წლის ბოლომდე „დანქინ დონატს”-ის 14-მდე რესტორანი გაიხსნება
988 Views

წლის ბოლომდე „დანქინ დონატს”-ის 14-მდე რესტორანი გაიხსნება

„ვისოლ ჯგუფი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სოსო ფხაკაძის ინფორმაციით, “ვისოლ ჯგუფი” წელს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელეაბას აპირებს.

მისი თქმით, ინვესტიციები ძირითადად „დანქინ დონატსის”, „სმარტისა” და „ვენდისის” განვითარებას მოხმარდება, თავის მხრივ კი „ვისოლიც” გააგრძელებს განვითარებას, თუმცა უფრო მეტი ყურადღება ჯგუფის შემადგენელ ახალგაზრდა კომპანიებს დაეთმობა. მოხდება „დანქინ”-ის ობიექტების მშენებლობა და წლის ბოლოს დაახლოებით 12-14 რესტორანი იქნება.

„დანკინ დონატს”-ის ორი ფილიალი თბილისში ოფიციალურად იანვრის ბოლოს, ჭავჭავაძის გამზირსა და საბურთალოს ქუჩაზე გაიხსნა. თებერვლის ბოლოს კი ამერიკული რესტორნების ქსელის კიდევ ერთი რესტორანი, თავისუფლების მოედანზე, ლესელიძის ქუჩის კუთხეში უნდა გაიხსნას. მარტში კი დედაქალაქს მისი კიდევ ორი ფილიალი უნდა შეემატოს.

ამერიკული რესტორნების ქსელში 26 სახეობის დონატი, 4 მანჭკინი, 21-მდე სხვადასხვა დასახელების სენდვიჩებისა და არაერთი ტიპის ყავაა წარმოდგენილი.

ფხაკაძემ ასევე აღნიშნა, რომ ლარის დასტაბილურებისთვის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გამოსავალი ინვესტიციების ზრდა არის, თუმცა, მისივე თქმით, ეს მყისიერ რეაქციებს ვერ გამოიწვევს ბაზარზე.

ფხაკაძემ ასევე აღნიშნა, რომ მომწოდებლები როდესაც აძვირებენ პროდუქტს, ისინი იძულებულნი არიან ფასები გავზარდოთ. „ჯერ-ჯერობით, ჩვენ ვინარჩუნებთ ფასებს, პროდუქციის ძალიან დიდ ასორტიმენტზე, მაგრამ უახლოეს დღეებში ალბათ მოგვიწევს, რომ ფასები გავაძვიროთ, – ეს განცხადება მან გუშინ, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით გამოსავალს იპოვიდნენ.

ფხაკაძემ ასევე განმარტა, რომ აქამდე საწვავის ფასებს საერთაშორისო ბაზარზე ფასის კლება აბალანსებდა, სწორედ ამიტომ ფასების ზრდა არ შეეხო ნავთობპროდუქტებს, თუმცა თუ კიდევ გააგრძელებს ლარის კურსი ვარდნას, რაღაც ეტაპი იქნება, როდესაც ეს საერთაშორისო ფასით ვერ დაბალანსდება.

ავტორი: მარიამ მინაძე
Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like