ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სამსახურში

ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სამსახურში

1990 წლეს მეცნიერებმა დაამკვიდრეს ტერმინი ,, ემოციური ინტელექტი’’, მაგრამ მოგვიანებით ბიზნეს ლიდერებმა სრულიან შეუცვალეს კონცეფცია. ემოციური ინტელექტის მიხედვით წარმატებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ისეთი პიროვნული თვისებები როგორიცაა: სიმტკიცე და თვითკონტროლი.

ბევრჯერ დაწერილა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავზარდოთ თანამშრომლის EQ, მაგრამ დამქირავებლებმა უნდა მიიღონ უფრო სწორი გადაწყვეტილება და იფიქრონ არა EQ-ს გაზრდაზე არამედ  ისეთი თამანშრომელების დაქირავებაზე რომლებსაც უკვე აქვთ მაღალი EQ.

მაღალი EQ.-ს მქონე თანამშრომლები უკეთესად მუშაობენ გუნდურად და მარტივად ეგუებიან ცვლილებებს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დიპლომი ან სერთიფიკატი აქვს ადამიანს, თუ მას არ აქვს გარკვეული ემოციური ინტელექტი. თავის მხრივ მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილის კეთილმოწყობა და ტექნოლოგიური ინოცავიების დანერგვა.

დენიელ გოლმენმა თავის წიგნში ,,ემოციური ინტელეტი’’ წარმოადგინა ემოციური ინტელექტის 5 კატეგორია. თანამშრომლის დაქირავებამდე შეხედეთ რამდენად შეუძლია გამკლავება მოცემულ 5 კატეგორიასთან.

1.თვითშემეცნება – ადამიანს აქვს ჯანსაღი თვითშემეცნება, ის აცნობიერებს საკუთარ სისუსტეს და ძლიერ მხარეს, და ასევე იმას თუ როგორ მოქმედებს მისი ქცევა სხვებზე. ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული უნარები უკეთესად უმკლავდებიან კონსტრუქციულ კრიტიკას, მათგან განსხვავებით ვისაც ეს არ გააჩნია.

2.თვითრეგულირება – ადამიანი , რომელსაც აქვს მაღალი EQ საკუთარი ემოციების გამოხატვა და კონტროლი შეუძლია. რაც ეხმარებათ კომუნიკაციის დამყარებაში.

3.მოტივაცია-მაღალი ემოციური ინტელექტის ადამიანები არიათ თვით-მოტივირებულები. მათი მოტივაციის მთავარ წყაროს არ წარმოადგენს ფული. ისინი ძირითადად არიან რეალისტები და ოპტიმისტები, როდესაც ეჯახებიან იმედგაცრუებას და და ამბიციებს.

4.ემპათია-ემპათიურ ადამიანებს გააჩნიათ თანაგრძნობდა, ისინი ადვილად შეიცნობენ ადამიანის ბუნებას, რის მეშვეობითაც ამყარებენ ადამიანებთან არავერბალურ კომუნიკაციას. ამ უნარის მეშვეობით უზრუნველყოფს საუკეთესო მომსახურებას და არსებულ პრობლებეზე შესაბამის რეაგირებას.

5.სოციალური უნარი -ადამინები, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი სოციალური ინტელექტი მარტივად ამყარებენ კომუნიკაციას და მოიპოვებენ ნდობას. მათ სიამოვნებთ ხალხთან ურთიერთობა და პატივისცემენ

გარშემომყოფებს.

რამდენადაც მნიშვნელოვანია მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე თანამშრომლების დაქირავება, იმდენადვე საჭიროა რომ ლიდერებმა გონივრულად იმოქმედონ თავის თანამშრომლებთან, რათა დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნილებები.

თუ კი ადრე სამსახური აღიქმებოდა როგორც მხოლოდ შემოსავლის მიღების მექანიზმი და ადამიანები წლობით მუშაობდნენ ერთ კომპანიაში, დღეს უკვე დასაქმებულებს უნდათ უფრო მეტი ვიდრე მხოლოდ ,,ხელფასი’’. ახალგაზრდა თაობამ დაინახა რომ ძველმა, ტრადიციულმა მიდგომამ სამსახურის მიმართ არ გაამართლა, რადგან ისინი ხედავენ თავიანთ ასაკიან კოლეგებს, რომლებსაც უწევდათ გამკლავება მოულოდნელ განთავისუფლებებთან და სამუშაო ადგილით იმედგაცრუებასთან.

