ძლიერ სიცხეში გაძლების წესები: ამ რჩევების დახმარებით სიცხე საშიში აღარ იქნება!
1944 Views

ძლიერ სიცხეში გაძლების წესები: ამ რჩევების დახმარებით სიცხე საშიში აღარ იქნება!

ზაფხულის დამთგუნველი სიცხე არავის არ ინდობს! ტემპერატურულ რეკორდებს მიუჩვეველი ადამიანები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან ამ დროს. ალბათ გეცნობათ ეს მდგომარეობა, როცა ცხელი ჰაერი თითქოს სქელდება, თითქოს სუნთქვა შეუძლებელია, ოფლიანობ, აუტანელი წყურვილის გრძნობა გაქვს… ამის ფონზე საჭიროა მხნედ ყოფნა, მუშაობა, კარგი განწყობა! თუ ვერ იჯერებთ, რომ ეს შესაძლებელია გაუსაძლისი სიცხის დროს, გვინდა შემოგთავაზოთ რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ სიცხეში გრილად იყოთ! ისწავლეთ თავის გატანა ნებისმიერ პირობებში.

1. რა უნდა დალიოთ: სიცხეში საჭიროა სვათ რაც შეიძლება მეტი წყალი, იმაზე ორჯერ მეტი, რასაც ჩვეულებრვი სვამთ. არავითარი ყავა, ალკოჰოლი და ტკბილი, გაზიანი სასმელი — გული ისედაც დატვირთულია სიცხის დროს და არ არის საჭირო მისთვის ზედმეტი კრიტიკული ფაქტორების შექმნა. ცივი ლუდი სიცხეში უკუჩვენებას იძლევა! დაამსხვრიეთ ეს მითი და იცოდეთ: ლუდი იწვევს გაუწყლოებას, სიცხეში ამ სასმლის გამოყენება შეიძლება თქვენს ორგანიზმზე ძალიან ნეგატიურად აისახოს. წყლის გარდა შეგიძლიათ სვათ ჩაი, ლიმნიანი წყალი. სიცხეს ამარცხებს ვაშლი, იქონიეთ მუდამ წყალი და ვაშლი, სადაც არ უნდა იყოთ.

2. რა უნდა ჭამოთ: მიირთვით რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული, ხილი, კენკროვანი, მწვანილი. სჯობს საერთდ უარი თქვათ ფაფებზე, ცომეულზე, შემწვარზე და ცხიმიან საჭმელზე, ხორცზე, კონსერვებზე და დამარილებულ პროდუქტზე. ვეგეტარიანელებისთვის სიცხე პრობლემას არ წარმოადგენს! მათი მენიუ ყველაზე შესაფერისია ასეთი ამინდისთვის. პრინციპში, როცა ძალიან ცხელა ჭამაც არ გინდება განსაკუთრებულად. ამას თავისი დადებითი მხარეც აქვს, შესაძლებელია გახდომა ცხელი დღეების გამოყენებით!

3. რა უნდა ჩაიცვათ და რომელი აქსესუარი ატაროთ: მზის სათვალე — პირველი ხარისხის საჭიროების ნივთი მზიანი და ცხელი დღეებისთვის. ჩაიცვით მსუბუქი სამოსი, ღია ფერის ქსოვლის. ყურადღება მიაქციეთ მასალას, რომლითაც შეკერილია ტანსაცმელი: აირჩიეთ მხოლოდ ნატურალური ქსოვილი! ტილო, ბამბა, აბრეშუმი —საზაფხულო სამოსისთვის საუკეთესო არჩევანია. ნატურალური ქსოვილი ატარებს ჰაერს, იწოვს ნესტს და სხეულს ბუნებრივ ტემპერატურას უნარჩუნებს. სინთეტიკური ტანსაცმელი კი შეიძლება მზის დარტყმის მიზეზი გახდეს! სიცხის დროს გამოიყენეთ კოსმეტიკა და პარფიუმი მინიმალურად. ერთად-ერთი საშუალება, რომელიც ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, ეს არის მზისგან დამცავი საცხი – დაიცავით კანი პიგმენტაციისგან და ნაადრევი დაბერებისგან. ქვედა საცვალი: სიცხეში აირჩიეთ ნატურალური ქსოვილისგან შეკრილი კომპლექტი, რომლებიც მოძრაობის დროს დისკომფორტს არ ქმნის. შეარჩიეთ თავისუფალი და მოსახერხებელი ფეხსაცმელი. თავზე აუცილებელია ჭილის ქუდი ან კეპი, როცა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ იმყოფებით.

