ელონ მასკის 5 გრანდიოზული პროექტი

ელონ მასკის 5 გრანდიოზული პროექტი

წარმატებით აიღო სტარტი რაკეტა Falon 9-მ, რომლის გამოყენებაც იგეგმება სამომავლოდ მარსზე და მთვარეზე გასაფრენად. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ცნობილი ბინზნესმენისა და გამომგონებლის ელონ მასკის პროექტი კრიტიკის მიუხედავად რეალობად იქცა. ქვემოთ წარმოგიდგენთ ქარიზმატული გენიის 5 უდიდეს პროექტს, რომელიც ფანტაზიის საზღვრებს სცდება.

Space X

მასკის განცხადებით SpaceX – არის მისი მთავარი ,,შვილობილი’’ და კომპანია, რომელზეც ამყარებს ყველაზე დიდ იმედებს. დღესდღეობით Space X – ეს არის უმსხვილესი კერძო გადამზიდი რაკეტა კოსმოსური მგზავრობისთვის. ერთ-ერთ კონფერენციაზე ელონ მასკმა მოკლედ დაახასიათია ამ პროექტის მთავარი მიზანი, ეს არის – კაცობრიობის გარდაქმნა ,,ინტერპლანეტალურ არსებებად’’.კომპანია SpaceX დაარსდა 2002 წელს და მან განვლო ხანგრძლივი და მწვავე გზა იმისთვის რომ ყოფილიყო იმ სიმაღლეზე რა სიმაღლეზეც დგას დღეს. შექმნის დღიდან სწორედ ელონ მასკი იყო გენერალური დირექტორი და მთავარი ინჟინერი.

 

2006 წელს Falcon 1-ის პირველი გაშვება ავარიით დასრულდა. ამ მარცხის მიუხედავად SpaceX-მა მოიგო NASA-ს კონკურსი და მიიღო ჯილდო 396 მილიონი დოლარის სახით რაკეტა  Falcon-9-ის და მრავლჯერადი გამოყენების სატვირთო უპილოტო გადამყვანი Dragon-ის შექმნით.საბედნიეროდ ორივე პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და  SpaceX  აქცია ერთ-ერთ ლიდერად მსოფლიოში კოსმოსურ სეგმენტში. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მასკი გეგმავს მარსზე სატვირთო კოსმოსური ხომალდის გაშვებას და პირველ ექსპედიციას წითელ პლანეტაზე 2024 წელს.

Tesla

როგორც ცნობილია ელონ მასკი არის სერბი მეცნიერ ნიკოლა ტესლას საკმაოდ დიდი თაყვანისმცემელი. სწორედ ამიტომ, მის საპატივსაცემოდ დაარქვა მან თავის ავტომშნებელ და ენერგოკომპანიას Tesla. Tesla – ეს არის მასკის არანაკლებ ცნობილი პროექტი, რომელმაც შექმნიდან 15 წლის განმავლობაში შეძლო გამხდარიყო მსოფლიო ლიდერი ელექტრომობილების წარმოებაში. კომპანია, რომელმაც გამოუშვა 300 000 ავტომობილი მოახერა 29 მილიარდი დოლარის ბრუნვის მიღწევა, რითაც გადააჭარბა მსოფლიოს უმეტეს ავტომწარმოებლებს.

მასკი მიიჩნევს რომ ელექტროენერგიის მომავალი არც ისე შორსაა. მისი აზრით უახლოეს პერიოდში ავტომობილების უმრავლესობა ივლის ბატარეებზე, რომლებიც იმუშავებს მზის ენერგიაზე და კაცობრიობა საბოლოოდ შეძლებს ნავთობისგან თავის დაღწევას. როდესაც Tesla-მ 2006 წელს გამოუშვა მისი პირველი ელექტრო ავტომობილი საკმაოდ კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. თუმცაღა დღესდღეობით სწორედ ელექტრომანქანებზე ამყარებს იმედს ყველა უმსხვილესი კომპანია.

Hyperloop

2013 წელს ელონ მასკლმა შემოგვთავაზა სატრანსპორტო საშუალების მეხუთე სახეობა Hyperloop-ის სახით. მისი სიტყვებით ეს უნდა იყო რაღაც მსგავი თვითმფრინავ კონკორდის, რკინიგზნისა და საჰაერო ჰოკეის. პროექტმა მიიღი სახელწოება Hyperloop. Hyperloop წარმოადგენს ზებგერით მატარებელს, რომელიც გადაადგილდება მაგნიტის ძალით სპეციალურ ვაკუუმირებულ გვირაბში.

მასკის განცხადებით ახალი სახეობის ტრანსპორტი თვითმფრინავზე ორჯერ და მატარებელზე ოთხჯერ უფრო სწრაფია. Novate.ru-ს ინფორმაციით მისი საშუალებით მგზავრობის დრო ლოს-ანჯელესიდან სან-ფრანცისკომდე (550 კილომეტრი) შეადგენს არაუმეტეს ნახევარ საათს. ამ ტიპის ტრანსპორტი არ იქნება დამოკიდებული ავარიაზე, ამინდზე და საცობზე. იგი ივლის რეგულარული ინტერვალებით მეტროს მსგავსად. სამწუხაროდ ეს პროექტი ჯერ ბოლომდე არ არის რეალიზებული. დღესდღეობით იგი აშენებულია მხოლოდ ქალაქ ჰოუთორნსა და ლას-ვეგასში. Hyperloop -ის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 457 კმ/სთ-ს, რაც ნებისმიერ შემთხვევაში გაცილებით მეტია ვიდრე სხვა თანამედროვე სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე.

