ერნესტ ჰემინგუეის 25 ბრძნული ციტატა

ერნესტ ჰემინგუეის 25 ბრძნული ციტატა

ჰემინგუეის საფლავზე წერია: «ცხოვრებაში ყველაზე მეტად უყვარდა შემოდგომა. ყვითელი, თბილი, მდინარეზე მოცურავე შემოდგომის ფოთლები, ზევით კი ლურჯი უქარო ცა. ახლა ის ამ ყველაფრის ნაწილი იქნება».

B2P.GE გთავაზობთ „მამის“ ბრძნულ ციტატებს – ასე ეძახდნენ ჰემინგუეის მსოფლიოს ყველა კუთხეში მისი თაყვანისმცემლები.

1. ნუ დაეცემი სულიერად. ნურასოდეს. ეს ჩემი წარმატების საიდუმლოა. არასოდეს დაეცე სულიერად სხვების თანდასწრებით.
2. ფხიზელ მდგომარეობაში აქციეთ რეალობდა ყველაფერი, რაზეც პირობა სიმთვრალეში გაეცით – ამით ენაზე კბილების დაჭერას ისწავლით.
3. იმოგზაურეთ მხოლოდ იმასთან ერთად, ვინც გიყვართ.
4. თუ ცხოვრებაში მცირედი სამსახურის გაწევა მაინც შეგიძლიათ, ნუ აარიდებთ ამას თავს.
5. ნუ იმსჯელებთ ადამიანებზე მხოლოდ მისი მეგობრებიდან გამომდინრე. გახსოვდეთ, რომ იუდას უნაკლო მეგობრები ჰყავდა.
6. სურათებს ისე უყურე, რომ არ დააზიანო, წიგნები წაიკითხე სამართლიანად და იცხოვრე ისე, როგორც გეცხოვრება.
7. საუკეთესო საშუალება იმის გასაგებად, შეიძლება თუ არა ვინმეს ენდოთ, არის მისდამი ნდობა.
8. არსებებიდან მხოლოდ ადამიანს შეუძლია სიცილი, მაგრამ ამისთვის მას ძალიან ცოტა საბაბი აქვს.
9. ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად: ისინი, ვისთან ერთად ადვილია, და ასევე ადვილია მათ გარეშეც და ისინი, ვისთან ერთადაც რთულია, თუმცა მათ გარეშე შეუძლებელია.
10. ინტელიგენტური ადამიანი ზოგჯერ იმის გამო თვრება, რომ დრო გაატაროს თავის სისულელესთან ერთად.
11. თუ საკუთარ თავს ხუმრობის უფლებას მისცემ, ადამიანები არ გღებულობენ სერიოზულად, მაგრამ სწორედ ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ არსებობს ბევრი რამ, რასაც ვერ გადაიტან, თუ არ იხუმრე.
12. ადამიანი არ არის შექმნილი მარცხისთვის. ის შეიძლება გაანადგურო, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია.
13. ჭკვიანი ადმიანები იშვიათად არიან ბედნიერები.
14. სინამდვილეში მამაც ადამიანს არ სჭირდება დუელი, ამას ხშირად აკეთებენ მშიშრები, იმისათვის, რომ საკუთარი თავი დაარწმუნონ თავისსავე სიმამაცეში.
15. ყველა კარგი წიგნი ერთმანეთს ჰგავს: ისინი ცხოვრებაზე უფრო ჭეშმარტია.
16. მწერალმა სათქმელი კი არ უნდა ილაპარაკოს, უნდა დაწეროს.
17. ჩვენ ვხდებით მაგრები იქ, სადაც ვტყდებით.
18. ბედნიერება – ეს არის ძლიერი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერება.
19. მას, ვინც ტრაბახობს ერუდიციით ან ცოდნით, არ გააჩნია არც ერთი და არც მეორე.
20. სჯობს არ გქონდეს იდეოლოგია, ვიდრე სამსახური.
21. ჩემთვის სულ ერთია რა არის სამყარო. მინდა ვიცოდე როგორ ვიცხოვრო მასში. თუ დაფიქრდები როგორ უნდა იცხოვრო, მიხვდები როგორია სამყარო.
22. არსებობს ომზე უარესი რამ: სიმხდალე, ღალატი, ეგოიზმი.
23. ცხოვრებაში არც ისე რთულია მოეწყო, როცა დასაკრგი არაფერი გაქვს.
24. ის, ვინც ომს იგებს, არასოდეს შეწყვეტს ბრძოლას.
25. სამყარო – კარგი ადგილია და მის გამო არ ღირს ჩხუბი, მე ძალიან არ მინდა მისი დატოვება.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