ერიხ ფრომი: ადამიანების უბედობა – მათ მიერ გაუკეთებელი არჩევანის შედეგია
122 Views

ერიხ ფრომი: ადამიანების უბედობა – მათ მიერ გაუკეთებელი არჩევანის შედეგია

წარმოგიდგენთ გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსისა და ფსიქოლოგის, ერიხ ფრომის 30 ციტატას, რომლებიც ჩუქნიან ცხოვრებას, პასუხობენ ადამიანისთვის ყველაზე რთულ კითხვებს. მისი აზრები არავის დატოვებს გულგრილს:


1. ადამიანის მთავარი ცხოვრებისეული ამოცანა – ეს არის საკუთარი თავისთვის ცხოვრების შესაძლებლობის მიცემა, ისეთად გახდომა, რასაც ის პოტენციურად წარმოადგენს. ადამიანის ძალისხმევის უმნიშვნელოვანესი ნაყოფი – არის მისი პიროვნება.

2. ჩვენ არავის უნდა ავუხსნათ რამე და არავის წინაშე არ ვართ ვალდებული მანამ, სანამ ჩვენი ქმედება სხვას არ ავნებს. 
უამრავი ადამიანის ცხოვრება დაინგრა სწორედ რაღაცის „ახსნის“ აუცილებლობის მიზეზით, იმის მცდელობით, რომ სხვებს „გაეგოთ“ – უფრო სწორად, რომ გაემართლებინათ. ილაპარაკონ და განსაჯონ რამდენიც უნდათ, თქვენ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ თავისუფალმა ადამიანმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა აუხსნას რაღაცეები – საკუთარ ცნობიერებას და გონებას, და ასევე იმ მცირერიცხოვან ადამიანებს, რომელბსაც ახსნა-განმარტების მოთხოვნის უფლება გააჩნიათ.

3. თუ მიყვარს, ვზრუნავ, ანუ მე აქტიურად ვმონაწილეობ სხვა ადამიანის განვითარებასა და გაბედნიერებაში, მე არ ვარ მაყურებელი.

4. ადამიანის მიზანი – ეს არის თვითმყოფადობა, ხოლო ამ მიზნის მიღწევის პირობა – საკუთარი თავისთვის ადამიანად დარჩენაა. არა პატივმოყვარეობა, სიამაყე, არამედ საკუთარი თავის სიყვარული; არა ინდივიდუალურზე უარის თქმა, არამედ საკუთარი ადამიანური „მე“-ს გამყარება: ეს არის ჰუმანური ეთიკის ჭეშმარიტი უმაღლესი ფასეულობები.

5. არ არსებობს ცხოვრების სხვა არსი, გარდა იმისა, რომელსაც ადამიანი თავად ანიჭებს მას, რასაც უპირველესყოვლისა ახდენს თავისი ძალების გახსნით და ნაყიფიერად ცხოვრებით.

6. თუ ადამიანს შეუძლია იცხოვროს იძულების გარეშე, არა ავტომატურად, არამედ სპონტანურად, ის საკუთარ თავს შეიმეცნებს, როგორც შემოქმედებით პიროვნებას და ესმის, რომ ცხოვრებას აქვს მხოლოდ ერთი აზრი – და ეს თავად ცხოვრება.

7. ჩვენ ვართ ის, რა წარმოდგენაც გვაქვს საკუთარ თავზე და რა წარმოდგენაც სხვებმა შეგვიქმნეს საკუთარ თავზე.

8. ბედნიერება — მიღწევაა, რომელსაც ადამიანი შინაგანი მონდომებით და ნაყოფიერი მოღვაწეობით იღებს.

9. ადამიანისთვის ყველაფერი მნიშნელოვანია საკუთარი ცხოვრებისა და ცხოვრებისეული ხელოვნების გარდა. ის არსებობს ყველაფრისთვის რაც კი შეიძლება, გარდა საკუთარი თავისა.

10. მგრძნობიარე ადამიანს არ შეუძლია გაუძლოს ღრმა მწუხარებას, რომელშიც ვარდება ცხოვრებისეული ტრაგედიის გამო. სიხარულიც და მწუხარებაც – გარდაუვალი შეგრძნებებია ემოციური, მგრძნობიარე და სიცოცხლით სავსე ადამიანის ცხოვრებაში.