4. როდის უნდა გახვიდეთ ქუჩაში:  გარეთ გადით მხოლოდ დილით და საღამოს, შუადღეს შეეცადეთ სადმე ჩრდილში იყოთ. თან ატარეთ ღია ფერის ქოლგა, რომელიც მზისგან დაგიცავთ. სახლიდან გასვლის წინ მიიღეთ შხაპი. პულვერიზატორიანი ქილით იქონიეთ წყალი და შეისხურეთ დროდადრო ფეხბიდან დაწყებული სახით დამთავრებული, მათ შორის ტანსაცმელზეც – ეს გადასარევად აგრილებს! მოსახერხებელია ასევე საყინულეში ნამყოფი წყლის ბოთლის ტარება — ყინული ნელ-ნელა დადნება, ხელში კი გრილი სასმელი გექნებათ ფაქტიურად მთელი დღის მანძილზე. სველი ხელსახოცები — მათ გარეშე წარმოუდგენელია, არ დაგავიწყდეთ, რომ სულ თან უნდა იქონიოთ. მარაო და ცხვირსახოცი — სასიამოვნო აქსესუარები, რომელბიც დაგეხმარებათ სიცხის გადატანაში.

5. რა უნდა გააკეთოთ სამსახურში: სამუშაო ადგილთან ახლოს დადგით აკვარიუმი ან რაიმე, მსგავსი ზომის წყლიანი ჭურჭელი. აორთქლებული წყალი დაატენიანებს ჰაერს და სუნთქვ უფრო მარტივი იქნება. დიდფოთლიანი მცენარეებიც კარგი საშუალებაა სიცხის გადასატანად. პატარა ვენტილატორის მიმაგრება შეიძლება ყველგან, მთავარია სიცხის გადატანა! აქტიურად იმუშავეთ დღის პირველ ნახევარში, შუა დღეს თავს უფლება მიეცით დაისვენოთ — გადახურებული ორგანიზმი და ტვინი პროდუქტიული ვერ იქნება, ამიტომ, სჯობს გააკეთოთ ცოტა და ხარისხიანად.

6. რა უნდა გააკეთოთ სახლში: ხშირად მიიღეთ შხაპი. სიცხის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ სინათლის ამრეკლავი საშუალებები, მაგალითად ე.წ. ფალგა გააკრათ ფანჯრებზე. ასევე კარგი იქნება, თუ აბაზანის მუდმივად ცხელი გამათბობლის მილებს ასევე გადაახვევთ ფალგაში. გარშემო შეგიძლიათ გაფინოთ სველი პირსახოცები.
Life-ჰაკი მათთვის, ვინც გადაწყვიტა ველურად ეხუმროს სიცხეს: ძილის წინ სუფთა თეთრეული შედეთ საყინულეში. შემდეგ დაიგეთ საწოლზე და თქვენ დაგეძინებათ როგორც ჩვილ ბავშვს, იგრძნობთ სიგრილეს და კომფორტს.
გაითვალისწინეთ – ბავშვებს კიდევ უფრო სცხელათ, ვიდრე თქვენ! პატარას ორგანიზმს გაუწონასწორებელი ტემპერატურის დროს კიდევ უფრო მეტად შეუძლია მიიღოს მზის დარტყმა. შეეცადეთ ბავშვებს ზედმეტი სამოსი არ ჩააცვათ, ნუ მოარიდებთ ორპირს და გრილ იატაკს. ბავშვებიც ადამიანები არიან, მათაც ცხელათ. საჭიროა გახადოთ, რომ გრილად იგრძნონ თავი. შიგადაშიგ გრილი წყალი დაასხით ფეხებზე, ხელებზე. ასევე ყურადღება მიაქციეთ შინაურ ცხოველებს: თუ გაკრეჭა შეიძლება, აუცილებლად გაკრიჭეთ. წყალი და სველი ნაჭრით გაგრილება ცხოველებისთვის აუცილებელია, იყავით პასუხისმგებლიანი პატრონი. ზაფხული გვპირდება არ იყოს დაღლილი! გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს ეს რჩევები, რომ იცოდნენ როგორ იგრძნონ თავი მშვენივრად ნებისმიერ სიტუაციაში – აუტანელ სიცხეშიც კი!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like