ფინანსების შენახვისა და გაზრდის 30 პრინციპი
1601 Views

ფინანსების შენახვისა და გაზრდის 30 პრინციპი

1. სჯობს ყურებამდე საქმეში იყო, ვიდრე ვალებში.
2. საკრედიტო ბარათები – ეს არის მოკლე ყულფი, რომელსაც ბანკები გაბამენ.
3. შემოსავლის გაზრდაზე ზრუნვა იწყება ხარჯების შემცირებით.
4. საკრედიტო ბარათი მხოლოდ ლამაზად გამოიყურება.
5. შემოსავლის რაოდენობა უნარების რაოდენობის პირდაპირპროპორციულია.
6. როცა ფულის გამო მუშაობთ – თქვენ სხვის თამაშს თამაშობთ.
7. «თუ მოიწყენთ – მობრძანდით და კრედიტი აიღეთ». საკრედიტო განყოფილების თანამშრომელი.
8. თუ გინდა, რომ სრულიად შიშველი დარჩე – ითამაშე ბირჟაზე.
9. სამუშაო მგელი არ არის – არ იკბინება.
10. ხელმძღვანელი ყოველთვის მეტს იღებს, ვიდრე დაქვემდებარებული თანაშრომლები.

11. ფულის დახარჯვის ცდუნება ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე გამომუშავების.
12. ხელმძღვანელის გარეშე კომპანია არის ქმედითუუნარო.
13. თუ არ ეთანხმები შენს ხელმძღვანელს – შექმენი საკუთარი კომპანია.
14. ცუდი საკრედიტო ისტორია – ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბანკსი გვერდით პარკინგის ადგილი არ გაქვს.
15. მეწარმეს ყველა ძუნწად თვლის – თანამშრომლებიც, მაკონტროლირებელი ორგანოებიც, ის კი აგრძლებს მათ გამოკვებას.
16. «რატომ არ იზრდება ჩემი ფულის მოცულობა იმის გამო, რომ მე გამუდმებით ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ გამოვიმუშაო მეტი ფული?»
17. «კლიენტების 20%-ს თქვენთვის მოაქვთ შემოსავლის 80%» – პარეტოს კანონი.
18. «რატომ არ მიხდიან უფრო მეტ ფულს იმის გამო, რომ კარგი ადამიანი ვარ?»
19. დაიცავით შემნახველი ანგარიში საკუთარი თავისგან.
20. «დილიდან-საღამომდე მე ვთამაშობ «ვირთხების გარბენს», ფული კი ყოველდღიურად უფრო ცოტა მაქვს. კიიოსაკი დამეხმარეთ!»

21. «თქვენ გწერთ თამაში «მონოპოლია»-ს ჩემპიონი: როდისღა გამიჩნდება ფული?»
22. «ძვირფასო გურუ, მე სრულად დავეუფლე მედიტაციას ფულთან და მის მოზიდვასთან დაკავშირებით და ახლა საიდან ვიშოვო ფული?»
23. «მას შემდეგ, რაც გავისტუმრე კრედიტი და მთავაზობენ ახალ საკრედიტო ბარათს, ძალიან მინდა, რომ ავიღო და მათ გავუკეთო…»
24. ფული არსად არ ქრება, მათ უბრალოდ ვიღაც სხვა გამოიმუშავებს.
25. არც ცრემლები, არც ღიმილი არ მოულბობს გულს კოლექტორს (გადასახადების ამკრებს).
26. თუ მტრედმა დაგასკორათ (დაგასკლინტათ) – ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს: მტრედმა უბრალოდ საკვები მოინელა.
27. ყველაზე დიდი საბანკო ანგარიშიც კი ვერ შეგიცვლით შვილებს.
28. «გადაეცით ტელეფონი ჰოროსკოპის შემქმნელს, რომელმაც დღეს წარმატებული ფინანსური დაბანდება მიწინასწარმეტყველა, მე მინდა მას ვუწინასწარმეტყველო თავისი ბედი!»
29. ყველაზე ძვირად ფასობს ქმედებები, რომლებიც ეფუძნება ცოდნას და გამოცდილებას.
30. მხოლოდ მძიმე სამუშაო დღეებს მოაქვთ მარტივი ფული. 

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like