ებრაელებში გავრცელებული ბავშვის აღზრდის 7 ბრძნული მეთოდი

ებრაელებში გავრცელებული ბავშვის აღზრდის 7 ბრძნული მეთოდი

ებრაელი მშობლების მხრიდან შვილის სიყვარული უსაზღვროა. ბავშვის ასეთი კულტი არცერთ ხვა ერში არ არის. ფიქოლოგებს შეუძლიათ ისაუბრონ მსგავსი დამოკიდებულების როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე, თუმცა, ფაქტია, რომ ებრაელი ბავშვები ყურადღებისა და სიყვარულის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან.

1. არ შეიძლება ბავშვს გაუჩინოთ კომპლექსები
ებრაელი დედა არასოდეს არ ეტყვის ბავშვს, რომ ის არის ცუდი. ის ეტყვის – როგორ შეიძლება ისეთ კარგ ბავშვს, როგორიც შენ ხარ, მსგავსი რამ გაეკეთებინა?

«ჩემ შვილს არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს ნაკლი» – ეს არის ებრაელი დედების პოზიცია. შესაძლოა ამ ნაკლს ისინი კი ხედავენ, მაგრამ ამის შესახებ სხვებთან არ ილაპარაკებენ.

2. გონივრული თავისუფლება
თანამედროვე ებრაული აღზრდის მეთოდები მოიცავს ორ, ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო რამეს: ბავშვის თავისუფლებას და მკაცრ მოთხოვნებს. ამ სტილი კარგად აღწერს შემდეგი მეტაფორა: ვცრელი, თავისუფალი ოთახი მყარი კედლებით.

ებრაულ ოჯახებში ბავშვები მშობლებთან სრულ თავისუფლებაში არიან და ყირაზე გადადიან, შეუძლიათ მამის პასპორტი დაჯღაბნონ დედის პომადით და ა.შ. ამის გამო მკაცრად არ ისჯებიან. მშობლებისთვის ბავშვის თავისუფლება სპეციალურ «აღზრდას» არ გულისხმობს, ეს არის ჰაერი, რომლის გარეშეც ვერ ისუნთქებ.

აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება იწყება მაშინ, როცა ბავსვი დაუშვებელ საქციელს ჩადის და ზღვარს გადადის. ებრაულ ოჯახში ესმით, რომ დედის სუნამოს კატისთვის დასხმა შეიძლება, ხოლო ბებიასთვის თავში ჩარტყმა კატეგორიულად გამორიცხულია.

3. ბავშვის შექება ნებისმიერი მიზეზით
ებრაელი დედა ყოველთვის აქებს თავის შვილს. ეს ქება იწყება ბავშვის დაბადების დღიდან. ებრაელი დედა აღფრთოვანებაში მოდის შვილის ძალიან მცირედი წარმატებითაც კი – მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ეს. ამის შესახებ ყველა მეგობარეი და ახლობელი გაიგებს და რაც მთავარია, ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მას ყველას თანდასწრებით აქებენ. თუ ბავშვის მიღწევები სერიოზულია, მშობლების, ოჯახისა და ახლობლების მხრიდან ხანგრძლივი ქება და აპლოდისმენტები გარდაუვალია.

4. საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ებრაელებს სჯერათ, რომ ყველაზე უმნიშვნელო სიტყვა, რომელიც წამოსროლილი იქნება დაუფიქრებლად და ქცევა, რომელიც ჩადენილი იქნება გაუაზრებლად მშობლების მხრიდან ბავშვის თანდასწრებით, გამოიწვევს შეუქცევად შედეგებს, ამიტომ, თავისი ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მიდგომით საკუთარი ნათქვამის ან ნამოქმედარის მიმართ, ებრაელი მშობლები ყოველთვის კარგ მაგალითს აძლევენ შვილებს.

5. ოჯახში არსებული სიყვარული და პატივისცემა — ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის გარანტიაა
ებრაული ტრადიციის მიხედვით ნებისმიერი ოჯახის საფუძველი არის ცოლი და ქმარი – დედა და ამამა. ამიტომ, ბავშვებს პატარაობიდანვე უნდა ასწავლონ ის, რომ პირველ ადგილზე ყოველთვის დგას დედის მხრიდან მამისადმი ყურადღება და პირიქით.

თუ ბავშვი გაითავისებს, რომ მისი მშობლები პირველ რიგში ერთმანეთისთვის ცხოვრობენ, დარწმუნდება, რომ მათი ურთიერთობები სავსეა პატივისცემით, სიყვარულით და ზრუნვით, ის თავს დაცულად იგრძნობს. გარდა ამისა, მშობლების მსგავსი დამოკიდებულება და ქცევა — მიბაძვისთვის კარგი მაგალითია. სწორედ ასეთი ურთიერთობების აწყობას შეეცდება ბავშვიც, როცა გაიზრდება და დაოჯახდება.

6. მშობლის როლის შესწავლა
მშობლის როლის შესწავლა და გათავისება ებრაულ ოჯახებში ჯერ კიდევ ბავშვის გაჩენამდე იწყება. როცა ქალი თხოვდება, ის უკვე მზად არის დედობისთვის, მას არ ასწავლიან «თავისთვის ცხოვრებას», მისი მთავარი მიზანია – სახლი და ოჯახი. თუ ოჯახური თანაცხოვრებისას დედობა და მამობა განიხილება ტვირთად, შეზღუდვად და დაბრკოლებად, მაშინ კარგი ბავშვის აღზრდა ძალიან რთული იქნება. როგორც ცნობილია, საითაც მიმართავ საკუთარ ძალებს, უკანაც იქედან მიიღებ.

წარმატებული, თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და ფეხზე მყარად მდგომი ბავშვების აღსაზრდელად ებრაელმა ბრძენებმა შეიმუშავეს აღზრდის მთელი სისტემა, რომელსაც ნებისმიერი მსურველი შესაძლებელია გაეცნოს სპეციალურ კურსებზე.

მსგავსი კურსები არსებობს სინაგოგებშიც და ებრაულ სკოლებშიც, მათ შორის არამარტო ისრაელში. წარმოგიდგენთ წარმატებული აღზრდის პირველ წესს – ის იწყება საკუთარი თავის აღზრდით და სწავლებით და ცალკე პროფესიების შეძენით: «ცოლი და დედა» და «ქმარი და მამა».

7. ბავშვებისთვის დროის სწორად გამოყენების სწავლება
ებრაელმა ბავშვებმა არ იციან რა არის სიზარმაზცე და უსაქმურად ქუჩაში ან ეზოში ხეტიალი: ვიოლინო, ინგლისური, მათემატიკა – ყველაფერი ერთდროულად და ბევრი. პატარაობიდანვე ბავშვებს აჩვევენ იყვნენ დაკავებული რაიმე საქმით – ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1501 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