11. ბევრი ადამიანის უბედური ცხოვრება – მათ მიერ გაუკეთებელი არჩევანის შედეგია. ცხოვრება შეუფასებელი საქმიანობაა, ხოლო საქმის კეთება – საყოფაცხოვრებო ბუნდოვანების პირობებში თავდაცვის საშუალება.

12. გაგება «იყო ცოცხალი» — არ არის სტატიკური გაგება, ის დინამიურია. არსებობა იგივეა, რაც ორგანიზმის სპეციფიური ძალების გახსნა. პოტენციური ძალების აქტუალიზაცია – ყველა ორგანიზმის თანდაყოლილი თვისებაა. ამიტომ, ადამიანის პოტენციალის გახსნა, მისი ბუნების კანონებიდან გამომდინარე, საჭიროა განვიხილოთ როგორც ადამიანური ცხოვრების მიზანი.

13. თანაგრძნობა და განცდა გულისხმობს იმას, რომ მე ჩემში განვიცდი სხვა ადამიანის მიერ განცდილს და შესაბამისად, ამ განცდებში მე და ის – ერთი და იგივეა. ყველა ცოდნა სხვა ადამიანზე ნამდვილია იმდენად, თუ რამდენად ეყრდნობა ის ჩემ მიერ განცდილ სხვის განცდას.

14. მე დარწმუნებული ვარ, რომ არავის არ შეუძლია თავისი ახლობელი გადაარჩინოს მის ნაცვლად არჩევანის გაკეთებით. ყველაფერი, რითაც ერთი ადამიანი შეიძლება დაეხმაროს მეორეს – ეს არის მის წინაშე ბოლომდე და სიყვარულით გახსნა, მაგრამ სენტიმენტებისა და ილუზიის გარეშე, ალტერნატივის არსებობით.

15. ცხოვრება ადამიანს პარადოქსულ ამოცანას უყენებს: ერთის მხრივ საკუთარი ინდივიდუალობის რეალიზებას, ხოლო მეორეს მხრივ მის გადალახვას და უნივერსალურობის განცდამდე მისვლას. მხოლოდ ყოველმხრივ განვითარებული პიროვნება შეძლებს დადგეს საკუთარ „მე“-ზე მაღლა.

16. თუ ბავშვური სიყვარული გამომდინარეობს პრინციპიდან: „მე მიყვარს იმიტომ, რომ მიყვარს“, ზრდასრული სიყვარული გამომდინარეობს პრინციპიდან: „მე მიყვარხარ, რადგან მჭირდები!“, ზრდასრული სიყვარულის განმარტება შემდეგია: „მე შენ მჭირდები, რადგან მიყვარხარ“.

17. ერთმანეთის პირად სივრცეში თვითნებური ჩარევა – სიყვარულის ნიშანი კი არა, მომავალში მარტოობის ნიშანია.

18. თუ ადამიანი სიყვარულს განიცდის სასიყვარულო ობიექტის დაუფლების პრინციპით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას სურს საყვარელი ადმიანის თავისუფლება შეზღუდოს და აკონტროლოს. ასეთ სიყვარულს ბედნიერება არ მოაქვს, ის თრგუნავს, ღუპავს, ახრჩობს, კლავს…

19. ადამიანების უმრავლესობა დარწმუნებულია იმაში, რომ სიყვარული დამოკიდებულია სასიყვარულო ობიექტზე და არა სიყვარულის საკუთარ შესაძლებლობაზე. მათ სჯერათ, რომ რადგან «საყვარელი» ადამიანის გარდა სხვა არ უყვართ, ამით აჩვენებენ საკუთარი სიყვარულის ძალას. ეს იმ ადამიანის მდგომარეობას ჰგავს, რომელსაც უნდა ხატვა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ფერწერა ისწავლოს, შესაფერისი ნატურის ძებნას იწყებს და აცხადებს, რომ როცა მას იპოვის უნაკლოდ ხატვას დაიწყებს და ეს თავისთავად მოხდება. სინამდვილეში კი, როცა ვინმე გიყვარს, ყველა გიყვარს, სამყარო გიყვარს, ცხოვრება გიყვარს. თუ შეგიძლია ვინმეს უთხრა «მე შენ მიყვარხარ», აუცილებლად შეძლებ თქვა «მე შენში ყველაფერი მიყვარს», «მე შენი წყალობით სამყარო მიყვარს, მე შენში საკუთარი თავი მიყვარს».

20.ბავშვის ხასიათი — ეს არის მშობლების ხასიათიდან გადმოყოლილი და ვითარდება მათი ხასიათის საპასუხოდ.

