ერთი ყმაწვილის ისტორია, რომელმაც არ იცოდა კითხვა

ერთი ყმაწვილის ისტორია, რომელმაც არ იცოდა კითხვა

ბილი დიდი ხნის მანძლზე ვერ შოულობდა სამსახურს. ბოლოს მას მენაგვის ადგილი შესთავაზეს. მას უნდა ევლო სახლებში და წამოეღო ნაგავი.

ახალი სამუშაოს პირველ დღეს, ხელმძღვანელმა ბილს გადასცა იმ მისამართების სია, სადაც ბილი უნდა მისულიყო ნაგვის წამოსაღებად. ბილმა დახედა სიას და უპასუხა: «მე არ ვიცი კითხვა». «მაშინ ვერაფრით დაგეხმარებით, თუ კითხვა არ იცი, მენაგვე ვერ იქნები» – უპასუხა ხელმძღვანელმა. ბოსს შეეცოდა ბილი, უსურვა წარმატება და რამოდენიმე ბანანი მისცა საჭმელი რომ ჰქონოდა… ბილი წავიდა პარკში, ჩამოჯდა სკამზე, ბანანი დაილაგა გვერდით და დაიწყო ცხოვრებაზე ფიქრი.

ერთ-ერთ გამვლელი შეჩერდა და ბილს ჰკითხა, 5 ცენტად ხომ ვერ მიჰყიდიდა ბანანს. ბილი დათანხმდა.

მას შემდეგ, რაც გააცნობიერა რა მოხდა მის თავს, ბილმა დარჩენილი ბანანები უფრო დასანახ ადგილას დაალაგა. საათიც არ იყო გასული, რომ ბილმა ყველა ბანანის გაყიდვა მოახერხა. უფრო მეტიც, იმხელა მოთხოვნა გაჩნდა, რომ ბოლო ორი ბანანიდან თითო 10 ცენტად გაიყიდა. ბანანების გაყიდვის შემდეგ ბილი წავიდა პროდუქტის უახლოეს მაღაზიაში და მთელი ფულით იყიდა ბანანები. მთელი ზაფხულის მანძლზე, ყოველ დღე ის ყიდდა ბანანებს პარკში. შემდეგ სხვა ხილიც დაამატა. მალე მან ღამის გასათევიც იშოვა პარკთან ახლოს. ბილმა დაიწყო სულ უფრო მეტი ფულის გამომუშავება.

გავიდა 20 წელი და ბილი უდიდესი კორპორაციის წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებებზე იჯდა. კორპორაცია ცდილობდა მისი ბიზნესის შეძენას, რომელიც უკვე ერთ-ერთ უმსხვილეს პროდუქტებით მოვაჭრე კომპანიას წარმოადგენდა აშშ-ში. კომპანია შეფასებული იყო ასობით მილიონ დოლარად. როცა ყველა დოკუმენტი გაფორმდა, იურისტმა ისინი გადასცა ბილს წასაკითხად.

«მე არ ვიცი კითხვა» – უპასუხა ბილმა და გადასცა დოკუმენტები თავის იურისტს. მყიდველი კორპორაციის წარმომადგენლებს ამის არ სჯეროდათ.

«ეს წარმოუდგენელია – წამოიძახა ერთ-ერთმა, – თქვენ ასეთი წარმატებული ადამიანი ხართ და კითხვა არ იცით, კითხვა რომ გცოდნოდათ წარმოიდგინეთ რა იქნებოდა».

ბილი ერთი წუთით დაფიქრდა და უპასუხა: «დიახ, მე ვიცი რა იქნებოდა ახლა – მე ვიქნებოდი მენაგვე».

ნუ დახარჯავთ საკუთარ დროს იმაზე ფიქრში, რომ განათლება არ გაქვთ, მდიდარი მშობლები არ გყავთ, გონება ან სილამაზე არ გაქვთ. შეეცადეთ დაიწყოთ, იმით რაც გაქვთ. იყავით მადლიერი და იცხოვრეთ ამით.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like