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მაღალი ემოციური ინტელექტი შეიძლება ჩანს ზედმეტად მაღალ სტანდარტად, აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას. EQ -ში ინვესტირება მოიტანს მეტ ჩართულობას, უკეთეს თანამშრომლობას და მეტ შესაძლებლობას წინსვლისკენ.

თარგმანა: ანა აბრამიშვილმა

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სინდრომი «მოულოდნელად»

რეალურად ჩვენი ცხოვრების ერთი პროცენტი წარმოადგენს წინააღმდეგობას, რომელიც გვირთულებს ცხოვრებას. ყველა ჩვენგანი ვიტანჯებით სინდრომით «მოულოდნელად». რამდენად ხშირად მოგისმენიათ შემდეგი სიტყვები? ის მოულოდნელად გარდაიცვალა ინფარქტით. მან ის მოულოდნელად მიატოვა. გარიგება მოულოდნელად

Print Friendly, PDF & Email

5 მნიშვნელოვანი რჩევა ბიზნესის ონლაინ ბრენდინგისათვის

გააკეთეთ საიტი თქვენი ფირმის შესახებ. კარგი იქნება თუ მასზე შესვლა მობილურის დახმარებითაც იქნება შესაძლებელი. მოერიდეთ პირადი საფოსტო  მისამართის გამოქვეყნებას ინტერნეტში. სპამერები აუცილებლად მიაგნებენ მას, სჯობს საიტზე კორპორატიული მისამართი დადოთ მაგალითად

Print Friendly, PDF & Email

ხელმძღვანელების 9 ქცევა, რომელთა გამო სამსახურს საუკეთსო თანამშრომლები ტოვებენ

გასაოცარია, მაგრამ ზოგიერთი ხელმძღვანელი ხშირად წუწუნებს იმაზე, რომ მათგან საუკეთესო თანამშრომლები მიდიან. რადგან ასეა, მათ მართლა აქვთ განგაშის მიზეზი, რამდენადაც ნებისმიერი კომპანიისთვის არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე საუკეთესო თანამშრომლების დაკარგვა. ეს

Print Friendly, PDF & Email

10 ყველაზე მნიშვნელოვანი და ყოველდღიურად გასახსენებელი საკითხი

1. მობილიზდი მხოლოდ იმაზე, რასაც მართლა აქვს მნიშვნელობა. არის კი სამზარეულოს მივიწყებული ნიჟარა სამყაროს დასასრული? გემახსოვრებათ მთელი ცხოვრება, რომ კაფეში შეხვედრილმა უცნობმა არ გაგიღიმათ საპასუხოდ? როცა ცუდ ხასიათზე ვართ, მიდრეკილება

Print Friendly, PDF & Email

წარმატებისა და ძალაუფლების მოპოვების 6 წესი

სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებული ცნობილი უმაღლესი ბიზნეს სკოლის პროფესორმა, მართვის სფეროს გურუმ – ჯეფრი პფეფერმა, გააკეთა იმ ძირითადი პოსტულატების ფორმულირება, რაც აუცილებელია ადამიანისთვის, რომელსაც სურს მაქსიმუმის მიღწევა დასახულ მიზნამდე გასავლელ გზაზე.

Print Friendly, PDF & Email

ბავშთა მოტივაციის მთავარი წყარო

რა არის ნინოს მოტივაცია შეასრულოს მათემატიკის დავალება? მათემატიკისადმი თანდაყოლილი სიყვარული? ალბათ, არა. მას გაუჩნდა მათემატიკასთან ურთიერთობის სურვილი, რაც მიიღო კარგი შედეგი. რა შეიძლება გახდეს ნინოს მათემატიკის დავალების შესრულების მოტივატორი? დედას

Print Friendly, PDF & Email