21. თუ ადამიანს შეუძლია სრულფასოვნად უყვარდეს, მას საკუთარი თავიც უყვარს; თუ ადამიანს მხოლოდ სხვები უყვარს, მას საერთოდ არ შეუძლია სიყვარული.

22. ითვლება, რომ შეყვარებულობა — ეს უკვე სიყვარულის მწვერვალია, მაშინ, როცა სინამდვილეში – ეს მხოლოდ დასაწყისი და სიყვარულის შეძენის შესაძლებლობაა. ასევე ითვლება, რომ ეს ორი ადამიანის ერთმანეთისადმი საიდუმლო მიზიდულობის მოვლენა, რომელიც თავისთავად ხდება. დიახ, მარტოობა და სექსუალური სურვილები სიყვარულს აიოლებს და ამაში საიდუმლოებით მოცული არაფერია, მაგრამ ეს ის წარმატებაა, რომელიც ისევე სწრაფად მიდის, როგორც მოვიდა. საყვარელ ადმაიანად შემთხვევით ვერ იქცევით; ერთი ადამიანის მხრიდან გამოვლენილი სიყვარულის შესაძლებლობა იწვევს იგივეს სხვა ადამიანში, ისევე, როგორც დაინტერესება ხდის ადამიანს საინტერესოს.

23. ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია შექმნა, სურს დანგრევა.

24. საოცარია, მაგრამ მარტო ყოფნის ცოდნა წარმოადგენს სიყვარულის უანრის წინაპირობას.

25. რამდენად მნიშნელოვანიც არის უმიზნო საუბრებისთვის თავის არიდება, ისევე მნიშვნელოვანია ცუდი საზოგადოებისთვის თავის არიდება. «ცუდი საზოგადოებისთვის თავის არეიდების» გაგებაში მე მესმის არამარტო საშიში ადამიანებისთვის თავის არიდება, ასევე ის, რომ საჭიროა მათ საზოგადოებას თავი ავარიდოთ მათი გავლენის ქვეშ რომ არ მოვექცეთ, რადგან ეს დამთრგუნველი და დამღუპველია. მე ვგულისხმობ ასევე «ზომბი» საზოგადოებას, რომელთა სული მკვდარია, ხოლო სხეული ცოცხალი; ადამიანები, რომლებსაც ცარიელი აზრები და სიტყვები აქვთ, რომელბიც ფაქტიურად კი არ საუბრობენ – ლაყბობენ, კი არ ფიქრობენ, არამედ დაუფიქრებლად გამოთქვამენ სათქმელს.

26. ყველა ადამიანში უნდა იპოვო საკუთარი თავი და არა თავი დაკარგო მასში.

27. საგნებს საუბარი რომ შეძლებოდათ, შეკითხვაზე «ვინ ხარ შენ?» გიპასუხებდნენ: «მე ავტომობილი ვარ» ან უფრო კონკრეტულად: მე ვარ — «ფორდი» და ა.შ. როცა ადამიანს ეკითხებით ვინ არის, ის გაპსუხობთ: «მე — ფაბრიკანტი ვარ», «მე — მოსამსახურე ვარ», «მე — ექიმი ვარ» ან «მე — დაქორწინებული ვარ», «მე— ორი შვილის მამა ვარ», და რეალობა ისაა, რომ მათი პასუხი არაფით განხვავდება მოლაპარაკე ნივთების პასუხებისგან.

28. თუ სხვებს არ ესმით თქვენი ქცევა — რა მერე? მათი სურვილი, რომ ყველაფერი მათი მოთხოვნის მიხედვით ვაკეთოთ, არის ჩვენი მართვის მცდელობა. თუ ეს მათთვის ნიშნავს «ასოციალურობას» ან «არარაციონალურობას» – ნიშნავდეს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ყველაზე მეტად მათ ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისთავადობა აბრაზებთ.

29. ჩვენი მორალური პრობლემა – ეს არის ადამიანის აგდებული დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ.

30. ადამიანი არის თავისი ცხოვრების ცენტრი და მიზანი. საკუთარი პიროვნების განვითარება, შინაგანი პოტენციალის რეალიზება უმაღლესი მიზანია, რომელიც უბრალოდ ვერ შეიცვლება და ვერც რაიმე, ვითომ მასზე მაღლა მდგარ მიზნებზე დამოკიდებულიც ვერ გახდება.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like