აშშ-ში შექმნეს ფეხსაცმელი ე.წ. „სელფის“ გადაღებისთვის

აი ასეთი ფეხსაცმელი თქვენ ჯერ ალბათ არ გაქვთ.
ამერიკულმა ბრენდმა Miz Mooz წარმოადგნია ქალის ფეხსაცმელი, რომელიც განკუთვნილია ე.წ. „სელფის“ გადაღებისთვის. ფეხსაცმელი ქუსლიანია, მას ჰქვია Selfie Shoes (“სელფი-ფეხსაცმელი”), გყიდვაშია ფირმის ონლაინ-მაღაზიაში და მისი ღირებულებაა 199 აშშ დოლარი.

ფეხსაცმლის ფორმა საშუალებას იძლევა მის წინა ნაწილში განთავსდეს მობილური ტელეფონი. ამის შემდეგ მომხმარებელმა უნდა აწიოს ფეხი და თითი დააჭიროს ფეხსაცმელში განთავსებულ სპეციალურ კლავიშს, რომელიც ააქტიურებს კამერას.

Selfi Shoes-ის საპრეზენტაციო რგოლში ნათქვამია, რომ ფეხსაცმლის ავტორები არ ეწინააღმდეგებიან სელფის ჯოხს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მთელ რიგ შემთხვევებში სელფი-ფეხსაცმლისგან განსხვავებით, ის შეიძლება მოუხერხებელი იყოს.

ბოლო დროს, სელფი-ჯოხს სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს. 30 მარტს ცნობილი გახდა, რომ მისი გამოყენება აკრძალეს აშშ-ს ორ მსხვილ მუსიკალურ ფესტივალზე.

მანამდე მსგავსი აკრძალვით გამოვიდა ასევე რუსეთის ტრეტიაკოვის გალერეა, ასევე ვოშინგტონის მუზეუმების კომპლექსი.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