ძუნწი მილიონრები

ძუნწი მილიონრები

  1. გენიალურ ამერიკელ ფინანსისტს გენრიეტა ჰოულენდ რობინსონს ,,უოლსტრიტელ სატანას” ეძახდნენ. მაშინ როცა მისი ქონება 15 მილიარდ დოლარს ითვლიდა, მთელი ცხოვრება გათბობის ბატარეაზე გამთბარ ჭვავის ფაფებს ჭამდა და იაფფასიან ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდა (ეს იმის მიუხედავად იმისა, რომ მის საკუთრებაში ჩიკაგოს რამოდენიმე კვარტალი იყო). ორმოცი წლისა რომ გახდა, ცხელი წყლით და გათბობით სარგებლობაზე უარი თქვა. გამუდმებით ატარებდა ერთსა და იმავე შავ კაბას, რომელსაც არასოდეს რეცხავდა. უმეტესად ფეხით დადიოდა.
  2. როდესაც ჰეტი გრინის თოთხმეტი წლის შვილმა ნედიმ ციგურაობის დროს მუხლი დაიზიანა, დედამ ბიჭი სამკურნალოდ ღარიბთა უფასო საავადმყოფოში წაიყვანა, შემდეგ კი სულაც შინ წამოიყვანა – მე თვითონ ვუმკურნალებო. ბავშვს განგრენა დაეწყო და ფეხი მოჰკვეთეს. მულტიმილიონერის მემკვიდრემ მთელი ცხოვრება პროთეზებთან „იმეგობრა“ მხოლოდ იმის გამო, რომ დედამისმა რამდენიმე ასეული დოლარი ვერ გაიმეტა…
  3. გენრიეტა ჰოულენდ რობინსონი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყველაზე გავრცელებული ვერსიით მას თიაქარი დაუდგინეს, ოპერაციაზე უარი განაცხადა, რათა თუნდაც 150 დოლარი დაეზოგა. მეორე ვერსიით (რაც, სხვათა შორის, გინესის რეკორდების წიგნშია შესული), ჰეტი გრინი გარდაიცვალა აპოპლექსიკური დარტყმის სერიათა შემდეგ, რაც მერძევესთან ორიოდე პენსის გამო ჩხუბს მოჰყვა.
  4. ნავთობის მაგნატ ჯონ პოლ გეტის, რომლის ქონებაც 4 მილიარდი დოლარი იყო, სახლში ჩვეულებრივი ტელეფონების ნაცვლად ტაქსოფონები ჰქონდა. მის სტუმრებს რომ ტაქსოფონის მეშვეობით ზარი განეხორციელებინათ, საჭირო იყო მასში მონეტების ჩაყრა. ერთხელ მას უბედურება შეემთხვა: გაიტაცეს მისი საყვარელი შვილიშვილი და მოითხოვეს გამოსასყიდი – 17 მილიონი დოლარი. თავდაპირველად მან კატეგორიული უარი განაცხადა გამოსასყიდის გადახდაზე. მხოლოდ მაშინ, როცა მას გამოუგზავნეს შვილიშვილის მოჭრილი ყური, ის დათანხმდა 6-ჯერ ნაკლების, ანუ 2,7 მილიონი დოლარის გადახდაზე.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები. არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესმენები და მეწარმეები

ბობ პარსონსი – ცხოვრებისა და ბიზნესის 16 წესი

1. გამოდით თქვენი კომპფორტის ზონიდან და თავი შორს დაიჭირეთ მისგან როცა ჩვენ ვიმყოფებით საკუთარი კომფორტის ზონაში, არაფერი არ ხდება მნიშვნელოვანი. ადამიანები ხშირად ამბობენ: «ჩემთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა». ამაზე პასუხია: «სტაბილურობა მიცვალებულებისთვის

სიახლეები

რა უნდა ქნათ, თუ კრედიტს ვეღარ ფარავთ?

ცხოვრებაში არსებობს სხვადასხვა სიტუაცია. გუშინ თუ ბანკში კრედიტი მიიღეთ, დღეს შეიძლება მისი გადახდა ვეღარ შეძლოთ. რა უნდა ქნათ ასეთ დროს? პირველ რიგში უნდა დამშვიდდეთ. არაფერი საშინელი არ მომხდრა. 1. არავითარ

სიახლეები

ერთი პრინციპი, რისგანაც ჩნდება წინააღმდეგობები ჩვენს ცხოვრებაში

არსებობს გარკვეული წონასწორული მდგომარეობა, როგორც ერთი ადამიანის შინაგან სამყაროში, ასევე მის ოჯახში, სამეგობროში, სანათესაოში და ნებისმიერ საერთო ინტერესებით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფში და ამ წონასწორულ მდგომარეობას ფსიქოლოგები წონასწორულ პრინციპს ეძახიან. ამასთან, ყველასათვის