დროულად წადით, დროულად მოიცილეთ, დროულად დატოვეთ

დროულად წადით, დროულად მოიცილეთ, დროულად დატოვეთ

დროულად წადით სახლში, მაშინაც კი, თუ იქ არავინ გელით. დროულად დატოვეთ ცეცხლოვანი გასართობი საღამო, მხიარული სტუმრები, უადგილო კავშირები და მავნე ჩვევებიც მოიცილეთ დროულად. დროულად მოიცილეთ ცუდი აზრები, მძიმე მოგონებები, ცუდი ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც ცუდ გავლენას ახდენენ თქვენზე და განგრევენ პიროვნულად.

1. მიეცით შანსი საკუთარ თავს და სხვას იყოთ იმასთან, ვისთანაც უკეთესად იგრძნობთ თავს – ვისთანაც უფრო კომფორტულად, მშვიდად იქნებით და იმ ფორმაში, რომელიც სჭირდება თითოეულ თქვენგანს. თუ ამ ყველაფრის მიცემა ერთმანეთისთვის არ შეგიძლიათ სხვადასხვა მიზეზის გამო, ნუ წაართმევთ ერთმანეთს მცდელობის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი სხვა ურთიერთობებში იპოვოთ.

2. ნუ იქნებით ძუნწი, ნუ წაართმევთ ნურც საკუთარ თავს და ნურც სხვებს ბედნიერების და ისე ცხოვრების შანსს, როგორც ეს გესმით და გსურთ. ყველა ჩვენგანი იმყოფება ევოლუციის საკუთარ წერტილში, მოძრაობს თავის რითმში, ასხივებს ენერგიას შეძლებისდაგვარად, ვიბრირებს თავის ტალღაზე და იღებს თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას. და თუ ვინმესთან რეზონანსზე წახვედით – ეს ნიშნავს, რომ ერთმანეთი იპოვეთ და აუცილებლად შეასრულეთ ერთობლივი ცეკვა. თუ მიიღეთ გაწელილი დისონანსი – ამით მიიღებთ გამოცდილებას. დაშორდით ამ ადამიანს და მადლობა უთხარით ერთად გატარებული დროისთვის. ნაკლებად სასურველი გადაწყვეტილებების მიღებისას დამატებით ნუ ჩართავთ მექანიზმს, რომელიც კიდევ უფრო დაგრთგუნავთ. საჭირო არ არის ზედმეტი განსჯა და კრიტიკა, რაც დამთრგუნველი იქნება თქვენი რეალური სურვილებისა და მისწრაფებებისთვის.

3. წადით დროულად და ნუ დატოვებთ თქვენი ცხოვრების სხეულზე ღრმა ნაიარევს, ნუ დააავადებთ თქვენს სულს დანაშაულის გრძნობის მძიმე ვირუსით – გრძნობით, რომელიც გწყვეტთ ცხოვრებას და საკუთარ თავს. ისე წადით, რომ არ დატოვოთ ნაიარევი არც საკუთარ და არც სხვის ცხოვრებაში.

4. დააფასეთ საკუთარი ცხოვრება უფრო მეტად, ვიდრე მას აფასებენ სხვები. წადით დროულად, თუ ვინმე თავის ცხოვრებას თქვენსაზე მაღლა აყენებს, ან თუ თქვენ თავად აყენებთ ყველაზე წინ პირად ცხოვრებას. არავინ არის მოვლენილი ამქვეყნად სამსხვერპლოზე თავის დასადებად ან პირიქით ადამიანების მიმართ გულგრილობისთვის. დაიჭირეთ ბალანსი.

5. საკუთარი თავის შეცნობა — ეს რთულია. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ სამყაროს იმის უფლება, რომ გამოგვიყენოს. უმიზნოდ თავის გაწირვა ნიშნავს, რომ არც საკუთარ თავს ადგებით რამეში და მითუმეტეს სხვას, ნებისმიერი ურთიერთობა და ქმედება ნაყოფიერია მაშინ, როცა არსებობს გაცვლა, ურთიერთქმედება, უკუკავშირი. ეს არის წყვილის ცეკვა. მაგრამ თუ თქვენ ამ ცეკვისას ერთმანეთს ფეხებს დაადგამთ ტკივილამდე, საჭიროა ცეკვის შეწყვეტა და იარების მოშუშება ახალი ლამაზი ცეკვის დასაწყებად, შესაძლოა ახალ პარტნიორთან. ნებისმიერ ურთიერთობაში – პარტნიორულში, ოჯახურში, სამუშაოში ეს წესი მუდამ გახსოვდეთ. ისწავლეთ დროულად წასვლა.

