ებრაელი ექიმი და ამერიკელი იურისტი

ებრაელი ექიმი და ამერიკელი იურისტი

ებრაელი ექიმი ვერ შოულობდა სამსახურს ამერიკის საავადმყოფოებში, ამიტომ გადაწყვიტა გაეხსნა თავისი პატარა კერძო კლინიკა. დასვენების წინ, მან კლინიკასთან განათავსა შემდეგი სარეკლამო დაფა: «იმკურნალეთ $20-ად და ჩვენ დაგიბრუნებთ $100, თუ არ განიკურნებით».
ამერიკელმა იურისტმა გადაწყვიტა, რომ ეს არც თუ ისე ცუდი გზა იყო 100 დოლარის გამოსამუშავებლად და კლინიკაში შევიდა.

შედგა შემდეგი სახის დიალოგი:

იურისტი: «მე გემოს შეგრძნება დავკარგე».

ექიმი: «დაო, მოიტანეთ წამალი №22 ყუთიდან და პაციენტს ჩააწვეთეთ პირში 3 წვეთი».

იურისტი: «ფუ! ეს ხომ ნავთია!»

ექიმი: «გილოცავთ, თქვენ გემოს შეგრძნება დაგიბრუნდათ. თქვენზე 20$-ია».
გაღიზიანებულიმა იურისტმა გადაიხადა თანხა, მაგრამ დაბრუნდა რამოდენიმე დღის შემდეგ ფულის დასაბრუნებლად.

იურისტი: «მეხსიერება დავკარგე, ვერაფერს ვერ ვიხსენებ».

ექიმი: «დაო, მოიტანეთ წამალი №22 პაციენტს ჩააწვეთეთ პირში 3 წვეთი».

იურისტი (უკმაყოფილოდ): «ეს ხომ ნავთია. ეგ პირველად რომ მოვედი მაშინ ჩამაწვეთეთ».

ექიმი: «გილოცავთ, თქვენ მეხსიერება დაგიბრუნდათ. თქვენზე 20 დოლარია».
გაცოფებულმა იურისტმა გადაიხადა ფული, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მაინც დაბრუნდა, რათა მოეხერხებინა 100 დოლარის მიღება.

იურისტი: «მე მხედველობა დამიქვეითდა. ფაქტიურად ვერაფერს ვერ ვხედავ».

ექიმი: «სამწუხაროდ ასეთი დაავადების სამკურნალო წამალი არ მაქვს. ინებეთ თქვენი 100 დოლარი».

იურისტი (როცა ბანკნოტს დახედა): «ეს ხომ 20 დოლარია და არა 100!».

ექიმი: «გილოცავთ, თქვენ მხედველობა დაგიბრუნდათ. თქვენზე 20 დოალრია».

ავტორი უცნობია.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რატომ არ უნდა ეძებოთ გარანტიები ცხოვრებაში?

გეთანხმებით, კარგია ოცნება მშვიდ, ბედნიერ, აწყობილ და წარმატებულ ცხოვრებაზე, სადაც ყველაფერი გარანტირებულად გვაქვს, მაგრამ….. აქ გვაქვს ერთი დიდი მაგრამ! ცხოვრებაში გარანტიები არ არსებობს არაფერში! ის, რაც შეიძლება დღეს გვაქ, ხვალ

Print Friendly, PDF & Email

მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ ოჯახს

ერთხელ, ერთი კაცი გვიან დაბუნდა სახლში. როგორც ყოველთვის დაღლილი და გაღიზინებული. ხედავს, რომ კარში ელოდება ხუთი წლის ვაჟი. — მამა, შეიძლება რაღაც გკითხო? — რა თქმა უნდა, რა მოხდა? —

Print Friendly, PDF & Email

5 ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი, რომლებიც ცვლიან თქვენს ქცევას

ეს 5 ფსიქოლოგიური ეფექტი თქვენი ვიზა იქნება ადამიანის ტვინის ფუნქციონირების საიდუმლო სამყაროში შესასვლელად: 1. თქვენ სხვებს უფრო მეტად მაშინ მოსწონხართ, როცა შეცდომებს უშვებთ ის, ვინც არასოდეს არ ცდება, ნაკლებად გვესიმპატიურება,

Print Friendly, PDF & Email

8 რჩევა დამაჯერებლად საუბრისთვის

1. ისწავლეთ ადამიანებთან საუბარი. თქვენი იდეები ან მოსაზრება ყოველთვის ვერ იქნება სხვებისთვის მისაღები, მაგრამ ამაში უცნაური არაფერია. გაახმოვანეთ ისინი, გამოხატეთ საკუთარი მოსზრება! ეს სამომავლოდ სითამამეს შეგმატებთ. 2. ნუ შეგეშინდებათ ხმამაღლა

Print Friendly, PDF & Email

რამდენიმე რჩევა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ წარმატების მისაღწევად

1. სამყაროს არ აინტერესებს  ხარ  სუსტი თუ არა.  არ  აღელვებს შენი გაუბედაობა. უბრალოდ ელოდება, რომ მისცე მას რაიმე ღირებული. სურს უბრალოდ დაგიმახსოვროს. ამიტომ იყავი ძლიერი, გაბედული, მიზანდასახული.გახდი განსაკუთრებული პიროვნება. 2.

Print Friendly, PDF & Email

პოზიტიური განწყობა წარმატებისთვის

გახსოვდეთ! კარგი განწყობა წარმატებული ცხოვრების საფუძველია. როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ დროს თქვენ ცხოვრების ძვირფას წუთებს კარგავთ. განწყობა ადამიანის ყველა სფეროზე მოქმედებს. პოზიტიური განწყობით თქვენ შეგიძლიათ მთები

Print Friendly, PDF & Email