიბეებზე, ვესტიბიულში – კედლები შეღებილია ნათელ ფერებში. ყველა კლასს თავისი ჰოლი აქვს, რომელიც შეღებილია სხვადასხვა ფერად – ამიტომ თავგზა ნამდვილად არ აგერევა.

ღია სივრცეები მჭიდროდ არის დაკავშირებული შიდა ეზოს მოედნებთან, რომლებიც გამოყოფილია ყველა ასაკის ბავშვისთვის, მაგრამ წარმოადგენს ერთ მთლიან სივრცეს. პროექტის შემქმნელები თვლიან, რომ ღობის გაკეთბის შემთხვევაში ყველა ბავშვს გაუჩნდება ბუნტის მოწყობის სურვილი, ამიტომ სკოლის ეზო ღიაა. ასევე არ არის სკოლაში დაცვის სამსახური, მაგრამ უსაფრთხოების ზომები დაცულია, თუმცა შეუმჩნეველი.

გარემოსთან ურთიერთობაში ბავშვებს ხელს უწყობს ფართე ფანჯრები, რომლებიც ქუჩაზე გადის. მონაწილეებისთვის გალერეა განთავსებულია ფანჯრების გასწვრივ, რომლებიც ეზოზე გადის. ასეთ გარემოში ბავშვებს არ უჩნდებათ განცდა, რომ ოთხ კედელში არიან გამომწყვდეულები.
ასეთ სკოლებში, რომლებმაც უარი თქვენს სწავლების კლასიკურ ფორმებზე, ბავშვებს მაღალი მოსწრება აქვთ და ნევროზის დონე უმცირდებათ, რაც დამახასიათებელია სასკოლო ასაკისთვის. გარდა ამისა ისინი ცვლიან სოციალურ სიტუაციას მთლიანად რაიონში, რადგან საშუალებას აძლევენ ადამიანებს განვითარდნენ სახელოსნოებში და სპორტულ დარბაზებში სასურველი მიმართულებით.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

აქ იპოვით პასუხებს, რომლებიც თქვენ ახლა გჭირდებათ

ბრაზილიელი მწერლის, პაულო კოელიოს ”ალქიმიკოსი” თანამედროვე კლასიკად არის აღიარებული და რამდენიმე წელია, მსოფლიო ბესტსელერების სიის სათავეშია. ეს არის იგავი ადამიანზე, რომელიც მოგზაურობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი თავის გზას მიჰყვება. ყველას, ვისაც

Print Friendly, PDF & Email

10 სფერო ადამიანის სრულყოფისთვის

1. ადამიანებთან დამოკიდებულება ჩვენ ვცხოვრობთ სოციუმში, შესაბამისად ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, უპირობოდ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს ადამიანებთან. ვერავინ უარყოფს იმას, რომ კომპლიმენტს შეუძლია განწყობის ამაღლება მთელი დღის

Print Friendly, PDF & Email

ნუ წუწუნებთ და ნუ იყურებით წარსულში, წინ გაიხედეთ!

ადამიანებს წარმატების მიღწევა უჭირთ არა იმიტომ, რომ საკმარისად მონდომებულები ან შრომისმოყვარეები არ არიან, ან საკმარისი ძალა არ შესწევთ ბევრჯელ სცადონ – არა! ადამიანებს უჭირთ მიაღწიონ წარმატებას რადგან ისინი გ ა

Print Friendly, PDF & Email

14 რამ, რაც უმჯობესია გაიგო სანამ ახალგაზრდა ხარ

1. პარეტოს პრინციპი. წესი 20/80. თქვენი ქმედებების მხოლოდ 20%-ს მოაქვს შემოსავლის ძირითადი ნაწილი. ბევრი რამ რაც მნიშვნელოვნად გვეჩვენება დროის ტყუილად კარგვაა. 2. პარკინსონის კანონი. ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის რაც ესაჭიროება

Print Friendly, PDF & Email

როგორ შევაყვაროთ ადამიანებს საკუთარი თავი

შეწყვიტეთ ცუდი ურთიერთობები რანაირი ურთიერთობები? თქვენს შინაგან კრიტიკოსთან. ზუსტად იმასთან, რომელსაც შეუძლია მხოლოდ გაკრიტიკება და ნაკლოვნებებზე მითითება, ამავდროულად თქვენთვის სულელისა და მსუქანი ძროხის წოდების მიცემით. იგი თქვენ არ გჭირდებათ. შეიძლება

Print Friendly, PDF & Email

ჩვენ ყველა საკუთარ წიგნებზე ვმუშაობთ

ქვიშიან ნაპირზე ფეხით სიარული ჩემთვის ნამდვილად არის ძალების აღდგენის და განტვირთის საუკეთესო საშუალება. წუთები,რომელსაც ამ დროს სამყარო მჩუქნის, არის სიმშვიდის და შთაგონების ლამაზი წამები ჩემთვის.  ამომავალი მზის ყურება ბუნგალოდან,  ფინჯანი

Print Friendly, PDF & Email