ეთიკა ბიზნესში

ეთიკა ბიზნესში

არსებობს ღირებულებების სისტემა, რომელიც დროთა განმავლობაში ასახვას პოულობს ცხოვრების ისეთ ასპექტებში როგორებიცაა მოგება, პროდუქტიულობა, ჰარმონია და მიზნების შესრულება. ეს ღირებულებები უცვლელია მდგომარეობის და მიუხედავად; ისინი კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ პირიქით, ავსებენ ერთმანეთს; მათ მივყევართ აზრიანი და სრულყოფილი ცხოვრებისაკენ.

ეს აბსოლიტური ღირებულებები უძველესი დროიდან ცნობილია, როგორც წმიდა წერილში გადმოცემული ღვთის სიტყვა და მათ ათ მცნებას უწოდებენ. ამ ღირებულებათა მიზანია ინსტრუქციების და მიმართულების მიცემა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გეგმა
ნებისმიერი ორგანიზაციის მიზნის მისაღწევად საჭიროა გეგმა. გეგმა არის მოცემული დროის პერიოდში, კონკრეტული მიზნის მისაღწევად საჭირო მოქმედებათა მსვლელობა. გეგმაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე ზუსტი განრიგი და ის რესურსები, რომელთა საშუალებითაც ვაღწევთ მიზანს. გეგმის განსახორციელებლად საჭიროა გადაწყვეტილების მიღების ლოგიკური, სისტემური პროცესი, რომელიც თანმიმდევრულ ფაქტებზე იქნება დაფუძნებული.

ამ პროცესის საფუძველი არის ღირებულებათა სისტემა.

ფუნდამენტალური ღირებულებები უზრუნველყოფს მოქმედების, დღის განაწესს და რესურსების თანხმდომას მიზანთან და იმას, რომ მიზანი არასოდეს არ ამართლებდეს მის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებებს. მაგალითად, არავითარი გამართლება არ აქვს დაგეგმვის მთელ პროცესს, როცა მისი განხორციელებისას თანამშრომელთა და მათ შესაძლებლობების აბუჩად აგდება და უმართებულოდ გამოყენება ხდება.

ღირებულებები

ღირებულებები წარმოადგენენ სტანდარტებს, რომელთა საფუძველზეც ვიღებთ ძირითად ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს და ვაკეთებთ არჩევანს. ღირებულებების გამოვლენა ხდება ადამიანთა ურთიერთობების კონტექსტში. ამგვარად, თქვენი სტრუქტურის საქმიანობა მთლიანად დამოკიდებულია ღირებულებათა საფუძველზე. თუ გაქვთ მყარი საფუძველი, მაშინ თქვენ გაუძლებთ ცხოვრებისეულ ორომტრიალს. თუ არა და, მაშინ დაგვრჩება გაკოტრებული ორგანიზაცია და გაკოტრებული საზოგადოება, როგორც ეს მეფსალმუნემ გამოხატა ათასწლეულების წინ: “თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები” ფს126:1

აი, რატომ არის აუცილებელი, რომ ღირებულებები ეფუძნებოდნენ მყარ საფუძველსა და არა მხოლოდ ადამიანურ მოსაზრებებს. ისინი უნდა წარმოადგენდნენ აბსოლიტურ ღირებულებებს, რომელსთაც უნდა იტვირთონ მთელი სტრუქტურის სიმძიმე ცხოვრების ურთულესი კატაკლიზმების დროსაც კი.

ადამიანი, ვისი მიზანი და ცხოვრებაც აბსოლიტურ ღირებულებებზეა დაფუძნებული და მის შესაბამისად წარიმართება, სრულ ცხოვრებისეულ სიამოვნებას მიიღებს და მისი საქმიანობა მომგებიანი იქნება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

გაგრძელება – ეთიკური ლიდერობისაკენ მოწოდება და პიროვნული პასუხისმგებლობა

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

You might also like

ბიზნესფსიქოლოგია

როგორ აზროვნებენ და იქცევიან მილიონერები

1. სურვილი ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება გინდოდეთ, მაგრამ თქვენ ეს ძალიან უნდა ისურვოთ, რომ გაგიჩნდეთ ყველაფრის მიღწევის შანსი. ბევრი ადამიანის წარუმატებლობის მიზეზი, არის ის, რომ მათ არ აქვთ საკმარისად ძლიერი

ბიზნესფსიქოლოგია

ლარის სიმბოლოს შესარჩევი კონკურსი

ქართული ფულის – ლარის სიმბოლოს შესარჩევმა დროებითმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები (სულ

ცხოვრებისეული

ჯიმ რონის 30 დასამახსოვრებელი ციტატა

ჯიმ რონი – ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, ფილოსოფოსი და სამოტივაციო სპიკერი. რომლის დახმარებით და ბრძნული რჩევებით მილიონობით ადამიანმა მიაღწია წარმატებას და შეცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ. მაშ ასე, გიზიარებთ მის ყველაზე ეფექტურ და