6. თქვენ ყოველთვის იცით ეს მომენტი: ენდეთ საკუთარ თავს, ნუ დაარწმუნებთ მას, ნუ მოტყუვდებით და ნუ მოატყუებთ სხვებს. არ არსებობენ ცუდი ადამიანები, რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ ეს ასეა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსხვავდებიან ჩვენგან. არ არსებობს სხვა პასუხისმგებლობა, გარდა საკუთარი თავისა და ერთმანეთის წინაშე, მაგრამ პირველ რიგში – საკუთარი თავის წინაშე. ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს გარშემო ხდება, ჩვენი ნებართვით არის. ჩვენ მივეცით უფლება ჩვენს ცხოვრებას ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის, ჩვენ მოვიყვანეთ გარდატეხებისა და ცვლილებების დრო. ჩვენ მივეცით ნაცრისფერ ტონებს იმის უფლება, რომ ჩვენ ცხოვრებაში გაჩენილიყვნენ, ჩვენ მივეცით უფლება საკუთარ თავს გვქონოდა შიში, ჩვენ მივეცით უფლება საკუთარ თავს ვყოფილიყავით აუტსაიდერები საკუთარ ცხოვრებაში. მიმოიხედეთ, იქნებ დადგა დრო შეეშვათ ამ ყველფაერს და წახვიდეთ ამ სიტუაციიდან. თუმცა იცოდეთ, რომ წარმოუდგენლად რთულია ამ ყველაფერის დატოვება, ვინც რა არ უნდა წეროს ამის შესახებ. უბრალოდ, საჭიროა მოერიოთ თავს და წასვლა შეძლოთ.

7. წასვლა რთულია, მაგრამ დროულად წასვლა აუცილებელია. შინაგანად აფეთქდით იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს საჭიროა. დროულად წადით სხვების განსჯისა და აზრებისგან, მზერა მიაპყარით თქვენსკენ. სად არის თქვენი საყრდენი წერტილი? – მხოლო ასე შეგიძლიათ სამყაროს გადატრიალება. ნუ დაიწყებთ ამ ყველაფრის სხვაში ძებნას.

8. საიდუმლოს გაგიმხელთ — ის იქ არ არის! როგორც ბედნიერება არ არის ვინმეში, ვინც თქვენში არ არის. დროულად დატოვეთ თავსმოხვეული ილუზიები, მაგრამ მიზანდასახული იყავით ყოველთვის, გააგრძელეთ ოცნება, არ შეწყვიტოთ მცდელობა. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების – ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ცდილობდით. ნუ შეგეშინდებათ სხვა ადამიანების რეაქციების, მათ სრულად განდევნას მაინც ვერ შეძლებთ მანამ, სანამ ჩანაფიქრს არ განახორციელებთ და თუ ამას შეძლებთ, მითუმეტეს უაზროა შიშის ქონა. თქვენ ყოველთვის გექნებათ დროულად წასვლის შანსი, დიახ, წასვლის და წინსვლის. როცა რამე არ გვაქვს, მაშინ ვხვდებით რა გვინდა რომ გვქონდეს. თუმცა, ჩვენ არასოდეს ვუფიქრდებით იმას, თუ რისგან დაგვიცვეს იმით, როცა სასურველი არ მოგვცეს.

9. ჭეშმარიტება მარტივია: ყველაფერი მოდის დროულად, სასწაულიც კი. ამიტომ, წადით დროულად, ნურც სხვებს შეაკავებთ. რადგან თუ თქვენ ფერხდებით, ცხოვრების სცენარი იცვლება როგორც თქვენთვის, ისე სხვებისთვისაც.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