ფინანსური პირამიდის ნიშნები
1931 Views

ფინანსური პირამიდის ნიშნები

ფინანსური პირამიდები თითქოს 90-იან წლებში დარჩა, თუმცა დღეისათვის კიდევ ბევრი კომპანია მუშაობს ფინანსური პირამიდების პრინციპის გამოყენებით. წარმოგიდგენთ ფინანსური პირამიდის დამახასიათებელ ნიშნებს:

1. პროდუქტის არარსებობა
ქსელური მარკეტინგი პირველ რიგში გულისხმობს რომელიმე პროდუქტის განვითარებას (მატერიალური ხასიათის). თუ ორგანიზაციაში, რომელშიც თქვენ გიწვევენ, არ არსებობს არანაირი პროდუქტი, ეს ნიშნსავს, რომ საქმე გაქვთ ფინანსურ პირამიდასთან. ასევე, პროდუქტის ნაცვლად შესაძლოა წარმოდგენილი იყოს საგნები, რომლებსაც არანაირი მატერიალური ფასეულობა არ გააჩნიათ. ყველაზე ცნობილი ფინანსური პირამიდის მაგალითია «МММ», სადაც ფიგურირებდნენ «ვაუჩერები» ფაქტიური ქაღალდები, რომლებიც არაფერს არ წამოადგენდნენ რეალურად.

2. სხვა ადამიანების მოზიდვის ხარჯზე შემოსავლის მიღება
თუ დასაქმებისას ძირითად ამოცანას წარმოადგენს სხვა ადამიანების მოზიდვა და თქვენი შემოსავალი ყალიბდება იმ ფულით, რომელიც ამ ადამიანებს მოაქვთ (ვინც თქვენ მოიყვანეთ), ამ შემთხვევაშიც საქმე გაქვთ ფინანსურ პირამიდასთან.

3. პროდუქტი არის, მაგრამ მისით ფაქტიურად არავინ სარგებლობს
ამ პუნქტით იწყება ყველაზე საინტერსო და სწორედ ამ პუნქტზე ხდება გამოუცდელი ადამიანების წამოგება – ეს არის ფარული ფინანსური პირამიდა. თითქოს დამსაქმებელს პროდუქტი აქვს, თუმცა მისით სარგებლობს 1-2 დისტრიბუტორი.

ყველაზე ხშირად ეს შეიძლება იყოს ფასდაკლებები რაიმე მომსახურებაზე «კლუბური სისტემის» მიხედვით (ელიტური დასვენება — ამის კარგი მაგალითია).

4. გადაჭარბებული ფასი «საოცარ პროდუქტზე»
თქვენ შეიძლება შემოგთავაზონ 500$-ად სასწაულმოქმედი პროდუქტი, რომელიც ყველანაირი დაავადებისგან განგკურნავთ, რომელიც იზრდება მაგალითად ზიმბაბვეში და ა.შ. სინამდვილეში კი ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მცენარე და ძალიან იაფი ღირდეს. ეს მხოლოდ უტრირებული მაგალითია იმისა, თუ რამდენად ხშირად ხდება მსგავსი არაკეთილსინდისიერი ქმედება ბაზარზე.

5. გაწევრიანდი — მიიღე ყველაფერი მეტი ზედმეტი შრომის გარეშე!
ფინანსური პირამიდის მომხმარებელთა ძალიან გავრცელებული ლოზუნგია.
ნუ გაწევრიანდებით ბრმად.

6. გადახდების გაუგებარი მარკეტინგული გეგმა
ასეთ დროს ხშირად ფიგურირებს სხვადასხვა «მატრიცა», რომელიც აბსოლიტურად გაუგებარია.

7. რაიმეს ნაწილის შეძენა
გთავაზობენ ბინის ნაწილის შეძენას, ხოლო ერთი წლის შემდეგ მთლიანი ბინის მიღების შესაძლებლობას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც თქვენ დაგჭირდებათ სხვა ადამიანების ჩართვა, რომელბმაც უნდა მოიტანონ ფული და შესაძლოა მიღებული ფულით რამე გხვდეთ წილად.

8. არც ერთი სიტყვა ტოპ-მენეჯმენტზე (ხელმძღვანელობაზე)
თქვენ არ გეუბნებიან იმ ადამიანების სახელებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ კომპანიას. ან ფიგურირებენ უცხოელი, სრულიად უცნობი პირები. როგორც წესი, ნორმალურ კომპანიებში ყველაფერი გამჭვირვალეა.

9. ოფშორული რეგისტრაცია (სინგაპური, სეიშელის კუნძულები, კვიპროსი, პანამის კუნძულები და ა.შ.)
გულისხმობს უამრავ იურიდიულ ნიუანსს, რომლებიც საშუალებას აძლევენ ფინანსურ პირამიდებს რეგისტრაცია მიიღონ. კეთილსინდისიერი კომპანიები, როგორც წესი, არ რეგისტრირდებიან ოფშორულ ზონებში.

10. დაუსრულებელი მოტივაცია
მუდმივი უმიზნო საუბარი ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე და ა.შ. კონკრეტული შეკითხვებისთვის თავი არიდება, ხმამაღალი დაპირებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

თუმცა, სამწუხაროდ, სწორედ ემოციებზე და ტყუილებზე ეგებიან ადამიანები. მოტივატორების ფუნქციას კარგი ორატორები ითავსებენ, რომლებსაც შეუძლიათ დაარწმუნონ მსმენელები, ამიტომ საჭიროა ძალიან ყურადღებით იყოთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like