გამონათქვამები ფინანსებისა და წარმატების შესახებ გამოცემული წიგნებიდან

გამონათქვამები ფინანსებისა და წარმატების შესახებ გამოცემული წიგნებიდან

– ან შენ მართავ ფულს, ან ის გმართავს. ან ვინმე სხვა გმართავს შენც და შენს ფულსაც.

– იცნობდე შენს ფულს. იქონიე წარმოდგენა, რამდენს ხარჯავ და რამდენს გამოიმუშავებ. რამოდენიმე ხნის მანძილზე ყველა ხარჯი ჩაიწერე დეტალურად.

– სიმდიდრის საფუძველი №1– შენი ხარჯები ნაკლები უნდა იყოს შენს შემოსავლებზე.

– სიმდიდრის საფუძველი №2 – ყველა დამატებითი შემოსავალი დააბანდე აქტივებში, რომლებიც პასიურ შემოსავალს მოგიტანენ.

– პირველი ნაბიჯი – თავდაჯერებულობის ფულადი რეზერვის შექმნა. გაამრავლე ყოველთვიური საშუალო დანახარჯების თანხა 4-5 თვეზე. ამ თანხის ქონა მუდმივად არის სავალდებულო (დეპოზიტზე, ქეშით)

გადადე ყოველთვიური შემოსავლის 10 %, სჯობს ფულის აღებისთანავე ბანკის ანგარიშზე გადაიტანო, ანგარიში დახურული იქონიე, რომ მასზე განთავსებული ფულის ხარჯვა ვერ შეძლო.
ეს 10 % ადვილი მოსაძიებელია თუ ყოველთვიურად ხარჯების ანგარიშის წარმოებას დაიწყებ. ნებისმიერი ადამიანის შემოსავლის დაახლოებით 30% იხარჯება უსარგებლო ნივთებზე.
იზრუნე შემოსავლის გაზრდაზე. ყოველთვე გააკეთე რამე იმისათვის, რომ შემოსავალი გაგეზარდოს 5 %-ით მაინც.
ყოველი გაზრდილი შემოსავლიდან ნახევარი დააბანდე, მეორე ნახევარი შეგიძლია სურვილისამებრ მოიხმარო – სიამოვნების მიღებაც საჭიროა.

– მეორე ნაბიჯი – დააბანდეთ ფული ისეთ აქტივებში, რომლებიც გესმით (თუ არ იცით გაერკვიეთ)

– აქციებში, ობლიგაციებში, პიფებში, ფორექსში ინვესტიციები – ეს იგივე კაზინოა, მხოლოდ კაიფის გარეშე.

– თავისუფლება – ეს არამარტო ფულის ქონაა, არამედ თავისუფალი დროის იმისათვის, რომ ფულით ტკბობა შესაძლებელი იყოს.

– დაქირავებული თანამშრომლისთვის თავისუფლების მოპოვება რთულია, ფრილანსერისთვის ცოტა უფრო მარტივი.

– ოპტიმალური არჩევანი თვითრეალიზაციისთვის, მაღალი შემოსავლის მიღებისა და თავისუფალი დროის ქონისთვის არის საკუთარი საქმის შექმნა – პროექტის, რომელიც გულიდან წამოსული იქნება და ადამიანებს დაეხმარება. ასეთი საქმის გამო ფულს ყველა გადაიხდის.

– მარტო ბევრ რამეს ვერ გააკეთებ. დღე-ღამეში 24 საათია. საჭიროა მეტი იმუშაო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გაიჭედები და ვერ შეძლებ.

– სხვა ადამიანების დროს + გონივრული დელეგირება + მუშა სისტემის შექმნა – წარმატების გასაღებია.

– ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭიროა ძალიან ცოტა ფულის ქონა. კმაყოფილებისთვის ცოტა უფრო მეტის. საქმისა და ადამიანებისთვის – რეალურად ბევრის. ყველაფერი დანარჩენი არის თამაში, ბედნიერების დევნა, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს.

ფულს ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობენ ისინი, ვისაც ფული არ აქვს. თან იმ რწმენით, რომ ფული იმის გამო არ აქვთ, რადგან არ იპარავენ.

– გაერკვიე ფულის მიმართ საკუთარ დამოკიდებულბებში. სანამ თავში უამრავი ხოჭო გყავს, ქვეცნობიერად ფულს შენგან განდევნი.

– სიმდიდრე იზომება თვეებით. რამდენ თვეს გაძლებ ჩვეულებრივ რეჟიმში თუ არ იმუშავებ?

– მილიონი დოლარი – ეს არ არის მიზანი. მიზანი არის – იყო, აკეთო, გქონდეს. ამ ამოცანების გადაჭრა კი ფულით მარტივია.

– ზემოთ ატანა გაცილებით რთულია, ვიდრე ქვევით ჩათრევა. თუ შენს გვერდით არიან ადამიანები, ვისაც ფულის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, არ სჯერათ საკუთარი თავის და არ აქვთ ოცნებები – შენც ძალიან მალე დაავადდები.

ყოველ დღე გადადგი ერთი ნაბიჯი კეთილდღეობის მისაღწევად. თუნდაც სულ პატარა ნაბიჯი!!! მთავარია გადადგი!!! ტენდენცია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ადგილი, საიდანაც შენ სტარტს იღებ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1488 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