ერთი პრინციპი, რისგანაც ჩნდება წინააღმდეგობები ჩვენს ცხოვრებაში

ერთი პრინციპი, რისგანაც ჩნდება წინააღმდეგობები ჩვენს ცხოვრებაში

არსებობს გარკვეული წონასწორული მდგომარეობა, როგორც ერთი ადამიანის შინაგან სამყაროში, ასევე მის ოჯახში, სამეგობროში, სანათესაოში და ნებისმიერ საერთო ინტერესებით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფში და ამ წონასწორულ მდგომარეობას ფსიქოლოგები წონასწორულ პრინციპს ეძახიან.

ამასთან, ყველასათვის ცნობილია რომ ყველა ადამიანს და ადამიანთა ჯგუფებს ახასიათებთ მუდმივი განვითარების, ცვლილებების და წონასწორობისკენ სწარფვა.  ამიტომაც როდესაც ადამიანს უჩნდება ცვლილებების და გავითარების სურვილი და იწყებს გარკვეულ მოქმედებებს, მაშინვე აქტიურდება ადამიანში არსებული წონასწორობის პრინციპი და შესაბამისად,  ადამიანში ჩნდება ცვლილებების, წარუმატებლობის ან დამარცხების შიშები და მთელი ეს წინააღმდეგობები თავს იჩენს განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანში დამარცხების შიში უფრო ძლიერია, ვიდრე ცვლილებების სურვილი, სწორედ ამიტომაა რომ ამ დროს ადამიანები რაღაც პერიოდით  მერყეობენ და ვერ დგამენ გაბედულ ნაბიჯებს წინ.

ბოლოს, ის თუ რომელი მხარე აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ის გაიმარჯვებს – ცვლილებების შიში ან წარმატების წყურვილი.

ის ვინც პირველ ეტაპს წარმატებით გადალახავს, ჩნდება მეორე სახის ანუ ადამიანთა ჯგუფების წონასწორობის პრინციპის წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრების და ახლო ადამიანებს სახით გვევლინება.  ამ დროს ისინი ერთი შეხედვით ხელს გვიშლიან და გვეწინააღმდეგებიან ცვლილებების განხორციელებაში, თუმცა სანამ მათზე გაბრაზებას გადაწყვეტთ, გეტყვით მთავარს, თუ რატომ ხდება ეს:  ოჯახის წევრების, მეგობრების, ნათესავების და ახლო ადამიანებისგან წამოსული წინააღმდეგობები არის თქვენი ერთგვარი შემოწმება, აბა თქვენ რამდენად შეძლებთ სასურველი მიზნის მიღწევას, მართლა ხართ ღირსი ამ ცვლილებების? მართლა იმსახურებთ გაარღვიოთ კომფორტის ზონა და იცხოვროთ სასურველი ცხოვრებით და გქოდეთ რაიმე დიდი წინსვლა და წარმატება ცხოვრებაში? თუ თქვენი სურვილები, გეგმები და მიზნები უბრალოდ ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი..?თუ ეს ასეა და  ადამიანი ჯგუფის წონასწორობის პრინციპსაც ვერ გასცდება, ეს ნიშნავს რომ ის არც ყოფილა ღირსი არანაირი ცვლილებების და წარმატების, რადგან მან პირველივე დაბრკოლების გადალახვაც ვერ შეძლო. და თუ უფრო მეტად არ მოინდომებს იგი ვერც ვერასოდეს გაარღვევს პირველივე დაბრკოლების საზღვარს.

გარდა იმისა, რომ წონასწორობის პრინციპი ცდის ჩვენი და  ჩვენის სურვილის სიძლირეს,  ეს ასევე არის ერთგვარი მექანიზმი, რომელიც სისულელების და  სხვადასხვა შეცდომების დაშვებისგან გვიცავს, თუმცა არ არსებოს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში რაიმე სისულელე ან შეცდომა არ დაუშვია და ადამიანის ნებისმიერი განვითარება სწორედ ამ  შეცდომების გამოსწორების ხარჯზე ხდება.

აქედან გამომდინარე, დასკვნა თქვენთვის მომინდია, მოიფიქრეთ, იმოქმედეთ და არასოდეს დანებდეთ სირთულეებთან ბრძოლაში, რადგან როგორც უკვე იცით, ყველა წინააღმდეგობა თქვენის ცხოვრებაში მხოლოდ წონასწორობის პრინციპიდან გამომდინარეა.

 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 72 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ოლივია ჯოულიზის რამოდენიმე ცხვორებისეული წესი

1. არ გაბრაზდე. პანიკის გარეშე. შეჩერდი, ღრმად ისუნთქე, იფიქრე. 2. არავის აქვს შენი დარდი. ყველას თავისი საქმე აქვს, ზუსტად ისევე, როგორც შენ. 3. მნიშვნელოვანი მოვლენის წინ არასოდეს შეიჭრა და შეიღებო

Print Friendly, PDF & Email

“ვაიმე” – ქართული კაფე მოსკოვში

“Вай Мэ!” – ქართული კაფე მოსკოვში, რომელიც ეკუთვნის Saperavi Café-ს ხელმძღვანელებს ხათუნა კოლბაიას და თენგიზ ანდრიბავას. «Why me?»-ს ქსელში მუშაობენ მხოლოდ ისინი, ვისაც ქართულ სამზარეულოზე მხოლოდ სხვებისგან კი არ სმენია, არამედ ისინი,

Print Friendly, PDF & Email

იყიდება სამსართულიანი ვილა აუზით და ბაღით. ფასი 1 დოლარი.

“ბოდვაა!” – გაიფიქრა მათხოვარმა და გადააგდო გაზეთი. საჭმლის ძიებაში ეზო–ეზო სიარულისას კედელზე იგივე განცხადებას წააწყდა. “გადაირიენ?” – გაიფიქრა მან და ბუზღუნით გააგრძელა გზა. ფართო ქუჩაში გასვლისას ყურადღება უზარმაზარ ბანერს მიაქცია,რომელიც

Print Friendly, PDF & Email

როგორ აიძულოთ ქვეცნობიერს თქვენს სასარგებლოდ მუშობა? 

1. ჩვენი ქვეცნობიერი მართავს ორგანიზმის ყველა ცხოვრებისეულ პროცესს და იცის ყველა პრობლემასა თუ შეკითხვაზე პასუხიც იცის. 2. ძილის წინ ქვეცნობიერს თუ მიმართავთ რაიმე სახის კონკრეტული თხოვნით, თავად დარწმუნდებით მის ჯადოსნურ

Print Friendly, PDF & Email

ებრაული სიბრძნის გამონათქვამები

ერის ძარღვი მის გონებამახვილურ ანდაზებშია. ყველა ერს თავისი გზა და მსოფლმხედველობა აქვს, რაც ხალხურ შემოქმედებაში გამოიხატება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა გავეცნოთ სხვა ცნობიერების მქონე ადამიანთა კულტურას. B2P.GE-მ შეაგროვა რჩეული

Print Friendly, PDF & Email

რატომ უნდა გამოვიყურებოდეთ ყოველთვის იდეალურად?

დილით სანამ ჩემს საყვარელ კაფეში მორიგი სტატიის დასაწერად ყავას შევუკვეთავდი პირადი საკითხები რომ მომეგვარებინა ერთ-ერთ მომსახურეობის სფეროს მივმართე და მორიგი სტატიის დაწერის იდეაც მაშინათვე დაიბადა. ამჯერად შთაგონების წყაროდ იქცა ქალბატონი, 

Print Friendly, PDF & Email