14 რამ, რაც უმჯობესია გაიგო სანამ ახალგაზრდა ხარ
1203 Views

14 რამ, რაც უმჯობესია გაიგო სანამ ახალგაზრდა ხარ

1. პარეტოს პრინციპი. წესი 20/80.
თქვენი ქმედებების მხოლოდ 20%-ს მოაქვს შემოსავლის ძირითადი ნაწილი. ბევრი რამ რაც მნიშვნელოვნად გვეჩვენება დროის ტყუილად კარგვაა.

2. პარკინსონის კანონი.
ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის რაც ესაჭიროება ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე წარმოუდგენია. ეს წესი კარგად მოქმედებს სტუდენტებზე გამოცდების დროს.

3. ჯგუფური მხარდაჭერა.
ერთფეროვანი და მოსაწყენი სამუშაოს გახალისების ძალიან კარგი მეთოდია მისი ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილება და ერთობლივი მუშაობა.

4. რაიმე რომ მიიღო ჯერ უნდა დააბანდო.
ეს პრინციპული წესია. თუ თქვენ რაიმე საქმიანობაში აბანდებთ თქვენს დროსა და ფულს, ის ადრე თუ გვიან შედეგებს მოიტანს.

5. იყავით სიახლეების ტალღაზე, დაასწარით მას, არ გაჩერდეთ.
ეს ოქროს წესი თქვენ შეგმატებთ თავდაჯერებულობას და გაგანთავისუფლებთ რაღაცის ლოდინის გრძნობისგან.

6. შეცდით, მიიღეთ წარუმატებლობა, ეს ძალიან კარგია.
ბევრი ფიქრობს სიტყვა “წარმატების” მნიშვნელობაზე და ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ მოვლენების თანაწყობაა ცხოვრებაში. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წარმატება შედგება დიდი რაოდენობით შეცდომების, არასწორი გადაწყვეტილებებისა და წარუმატებლობისაგან. შეცდომა საკუთარი თავის გაუმჯობესების საუკეთესო ხერხია.

7. ნუ იქნებით ძალიან კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ.
თქვენ უბრალოდ მიიღებთ ტკივილსა და ნეგატიურ ემოციებს შედეგად კი დაკარგავთ დროსა და მოტივაციას.

8. ეცადეთ შექმნათ კარგი კონტაქტები.
ყველა შეხვედრას უნდა მიუდგეთ ისე თითქოს მეგობრებს ხვდებით. სწორედ ასე უნდა დაიწყოთ ნებისმიერი საუბარი და არ უნდა ინერვიულოთ.

9. რეალობისადმი დამოკიდებულება ცვლის რეალობას.
აქ ყველაფერი მარტივადაა, ვინც როგორ ხედავს თავის ცხოვრებას იმას იღებს. პესიმისტები იღებენ ყველაფერ უარესს, რადგან თავიდანვე უარყოფენ ყველაფერ კარგს.

10. განავითარეთ თქვენში მადლიერების გრძნობა.
ეს საუკეთესო ხერხია ბედნიერების მისაღწევად. წამიერად ხასიათის გაუმჯობესების მეთოდი ეს არის ვინმეს მიმართ მადლიერების შეგრძნება. იყავით თქვენი თავის და სხვების მადლიერები, გადაუხადეთ მადლობა, მიიღეთ მადლობები-პოზიტიური ემოციები გადამდებია.

11. არ ღირს საკუთარი თავის სხვებთან შედარება.
უპირველეს ყოვლისა თქვენ დაიწყებთ საკუთარი “მე”-ს დაკარგვას და უფლებას მისცემთ გარე ფაქტორებს იმოქმედონ თქვენს შინაგან სამყაროზე. არ შეადაროთ, უმჯობესია იმუშაოთ საკუთარ თავზე. აწარმოეთ დღიური, დააკვირდით ცვლილებებს, ეცადეთ გახდეთ უკეთესი, ეს საუკეთესო შედეგს მოგცემთ.

12. თქვენი შიშის 90% არასოდეს იქცევა რეალურად.
ადამიანი ეს არის არსება, რომელსაც ძალიან უყვარს ფანტაზიები. ეს ჩვენ გამოვიგონეთ კინგ-კონგი, ზომბები, ვამპიები და სხვა საშინელებები. ნუ გეშინიათ ნურაფრის, ყველაფერი უბრალოდ ჩვენს თავში ხდება.

13. ნურაფერს ნუ მიიღებთ ძალიან სერიოზულად.
დაგვიჯერეთ სიტუაციები, რომლებიც დღეს ძალიან რთულ და გამოუვალ პრობლემებად გეჩვენებათ, სულ რამოდენიმე წელიწადში სასაცილოდაც არ გეყოფათ. ასე რომ დამშვიდდით. ძალიან ნუ გაამახვილებთ მათზე ყურადღებას, ამით მხოლოდ ტანჯვას მიიღებთ. დატკბით ცხოვრებით და ყველაფერი შეიცვლება.

14. ნუ ეცდებით იცხოვროთ “უფრო სწრაფად”.
22 წლის შემდეგ წლები უფრო მალე გადის. დატკბით ახალგაზრდობით.
დაიმახსოვრეთ ეს ფაქტები. ისინი საჭიროა, რომ 30-35 წლის ასაკში “საშუალო ასაკის კრიზისი” არ დაგემართოთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like