FBI-ის ინსტრუქტორის საიდუმლოებები: როგორ დავარწმუნოთ ნებისმიერი იმაში, რაც ჩვენ გვჭირდება
1382 Views

FBI-ის ინსტრუქტორის საიდუმლოებები: როგორ დავარწმუნოთ ნებისმიერი იმაში, რაც ჩვენ გვჭირდება

შეგიმჩნევიათ, რომ როცა ადამიანის დარწმუნებას ცდილობთ, ის თითქოს სპეციალურად საპირისპიროდ იქცევა? ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამას ფსიქოლოგები ადასტურებენ. ადამიანების უმრავლესობა თქვენს მიდგომას აფასებს როგორც ბოროტ განზრახვას და ცდილობენ თავი აარიდონ მას.

იყო დრო, როცა ის თავად აგროვებდა FBI-თვის აგენტებს და პოლიციელებს: ასახიერებდა მკვლელს, რომელიც მზად იყო თავი მოეკლა და სხვები იძულებულები იყვნენ დაერწმუნებინათ, რომ ეს არ გაეკეთებინა. მაგრამ ჰოულსტონის თქმით, ეს არავის არ გამოსდიოდა და ის მაინც «ისროდა».

როგორ უნდა მოქცეულიყვნენ? Business Insider-ის თხოვნით, მეცნიერმა დაასახელა 5 ძირითადი რჩევა, რომლებიც ქმედითია არამარტო კრიტიკულ სიტუაციებში, არამედ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან და ოჯახთან ყოველდღიურ ურთიერთობაშიც.

  1. ათქმევინეთ სათქმელი სხვებს

მას შემდეგ, რაც მიანიშნეთ ან მიმართეთ თხოვნით, გაჩუმდით და მიეცით საშუალება სხვებს თავად ისაუბრონ. ასე თანამოსაუბრეები უკეთესად გაიგებენ თქვენი თხოვნის არსს და აღარ დაგჭირდებათ მათი დარწმუნება. თუ თქვენ აიძულებთ მათ, რომ უხმოდ მოისმინონ თქვენი საუბარი, დიდი ალბათობით ყურებს მიღმა გაატარებენ იმას, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ რომ მიუთითოთ. და რა თქმა უნდა, მათ არანაირი სურვილი არ ექნებათ რაიმე გააკეთონ თქვენთვის.

  1. სანამ ისინი საუბრობენ, აღნიშნეთ ზედსართავები და ზმნისზედები

მეტყველების ეს ნაწილები – მნიშვნელოვანი ემოციური ინდიკატორებია, რომლებიც დაგეხმარებათ გახსნათ თანამოსაუბრე.  დაიმახსოვრეთ ეს და როცა ის შეკითხვას დაგისვამთ გაიმეორეთ მისივე ნათქვამი სიტყვა.

ასე ადამიანი მიხვდება, რომ თქვენ მას უსმენდით და გაიხსნება უფრო მეტად. რაც უფრო გახსნილია ადამიანები თქვენთან, მით უფრო ძლიერ ერთვებიან საუბარში და კიდევ უფრო დიდი ინტერესით გისმენენ.

  1. გამოიწვიეთ პოზიტიური ასოციაციები

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ნებისმიერი თქვენი ქცევა, სიტყვა ან თხოვნა ყოველთვის იწვევს თანამოსაუბრეში ქვეცნობიერად წარსულის მომენტებთან კავშირს. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს სასიამოვნო მოგონებები და არა პირიქით. როცა თქვენი მიმართვა ასოცირებული იქნება რაიმე სასიამოვნოსთან, ადამიანი უფრო მალე აკეთებს იმას, რაც თქვენ გსურთ.

  1. აგრძნობინეთ თანამოსაუბრეს კომფორტი და მისი მნიშვნელოვნება

ადამიანი მაშინვე მიხვდება თუ თქვენ მხოლოდ ზრდილობის გამო უსმენდით და ერთი სული გქონდათ თქვენი საუბრის დროს როდის მოვიდოდა. ცუდ თანამოსაუბრეებს შეუძლიათ უხეშად გააწყვეტინონ საუბარი სხვას, რათა თავისი, მათი აზრით უფრო «მაღალფარდოვანი» საუბარი წამოიწყონ.

მაგალითად, თუ თქვენ იდეას უზიარებთ, ხოლო პასუხად გესმით: «დიახ, ცუდი არ არის, მაგრამ მე უკვე ვუთხარი ხელმძღვანელობას ჩემი პროექტის შესახებ და მათ მიიღეს ის, ამიტომ მოდი ვისაუბროთ ამაზე» – როგორ იგრძნობთ თავს ამის შემდეგ?

თუმცა, სულ სხვა საქმეა, როცა პასუხად ასეთ რამეს მოისმენთ: «სუპერ იდეაა! მაგრად მოგიფიქრებია. შესაძლოა შემდეგი პუნქტი დაემატოს… რას ფიქრობ?»

  1. კონცენტრირდით მომავალზე და არა წარსულ მარცხზე

ადამიანებს არ უყვართ კრიტიკა. როცა თქვენ მათ ახსენებთ წარსულ მარცხს, ისინი ჯავშანს იცმევენ. ამიტომ, თუ გსურთ რომ ადამიანი სამომავლოდ სხვაგვარად მოიქცეს, ნუ გააკეთებთ აქცენტს წარსულზე. სჯობს უთხრათ, რომ მომავალში მისგან რაიმე ახალ ქმედებებს ელით და რომ ამით ის ძალიან დაეხმარება მთელ გუნდს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like