ფინეთში მომავლის სკოლა გაიხსნა
3158 Views

ფინეთში მომავლის სკოლა გაიხსნა

ბავშვთა ფსიქოლოგები უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ საკმარისია მიდგომა შეიცვალოს და ბავშვები შიყვარებენ სკოლას. სკოლამდელი ასაკის თითქმის ყველა ბავშვი აღფრთოვანებით საუბრობს, რომ ერთი სული აქვს როდის მიუჯდება სკოლის მერხს და ივლის გაკვეთილებზე, ყველა ჩვენგანი ასეთი მეოცნებე იყო ოდესღაც. თუმცა ბევრ ბავშვს სკოლაში მისვლის პირველივე დღეებიდან აქვს დიდი იმედგაცრუება, რასაც იწვევს მერხთან უხმოდ ჯდომა და ყოველგვარ სათამაშოებს მოკლებული გარემო.
სკოლაში Saunalahti, რომელიც მდებარეობს ფინეთის ქალაქ ესპოოში, ეს სიტუაცია სრულად შეცვალეს. დავიწყოთ იმით, რომ თავად შენობა ისე გამოიყურება, ვერაფრით იფიქრებ, რომ ეს სკოლაა. უფრო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ჰგავს. კომპანია VERSTAS Architects-ის არქიტექტორებმა უარი თქვეს მოსაწყენ გეგმარებაზე და კლასების დაყოფაზე.

Saunalahti school in Espoo, Finland Photo by Andreas Meichsner for Verstas architects

Saunalahti school in Espoo, Finland
Photo by Andreas Meichsner for Verstas architects

10500 მ2-ზე განთავსებულია დაწყებითი და საშუალო კლასები, სკოლამდელი განყოფილება, ახალგაზრდობის სახლი, თეატრალური დარბაზი, სასადილო, ბიბლიოთეკა, სპროტ-დარბაზი და ბევრი სხვა რამ. სწავლება მიმდინარეობს მსუბუქ გარემოში. ყველა ბავშვი ზის სადაც უნდა და როგორც უნდა, გაკვეთილის დროს ერთმანეთში საუბარი აკრძალული არ არის.

Saunalahti school in Espoo, Finland Photo by Andreas Meichsner for Verstas architects

Saunalahti school in Espoo, Finland
Photo by Andreas Meichsner for Verstas architects

გაკვეთილების უმეტესობა აგებულია გუნდურ-საპროექტო მუშაობაზე. საოფისე ბორბლებიან სკამზე, რომელბიც ასაკის შესაბამისად დამზადებულია ბავშვებისთვის, მათ შეუძლიათ გაგორდნენ ოთახის ერთი ბოლოდან მეორესკენ. მსურველებს შეუძლიათ წამოწვნენ დივანზე და ნოუთბუქისთვის განკუთვნილი მოსახერხებელი, მოძრავი მაგიდა მიიდგან. საკლასო დაფის როლს ასრულებს ნოუთბუქი, რომელიც საერთო ქსელშია ჩართული.
Verstas_Saunalahti
სასადილო – ეს არის საგანმანათლებლო პროცესის ყველა მონაწილის თავშეყრის ადგილი. იქვე არის სცენა. კონცერტების, შეხვედრების და ფესტივალების დროს სასადილო ხდება საკონცერტო დარბაზი.

სკოლის ეზო მაქსიმალურად მოწყობილია იმისათვის, რომ დასვენების დროს ბავშვებმა ისეირნონ. ის დაყოფილია მოედნებად ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.

საღამოობით სკოლა ხდება სპორტული ცენტრი მიკრორაიონის ყველა მაცხოვრებლისათვის. აქ იხსნება სახელოსნოები, სპორტ-დარბაზები და სხვადასხვა ინტერესების კლუბები.

შენობის ინტერიერისა და ფასადის მოსაპირკეთებლად არქიტექტორებმა გამოიყენეს ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მასალები, რომლებიც ქმნიან კომფორტულ და თბილ გარემოს. აგურით მოპირკეთებული ფასადი სპეციალურად ისეა მოწყობილი, რომ ბავშვებს მოუნდეთ ხელის შეხება. იქ სადაც ცელქობა შეიძლება, მაგალითად კიბეებზე, ვესტიბიულში – კედლები შეღებილია ნათელ ფერებში. ყველა კლასს თავისი ჰოლი აქვს, რომელიც შეღებილია სხვადასხვა ფერად – ამიტომ თავგზა ნამდვილად არ აგერევა.
koulu5
ღია სივრცეები მჭიდროდ არის დაკავშირებული შიდა ეზოს მოედნებთან, რომლებიც გამოყოფილია ყველა ასაკის ბავშვისთვის, მაგრამ წარმოადგენს ერთ მთლიან სივრცეს. პროექტის შემქმნელები თვლიან, რომ ღობის გაკეთბის შემთხვევაში ყველა ბავშვს გაუჩნდება ბუნტის მოწყობის სურვილი, ამიტომ სკოლის ეზო ღიაა. ასევე არ არის სკოლაში დაცვის სამსახური, მაგრამ უსაფრთხოების ზომები დაცულია, თუმცა შეუმჩნეველი.

გარემოსთან ურთიერთობაში ბავშვებს ხელს უწყობს ფართე ფანჯრები, რომლებიც ქუჩაზე გადის. მონაწილეებისთვის გალერეა განთავსებულია ფანჯრების გასწვრივ, რომლებიც ეზოზე გადის. ასეთ გარემოში ბავშვებს არ უჩნდებათ განცდა, რომ ოთხ კედელში არიან გამომწყვდეულები.
IMG_0006

ასეთ სკოლებში, რომლებმაც უარი თქვენს სწავლების კლასიკურ ფორმებზე, ბავშვებს მაღალი მოსწრება აქვთ და ნევროზის დონე უმცირდებათ, რაც დამახასიათებელია სასკოლო ასაკისთვის. გარდა ამისა ისინი ცვლიან სოციალურ სიტუაციას მთლიანად რაიონში, რადგან საშუალებას აძლევენ ადამიანებს განვითარდნენ სახელოსნოებში და სპორტულ დარბაზებში სასურველი მიმართულებით.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like