სამოტივაციო ფილმი “თავისუფლების მწერლები”

ახალგაზრდა ერინ გრიუველი ინგლისური ენის სპეციალისტია, რომელიც 90-იან წლებში მუშაობას იწყებს კალიფორნიის ქალაქ ლონგ-ბიჩის საშუალო სკოლაში, სადაც სწავლობენ ძნელად აღსაზრდელი და კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდები, თუმცა ამის მიუხედავად, ერინი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ მოსწავლეებს სწავლისადმი ინტერესი გაუღვივოს. მართალია, ასეთ სამყაროში გაზრდილი მოზარდების დაინტერესება საკმოდ რთულია, მათთვის არც ინგლისური ენაა მშობლიური, მაგრამ ერინს უყვარს თავისი პროფესია და ამასთანავე გრძნობს უდიდეს პატივისცემას და სიყვარულს თავისი აღსაზრდელების მიმართ.ყველაფერთან ერთად ლონგ -ბიჩი ცნობილია თავისი ბანდიტური ტრადიციებით, ასეთ სამყაროში კი ბევრი მოზარდი იტანჯება,ისინი ძალადობის მსხვერპლი არიან ოჯახში,ქუჩაში თუ საზოგადოებაში.თუმცა მისის ერინი მოახერხებს მათთვის საყვარელ ადგილად აქციოს სკოლა და მოსწავლეების ნამდვილი მეგობარი ხდება.

ერენი ძალიან ხშირად ესაუბრება მოსწავლეებს იმ ცვლილებებზე,რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა განიცადოს. „შინაგანი ხმა, რომელიც გეუბნებათ, ამას ვერ შევძლებო,სამუდამოდ გაჩუმდება და ყველაფერი, რაც ხელს გიშლით ცვლილებაში, სამუდამოდ გაქრება.ის პიროვნება, რომელსაც აქამდე წარმოადგენდით არსებობას შეწყვეტს. დაიბადება ახალი ადამიანი.“

განსაკუთრებით საინტერესოა ერენის სწავლების მეთოდი.ის მოსწავლეებს ხშირად ესაუბრება ცვლილებებზე, წარმატებასა და წინსვლაზე და ასევე პრაქტიკულად ცდილობს აჩვენოს ახალგაზრდებს, თუ როგორ გახდნენ წარმატებული და ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები. ახალგაზრდა მასწავლებელი მოსწავლეებს შთააგონებს ისწავლონ ტოლერანტულობა, რადგან შეესძლონ არაძალადობის გზით განსხვავებული კულტურის, რასის, სქესის და რელიგიის მქონე ადამიანებთან ეფექტური ურთერთობების დამყარება. ერენი მოუწოდებს მოსწავლეებს იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძონ. თავად ყიდულობს მოსწავლეებისთვის წიგნებს და ცდილობს თითოეული მათგანის გულამდე სწორად მიიტანოს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა.

ერენის მიერ შერჩეული წიგნები კი მოზარდებზე სასიკეთოდ მოქმედებს და მათი სულიერ სამყაროც ადვილად იცვლება უკეთესობისკენ. მოსწავლეების მიმართ ერენის მეგობრული დამოკიდებულება და სწავლების განსხვავებული მოდელი აღაშფოთებს სკოლის პედაგოგებს,თუმცა შემდგომ ერენის მონდომება და შრომა ფასდება და ის უდიდესი პატივისცემით სარგებლობს სასწავლებელში.

მისის გრიუველისთვის თითოეული მოსწავლე უნიკალურია.სწორედ ეს არის პედაგოგის უმთავრესი მისია – აღმოაჩინოს მოსწავლეების განსაკუთრებული თვისებები და ხელი შეუწყოს მათი, როგოც პიროვნებების სწორად ფორმირებას.ერინი შესძლებს მოსწავლეები გახდნენ გულახდილები, ირწმუნონ საკუთარი თავის და რაც მთავარია, დაიჯერონ სამართლიანობის გარდუვალობა სამყაროში. მის დუელმა და მისმა მოსწავლეებმა დაარსეს თავისუფლების მწერალთა ფონდი,რომლის საშუალებითაც ცდილობენ 203 კლასის წარმატების საიდუმლო სხვა სკოლებისთვისაც გაეზიარებინათ.

