ეფექტური კომუნიკაციის რაობა და ნაირსახეობები

ეფექტური კომუნიკაციის რაობა და ნაირსახეობები

კომუნიკაცია არის კომპლექსური ორმხრივი პროცესი, რომელიც მოიცავს შეტყობინების კოდირების, გადაცემისა და გაშიფრვის პროცესს.
ეფექტური კომუნიკაცია საჭიროებს კარგ კომუნიკატორს, რომელიც თავის შეტყობინებას წარმოდგენილ აუდიენციას ნათლად და ეფექტურად გადასცემს. კომუნიკაციას დიდი როლი ენიჭება ადამიანებს შორის ურთიერთობაში.

არსებობს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია:
ვერბალური კომუნიკაცია ინფორმაციის სიტყვიერი გადაცემის გზაა. იმისათვის, რომ მივიპყროთ მოსაუბრის თუ ფართო აუდიენციის ყურადღება, საჭიროა ვერბალური კომუნიკაციის შემდეგი საშუალებების გათვალისწინება:

  • საუბრის ეფექტურად დაწყება;
  • საუბრის მანერა – ხმის ტემბრი და სიმაღლე, ხმის ინტონაცია (თბილი, ცივი), ტემპი
  • (მონოტონური, დინამიური) და ა.შ.
  • ცხოვრებისეული ან ფაქტებზე დაყრდნობილი მაგალითების მიწოდება;
  • სიტყვებისა და ფრაზების მრავალჯერ გამეორების თავიდან აცილება;
  • ერთი თემიდან მეორეზე ლოგიკური გადასვლა;
  • შესატყვისი ლექსიკონის გამოყენება.

არავერბალურ კომუნიკაციას ისეთივე დიდი დატვირთვა აქვს კომუნიკაციის პროცესში როგორც ვერბალურს.

კომუნიკაციის არავერბალური საშუალებებია:

  • ჟესტიკულაცია – ხელების, ფეხების, თავის და სხეულის მოძრაობები;
  • შეხება – ხელის ჩამორთმევა, მხარზე ხელის დადება და ა.შ.
  • მსუბუქი გამომხატველობითი მოძრაობები – წარბების შეკვრა, გრიმასები, ღიმილი, ტუჩების კვნეტა და ა.შ.
  • მხედველობითი კონტაქტი;
  • ფიზიკური დისტანცია – არსებობს 4 ტიპის დისტანცია:

ინტიმური: 0-45 სმ, ახლო ემოციური კონტაქტის შემთხვევაში;
პერსონალური : 45-120 სმ, ნორმალური კომუნიკაციის დროს;
სოციალური: 120-360 სმ, ოფიციალური შეხვედრების ან საქმიანი ურთიერთობების შემთხვევაში;
სახალხო: 360 სმ-ზე მეტი, მიტინგების და კონფერენციების დროს.

  • პოზა – რა მანერით ზის, დადის ან დგას ადამიანი;
  • პარალინგვისტური ხმები: ტირილი, სიცილი, ჩურჩული, ხველა და ა.შ.;
  • საუბრის მანერა – ხმის ინტონაცია (თბილი, ცივი), ტემპი (მონოტონური, დინამიური), ნათქვამი
  • სიტყვები (ნერვიულად, მძიმედ, ადვილად, დაგვიანებით და ა.შ.);
  • გარეგნული მახასიათებლები – სახე, თმები, სხეული, ჩაცმულობა, სქესი და ა.შ.

არსებობს ცალმხრივი და ორმხრივი კომუნიკაცია:
ცალმხრივი კომუნიკაციის დროს მხოლოდ ერთი ადამიანი საუბრობს. ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებას: შეკითხვების დასმას, საკუთარი მოსაზრების გამოთქმას, დისკუსიას.

ორმხრივი კომუნიკაცია გულისხმობს ინტერაქტიული კომუნიკაციის პროცესს. ამ შემთხვევაში კომუნიკაციის პროცესში ჩართულია როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, რაც აადვილებს და უფრო გასაგებს ხდის მოწოდებული ინფორმაციის აღქმის პროცესს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

თანამედროვე რეკლამის 10 ამოცანა

1. ანონსი — ამ შემთხვევაში რეკლამამ მასას უნდა აცნობოს ახალი კომპანიის, საქონლის და ა.შ. შექმნა. ყველაფერი ახალი იზიდავს ყურადღებას. საქონლის გასაყიდად საჭიროა ჯერ მის შესახებ შეტყობინება. ყველაფერი უნდა მოხდეს თანმიმდევრობით.

ფსიქოლოგია

ადამიანების დარწმუნებისა და მართვის 9 საიდუმლო მეთოდი

1. ფრეიმინგი ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება პოლიტიკაში. ფრეიმინგის ყველაზე პოპულარული მაგალითია – გადასახადი მემკვიდრეობაზე. პოლიტიკოსები, რომლებიც ამ გადასახადის წინააღმდეგ გამოდიან, მას სიკვდილზე გადასახადს ეძახიან. სიტყვა „სიკვდილი“-ს გამოყენება „მემკვიდრეობის“ ნაცვლად, იწვევს

პიარი და ბრენდინგი

PR სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბის 10 სფე­რო კატ­ლი­პის მი­ხედ­ვით

1. წე­რა და რე­დაქ­ტი­რე­ბა მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის (რო­გორც ბეჭ­დვი­თი, ისე სიტ­ყვი­ე­რი) ინ­ფორ­მა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა (ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი შე­ნიშ­ვნის); თე­მა­ტუ­რი სტა­ტი­ე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი­სა და ში­და აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი­სათ­ვის; წე­რი­ლე­ბი და შე­ნიშ­ვნე­ბი (ცნო­ბე­ბი ვებ-ქსე­ლი­სა