Neuralink

ელონ მასკი არის კლუბ ალარმისტების წევრი. მან არაერთხელ დაადასტურა, რომ თავს ვერ აღწევს მშფოთვარე აზრებს, იმის შესახებ რომ ხელოვნური ინტელექტი სამომავლოდ კაცობრიობას დიდ საფრთხეს შეუქმნის. ამის გარდა 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ მასკი უძღვება არანაკლებ უცნაურ საქმიანობას. ერთი წლით ადრე მან შექმნა პროექტი სახელწოდებით Neuralink, რომელიც გეგმავს ნეიროკომპიუტერული ინტერფეისის შექმნას. პროექტის მიზანია ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დაკავშირდება.

კომპანიის თავდაპირველ მისიას წარმოადგენდა ტვინის დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა: ეპილეფსია, დეპრესია და ა.შ. მოგვიანებით პროექტი  Neuralink გადავიდა ბევრად უფრო მასშტაბურ ამოცანებზე. მასკს სურს შექმას ისეთი ტექნოლოგია,რომელიც შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს გონებით მართონ კომპიუტერი ანუ შექმნას ერთგვარი ტელეპატიური სისტემა. ამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს საიდუმლოდ, ამიტომ ძალიან ცოტა ინფორმაციია ამის შესახებ.

The Boring Company

მასკი შთაბეჭდილებას ახდენს არა მარტო პერსპექტიული კოსმოსური, ასევე მიწისქვეშა მოგზაურობით. ამ მიზნით 2016 წელს დაარსა The Boring Company. პროექტი მიზნად ისახავდა მიწისქვეშა ხაზების შექმნას მაღალსიჩქარიანი ელექტრომანქანებისთვის (240 კმ / სთ მეტი). გამომგონებელმა ამ კომპანიის დაარსებით ერთგვარი ბრძოლა გამოუცხადა მეგაპოლისებში არსებულ საცობებს.

ჩანაფიქრის მიხედვით, უზარმაზარი ლიფტის მეშვეობით მოხდება მანქანების ჩაშვება მიწისქვეშა სისტემაში, სადაც ისინი შეძლებენ მაღალი სიჩქარით გადაადგილებას შუქნიშნების და საცობების გარეშე. 2018 წლის 19 დეკემბერს The Boring Company-იამ ოფიციალურად გახსნა პირველი გვირაბი ლოს-ანჯელესის ქვეშ, სადაც პირადად მასკმა გაირა Tesla-ს ელექტრომანქანით. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ მიწისქვეშა მაგისტრალზე შესაძლებელია გადაადგილება ნებისმიერი ავტომობილით, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც კი, ამისთვის საკმარიცია მათი აღჭურვა სპეციალური საბურავებით.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1522 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

გარდაიცვალა ელ-ფოსტის შემქმნელი რეი ტომლინსონი

პირველი ელექტრონული წერილი გაიგზავნა 45 წლის წინ. მისი გაგზავნა შესაძლებელი გახდა ელ-ფოსტის გამომგონებლის ცნობილი „ძაღლუკას“ იგივე “@” – სიმბოლოს შემქმნელის რეი ტომლინსონის წყალობით. სამწუხაროდ, რეი ჩვენთან ერთად აღარ არის –

Print Friendly, PDF & Email

ნუ იცხოვრებთ სხვების ჭკუაზე

არაფერს იმდენი ადამიანი არ დაუღუპავს როგორც სოციალურ წნეხს. ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან, ხშირად გვევლინებიან დიდი წინაღმდეგობის და დარკოლების სახით, რადგან ისინი ჩვენი ინდივიდუალურობის გამოხატვის და თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას

Print Friendly, PDF & Email

პირადი ფინანსირებისა და სიმდიდრის 20 პრინციპი

1. თუ ფული არ გყოფნის – მოძებნე დამატებითი სამსახური. 2. ფულის გამომუშავება მარტივია – რთულია მათი შენახვა და რაოდენობაში გაზრდა. 3. ხშირად ადამიანები ცოტას შოულობენ იმიტომ, რომ არ აფასებენ თავიანთ

Print Friendly, PDF & Email

აი, ასე ხდებიან ჩემპიონები! წაუკითხეთ ეს სიტყვები საკუთარ თავს!

როცა მიზანი დასახულია, იცით რა გსურთ ცხოვრებისგან და მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხართ, გაითვალისწინეთ მხოლოდ ეს ერთი რამ: ნურასოდეს დაელოდებით როდის შენიშნავს საზოგადოება თქვენს მნიშვნელოვნებას, როდის დაგამოტივირებთ ვინმე და როდის გეტყვიან —

Print Friendly, PDF & Email

ონლაინ სესხები დოკუმენტების გარეშე – ისარგებლე საუკეთესო შეთავაზებით

თანამედროვე სამყაროში ხშირად ჩნდება მოულოდნელი ფინანსური პრობლემები, რომლის მოსაგვარებლად საჭიროა დამატებითი ფინანსები. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს, როდესაც ფული სასწრაფოდ გჭირდებათ? რომელ საკრედიტო კომპანიას უნდა მიმართოთ თანხის მისაღებად? ყოველდღიურად, უამრავი

Print Friendly, PDF & Email

დენ ვალდშმიდტი – 19 უკმეხად ნათქვამი «უნდა», რომელბსაც მიჰყავხართ წარმატებისკენ

1. თქვენ უნდა განახორციელოთ ზარი, რომლის განხორციელების გეშინიათ. 2. თქვენ უნდა ადგეთ იმაზე ადრე, ვიდრე გინდათ. 3. თქვენ უნდა გასცეთ მეტი, ვიდრე იღებთ. 4. თქვენ უნდა იზრუნოთ სხვებზე იმაზე მეტად,

Print Friendly, PDF & Email