საინტერესოა,რომ თავად მოსწავლეები გახდნენ თავისუფლების მწერლები. რადგან მათ საკუთარი ამბავი და ხმა გააჩნდათ და უკვე ბავშვები აღარ იყვნენ,აწარმოებდნენ დღიურს,რომელშიც ირენის დავალებით პირადი ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ წერდნენ. ამიტომ 1999 წელს გამოიცა თავისუფლების მწერალთა დღიურები.თავისუფალ მწერალთაგან ბევრი პირველი იყო ოჯახში, ვინც სკოლის დამთავრება და სწავლის გაგრძელება შესძლო.

ჩვენ კი ადვილად შეგვიძლია შევუერთდეთ თავისუფლების მწერალთა გუნდს. პირველ რიგში ვუყუროთ ფილმს და შემდეგ კი, თუ მოულოდნელად აღმოვაჩენთ, რომ თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს ჩვენი ამბები და ისტორიების გაზიარებას შევძლებთ ერთმანეთისთვის, ადვილად გავხდებით თავისუფლების მწერლებიც კი.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური ექსპერიმენტი: რასიზმის პრობლემა

ორი სხვადასხვა ნაციონალობის მქონე ახალგაზრდა მამაკაცი დახმარებას ითხოვს ერთი და იგივე წარწერით… ადამიანების რეაქცია გამაოგნებელია! სოციალური ექსპერიმენტების მთავარი ამოცანაა საზოგადოების შემოწმება იმ აუცილებელ ადამიანურ თვისებებზე, რომელთა გარეშე დედამიწა არსებობასაც კი

სამუშაო მაგიდის ევოლუცია 34 წელიწადში

ჰარვარდის “ინოვაციების ლაბოროტორიის” გუნდის მიერ შექმნილი გასაოცარი ვიდეორგოლი. ამ დროის მანძილზე ჩვენი მაგიდიდან 33 რამ კომპიუტერულ პროგრამად იქცა. გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new

გაეცი სიყვარული

სიძულვილი, შური და შეურაცხყოფა უნდა ჩათვალო საჩუქრად, რომელსაც არ მიიღებ! თუ საჩუქარს არ იღებ ის რჩება თავის პატრონთან! ნებისმიერი ჩვენთაგანი შეხვედრია უხეშ ადამიანებს, თუმცა მხოლოდ მცირედს შეუძლია ბოროტებაზე სწორი რეაგირების

SAMSUNG-მა ბრიტანეთში პირველი საშობაო კამპანია ჩაუშვა 2015

Samsung-ი არეკლამებს თავის ძირითად პროდუქტებს საშობაო კამპანიაში Cheil UK. ორი სარეკლამო რგოლი გაჩნდა ბრენდის Facebook-გვერდზე და YouTube-ის არხზე. ხოლო ნოემბრიდან ახალი სარეკლამო რგოლის ტრანსლირება ხორციელდება ტელე-ეთერით. როგორც კომპანიაში აღნიშნეს, შობა

ემოციონალური ინტელექტი

რა არის ემოციონალური ინტელექტი (EQ) და რით განსხვავდება ის ყველასათვის ცნობილი IQ-გან   IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) – პრაქტიკულად უცვლადია. IQ ადამიანის მიერ გროვდება 18 – 22 წლამდე და შემდეგ რჩება უცვლელი.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი «ცარცის ნატეხი»

მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა «ცარცის ნატეხი», სადაც მთავარ როლში 12 წლის ნიჭიერი ბრეიქ-დანსის მოცეკვავე ჯანსთენ ბირი მონაწილეობს, მილიონობით მაყურებლის გული დაიპყრო. მისი შთამაგონებელი გზავნილი ასე ჟღერს: იპოვეთ ბედნიერება ცეკვაში, ნებისმიერ ასაკში, ყველაზე