8 რჩევა, რომელიც ჩვენს სამუშაო სიას ეფექტურს გახდის
1331 Views

8 რჩევა, რომელიც ჩვენს სამუშაო სიას ეფექტურს გახდის

– შეცვალეთ თქვენი ჩვევები იმისათვის, რომ დაიკავოთ აქტიური პოზიცია, იყავით რეაქტიული პრიორიტეტების მიღწევაში… და აკონტროლეთ დრო.

– პრიორიტეტები ძალზედ მნიშვნელოვანია. ბევრი ჩვენგანი დამნაშავეა, იმაში რომ ჩვევად გვაქვს სრაფ საქმეზე რეაგირების დაგვიანება, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმნიშვნელო საქმეს, ხოლო მნიშვნელოვანი უპასუხოდ გვრჩება.

იფიქრეთ ამის შესახებ რომ: მნიშვნელოვანი საქმიანობა პრიორიტეტული უნდა იყოს, რადგან მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი მიზნების მიღწევაში, მას აქვს გრძელ ვადიანი ეფექტი. სასწრაფო საქმეებს, როგორ წესი მოკლე ვადიანი ხასიათი აქვთ ხოლმე, ისინი არ უკავშირდებიან ჩვენს მიზნებს. მაგრამ, მოითხოვენ დროს შესასრულებლად.

– არსებობს მუდმივი დაძაბულობა სასწრაფო და მნიშვნელოვან საქმეებს შორის.

მნიშვნელოვანი საქმეები იშვიათად კეთდება, ხოლო სასწრაფო საქმეები – თითქმის ყოვეთვის. აუცილებელია ვიცოდეთ თუ როგორ შევარჩიოთ პრიორიტეტები სწორად, რომ ჩვენი ხედვა, მიზანი და სურვილი ეფექტურად დაკმაყოფილდეს.

– ნუ მიანიჭებთ პრიორიტეტს იმას, თუ ვინ მოგცათ თქვენ სამსახური; საკუთარი თავი შეუსაბამეთ მნიშვნელოვან და სასწრაფო საქმეებს. უმეტესი რიცხვი ადამიანებისა დროს არ ანიჭებს პრიორიტეტს. ისინი ჩვეულებრივად რეაქტიულები არიან და იჩენენ ძალისხმევას, რომ იყვნენ უფრო აქტიურებიც.

– რამდენი დრო დაგჭირვებიათ იმისათვის, რომ შეგეცვალათ თქვენი ჩვევები – უფრო მეტად ეფექტურ პრიორიტეტებზე? აქ არის მოცემული 8 რჩევა, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიუად:

  1. შეადგინეთ სამუშაო სია. პრიორიტეტული ჩანიშვნები და სიის ჩამონათვალი დაგეხმარებათ მრავალი ამოცანის ამოხსნაში.
  2. განსაზღვრეთ პრიორიტეტები ყოველდღიურ გეგმაში. ყოველდღიური სიიდან ამოიღეთ ან შეამცირეთ არაპროდუქტიული ამოცანები, რომ გაგინთავისუფლდეთ ადგილი პროდუქტიული ამოცანებისთვის.
  3. შეისწავლეთ დროის ენერგოეფექტურობა. დაგეგმეთ სამუშაო პრიორიტეტი მაშინ, როცა ხედავთ რომ მომატებულია ენერგოეფექტურობა.
  4. დღის დასაწყისში გადაახარისხეთ თქვენი წერილები და სწრაფად შეარჩიეთ ნაგვის ყუთში ჩასაგდები იმ ჩამონათვალიდან, რომ მთელი დღე მის თვალიერებაში არ გაგივიდეთ.
  5. გაიმარტივეთ ელ. ფოსტა. საჭიროების შემთხვევაში სთხოვეთ ადამიანებს, რომ გამოგიგზავნონ თქვენვის უფრო პრიორიტეტული წერილები. თქვენიდანაც გააგზავნეთ მხოლოდ ეფექტური წერილები.
  6. ჩამოწერეთ მიზნები მანამდე, სანამ ვინმეს დაურეკავთ იმისათვის, რომ თქვენი კომუნიკაცია სწრაფი და უფრო ეფექტური გახდეს.
  7. წაიკითხეთ და შეისწავლეთ ახალი ამბები, სტატიები, წიგნები. წაიკითხეთ მხოლოდ ის რაც ღირებულია.
  8. შეადგინეთ დღის წესრიგი და მიადევნეთ მას თვალი ყოველი შეხვედრისას. თუ თქვენ არ ხართ შეხვედრის ორგანიზატორი, მაშინ იხელმძღვანელეთ, შეიმუშავეთ სამოქმედო მიზნები.

სულ ბოლოს, თქვენი სამუშაო სია დაყავით 4 კატეგორიად იმისათვის, რომ გამოირიცხოს ხელის შემშლელი ფაქტორები და სია არ გადაიტვირთოს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1494 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like