ემოციონალური ინტელექტი
3182 Views

ემოციონალური ინტელექტი

რა არის ემოციონალური ინტელექტი (EQ) და რით განსხვავდება ის ყველასათვის ცნობილი IQ-გან?
       IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) – პრაქტიკულად უცვლადია. IQ ადამიანის მიერ გროვდება 18 – 22 წლამდე და შემდეგ რჩება უცვლელი.
EQ – განვითარება შეიძლება მთელი ცხოვრება!

       საჭიროა არ ავურიოთ ერთმანეთში ემოციონალური ინტელექტი პიროვნულ თვისებებთან.
ადამიანის პიროვნება, მისი ხასიათის ნიშნები – ასევე უცვლელია. ხოლო მისი EQ  – არის კონკრეტული შესაძლებლობები და უნარები, რომლებიც შეიძლება შეითვისო და გამოიყენო საქმეში!
ემოციონალური ინტელექტი შეიძლება დავყოთ 5 სფეროდ:
1. შიდაპიროვნული სფერო
– საკუთარი თავის გაგება და მართვის შესაძლებლობა.
– განსაზღვრა “რას ვგრძნობ” და რატომ.
– რა გავლენას ახდენს ჩემი ქმედებები გარშემომყოფებზე.
– ასერტიულობა – საკუთარი გრძნობებისა და შეხედულებების ღიად გადმოცემა ისე, რომ სხვას არ მიაყენო შეურაცხყოფა.
– დამოუკიდებლობა – საკუთარი თავისთვის მიმართულების მიცემა, საკუთარ შეხედულებებზე დაყრდნობა და არა სხვების მითითებების ლოდინი.
– თვითპატივისცემა – საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა და პოზიტიური დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ.
– თვითრეალიზაცია – საკუთარი სურვილების თამამად მიყოლა და იმის კეთება რაც მოგწონს! საკუთარი პოტენციალის თამამად რეალიზება.
2. პიროვნებათშორისი სფერო
– სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და ურთიერთქმედება
– ემპათია – სხვების გრძნობების მიღება და გაგების შესაძლებლობა
– სოციალური პასუხისმგებლობა – სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა
– ურთიერთობების გაბმა და შენარჩუნების უნარი
3. მოძრაობა და მოქნილობა
– სინამდვილეზე რეალისტური შეხედულებები
– პრობლემების გადაჭრა მათი დადგომიდან გამომდინარე
– საგნების, მოვლენების ისე გაგება, როგორც არის (და არა ისე, როგორიც გვსურს ან როგორისაც გვეშინია).
– მოქნილობა – შეცვლილი სიტუაციის მიყოლა და საკუთარი აზრისა და გრძნობების შეთავსება ახალ პირობებთან.
4. სტრესთან გამკლავების უნარი
– სიმშვიდისა და კონცენტრაციის შენარჩუნება.
– კონსტრუქციულობა – პანიკისა და გართულების გარეშე.
– საკუთარი თავის რწმენა და შეუპოვრობა. 
– იმპულსების კონტროლი – ემოციებთან გამკლავება და გააზრებულად მოქმედების უნარი.
5. ცხოვრების აღქმის სფერო
– ოპტიმიზმი – დადებითი, რეალური მდგომარეობის შენარჩუნების უნარი.
– ცხოვრებით კმაყოფილების, გართობისა და ბედნიერების უნარი.
აი ასე გამოიყურება EQ-ს ძირითადი მახასიათებლები!
აქედან გამომდინარე შეიძლება განისაზღვროს სად არის თქვენი ძლიერი ან სუსტი მხარეები და შემდეგ სწორი მიმართულებით მუშაობის გაგრძელება!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1494 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like