ებრაული სიბრძნის გამონათქვამები

ებრაული სიბრძნის გამონათქვამები

ერის ძარღვი მის გონებამახვილურ ანდაზებშია. ყველა ერს თავისი გზა და მსოფლმხედველობა აქვს, რაც ხალხურ შემოქმედებაში გამოიხატება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა გავეცნოთ სხვა ცნობიერების მქონე ადამიანთა კულტურას. B2P.GE-მ შეაგროვა რჩეული ანდაზები და გამონათქვამები, რომელბშიც კარგად ჩანს განსაკუთრებული ებრაული ხიბლი.

  1. ადამი — პირველი იღბლიანი კაცი, რომელსაც არ ჰყავდა სიდედრი;
  2. თუკი პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ფულით, მაშინ ეს პრობლემა არ არის, ეს ხარჯია;
  3. ღმერთმა ადამიანს მისცა ორი ყური და ერთი პირი იმისათვის, რომ მეტი მოისმინოს და ნაკლები ილაპარაკოს;
  4. ღმერთმა დაგიფაროს სულელი ქალებისგან, კარგებისგან თავად გაიქეცი!
  5. შევიდა ღვინო — გამოვიდა საიდუმლო;
  6. ყველა ფულის უქონლობაზე წუწუნებს, ჭკუის უქონლობაზე კი არავინ;
  7. თხის წინიდან გეშინოდეს, ცხენის უკნიდან, სულელის – ყველა მხრიდან;
  8. სტუმარს და თევზს სამი დღის შემდეგ სუნი ასდის;
  9. ორს არ სჯერავს შენი სიკვდილის: ვისაც უყვარხარ და ვისაც ეზიზღები;
  10. ცოდნა დიდ ადგილს არ იკავებს;
  11. ღმერთო! დამეხმარე ფეხზე დადგომაში — დაცემა თავადაც შემიძლია;
  12. როცა საკეთებელი არაფერია, იწყებენ დიადი საქმეების კეთებას;
  13. ვისაც შვილები არ ჰყავს, შეუძლიათ მათი კარგად აღზრდა;
  14. სიცილით სიკვდილი სჯობს შიშით სიკვდილს;
  15. გამოცდილება — ეს არის სიტყვა, რომელსაც ადამიანები საკუთარ შეცდომებს ეძახიან;
  16. ჭაღარა — სიბერის ნიშანია და არა სიბრძნის;
  17. დაბერებისას ადამიანი ხედავს ცუდად, მაგრამ მეტს;
  18. ადამიანმა უნდა იცხოვროს ცნობისმოყვარეობის გამო მაინც;
  19. ორი სიავისგან პესიმისტი ირჩევს ორთავეს;
  20. ყრუს ესმოდა რას ყვებოდა მუნჯი, რას ხედავდა ბრმა, კოჭლი როგორ გარბოდა სწრაფად;
  21. როცა შინაბერა თხოვდება, ის მაშინვე ახალგაზრდა ცოლი ხდება;
  22. მშობლები შვილებს ლაპარაკს ასწავლიან, შვილები მშობლებს გაჩუმებას;
  23. ფულთან ერთად ისე კარგი არ არის, როგორც მათ გარეშე ცუდად ყოფნაა;
  24. თხას წვერები ვერ აქცევს რაბინად;
  25. შორიდან არავინ არის ცუდი;
  26. შეიძლება კვერცხები ქათმებზე ბევრად ჭკვიანები არიან, მაგრამ ისინი მალე ლაყდებიან;
  27. ქაშაყი ჰყოფნის ათ ადამიანს, ქათამი მხოლოდ ორს;
  28. ჯერ არ დაბადებულა ცხენი, რომლითაც შეიძლება საკუთარ ახალგაზრდობას დაეწიო;
  29. მამაკაცები უფრო ბევრს გააკეთებდნენ, ქალები რომ უფრო ცოტას ლაპარაკობდნენ;
  30. კარგად დუმილი უფრო რთულია, ვიდრე კარგად საუბარი;
  31. ცუდი ცოლი — წვიმაზე უარესია: წვიმა სახლში გაგდებს, ცუდი ცოლი კი სახლიდან;
  32. სამყარო გაქრება არა იმის გამო, რომ ბევრი ადამიანა, არამედ იმის გამო, რომ ბევრი არაადამიანია.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნეს-გენიოსების გამონათქვამები ბიზნესის შესახებ

“ფინანსური წარმარტებისთვის არაფერია იმაზე მეტი დანაშაული, ვიდრე კარგი იდეის მოფიქრება და შემდეგ მისი განუხორციელებლობა” – დონალდ ტრამპი, ამერიკელი ბიზნესმენი, მილიარდერი, უძრავი ქონების მსხვილი მფლობელი, მედიამაგნატი. “ბიზნესის სამყაროში არსებობს შემოსავლის ორი

Print Friendly, PDF & Email

მაჰათმა განდი: 5 გაკვეთილი, რომლებიც მას ცხოვრებამ ასწავლა

1. შეიცვალეთ «თქვენ უნ და იყოთ ის ცვლილება, რომლის დანახვაც გსურთ სამყაროში». თუ ჩვენ ცვლილებები გვინდა, თავად უნდა ვიყოთ ამის მაგალითი. თუ თქვენ გამოგივათ, ადამიანები თავად წამოგვყებიან. ნებისმიერს შეუძლია წარუმატებლობაში

Print Friendly, PDF & Email

ალბერტ აინშტეინის ცხოვრებისეული 31 გაკვეთილი

ალბერტ აინშტეინმა, როგორც დიდმა ფიზიკოსმა, მთელი რიგი რევოლუციური ფიზიკური თეორიების შემქნმელმა და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის შემქმნელმა კაცობრიობის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვა. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ეს შესანიშნავი მეცნიერი იყო

Print Friendly, PDF & Email

ქაღალდის გველი (ავი არდო)

ერთხელ ადამიანმა ქაღალდისგან გველი შექმნა. ძალიან კარგი გამოვიდა ნამუშევარი: დიდი, ჭრელი, ნამდვილისგან ვერ გაარჩევდი. ძალიან უყვარდა ადამიანს თავისი ქმნილება და უფრთხილდებოდა. ერთხელაც გველი გაცოცხლდა. ამოისუნთქა, მიმოიხედა ინტერესით და ადამიანს სთხოვა:

Print Friendly, PDF & Email

როგორ განვსაზღვროთ ჩვენი ცხოვრების მიზანი

ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში მისი დანიშნულების განსაზღვრა დაუჯერებლად რთული საქმეა და ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვინც დაინტერესებულია ფსიქოლოგიით და სწავლობს ფილოსოფიის ტრაქტატებს. ამ დროს ცხოვრების მიზნის მნიშვნელობა და დანიშნულება ჩვენშია.

Print Friendly, PDF & Email

ერთი პრინციპი, რისგანაც ჩნდება წინააღმდეგობები ჩვენს ცხოვრებაში

არსებობს გარკვეული წონასწორული მდგომარეობა, როგორც ერთი ადამიანის შინაგან სამყაროში, ასევე მის ოჯახში, სამეგობროში, სანათესაოში და ნებისმიერ საერთო ინტერესებით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფში და ამ წონასწორულ მდგომარეობას ფსიქოლოგები წონასწორულ პრინციპს ეძახიან. ამასთან, ყველასათვის

Print Friendly, PDF & Email