ელექტროავტომობილებზე მოთხოვნის გაზრდამ საწვავის ფასზე იმოქმედა

ელექტროავტომობილებზე მოთხოვნის გაზრდამ საწვავის ფასზე იმოქმედა

ენერგეტიკის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ჩვენი დამოკიდებულება ბენზინსა და ნავთობზე შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო. მათი განცხადებით, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე მოთხოვნის ვარდნა მოსალოდნელია 2020 წლიდან.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგანეტოს (International Energy Agency) ახალი პროგნოზით დგინდება, რომ მსუბუქ ავტომობილებში ბენზინის გამოყენება კლებადი იქნება მომდევნო ხუთი წლის მანძილზე. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით კლება უმნიშვნელო იქნება: საერთაშორისო მოხმარების მაჩვენებელი 23 მლნ ბარელი ნავთობიდან 22,8 მლნ ბარელამდე შემცირდება 2020 წლისთვის. თუმცა, IEA-ს პროგნოზით ასევე ცნობილი ხდება, რომ კლების შემდეგ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა დაფიქსირდება, რაც მინიმუმ 2040 წლამდე გაგრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე მოთხოვნის კლება ძალიან დაბალია და მხოლოდ 0,2%-ს შეადგენს, ეს მაინც სწორი მიმართულებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა.

საინტერესოა და უნდა აღინიშნოს, რომ IEA-ს პროგნოზი გაცილებით პოზიტიურია ნავთობის მწარმოებლებისთვის, ვიდრე ზოგიერთი სფეროსშიდა შეფასებები. მაგალითად Shell-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნავთობზე საერთო მოთხოვნამ მაქსიმუმს შესაძლოა ხუთ წელიწადში მიაღიწოს. თუმცა IEA-ს თვლის, რომ სხვა ტიპის დამუშავებულ საწვავზე მოთხოვნა, მაგალითად როგორიცაა რეაქტიული ძრავებისთვის განკუთვნილი საწვავი და დიზელი, ზრდადი ინქება.

IEA-ს აღმასრულებელი დირექტორი ფატიჰ ბიროლი მის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში აცხადებს, რომ 2030 წლისთვის, მსოფლიოს ავტომობილების თითქმის ორი მესამედი იქნება ელექტრომობილი.


ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, რომ ელექტრომობილზებზე მოთხოვნის ზრდა და ნავთობის მოხმარების კლება ძალიან სწრაფი არ იქნება, თუმცა მიმდინარე წელს აშშ-ში იგეგმება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრივ მთლიანად ელექტრომობილებზე გადასვლა.

IEA-ს ანგარიშის მთავარი მიზანი სწორედ ამ პროცესის სწრაფი ტემპით განვითარების შესძლებლობის ხელშეწყობაა, რადგან ეს არის ძირითადი ამოცანა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისთვის.

გარემოს ეკოლოგიური დაბინძურებისგან დაცვა ნამდვილად უნდა გახდეს ყველა სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი და მთავრობებმა აუცილებლად უნდა წაახალისონ ელექტრომობილების მფლობელები.

წყარო: http://econet.ru

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1501 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