დროის მართვის 15 მეთოდი

დროის მართვის 15 მეთოდი

1. ნუ გექნებათ მეხსიერების იმედი, ჩაიწერეთ ყველაფერი და გაათავისუფლეთ ტვინი.

2. შეადგენიეთ პირორიტეტების სია. ეს დაგეხმარებათ კონცენტრირება მოახდინოთ მთავარზე და დრო არ დახარჯოთ ფუჭად მეორეხარისხოვან საკითხებზე.

3. ყოველი კვირის ბოლოს გამოყავით დრო შემდეგი კვირის დასაგეგმად. ეს არ არის დაკარგული დრო, ის ასმაგად აგინაზღაურდებათ თქვენი პროდუქტიულობის გაზრდის ხარჯზე.

4. ნუ გექნებათ საინტერესო აზრის დამახსოვრების იმედი – ყოველთვის იქონიეთ ბლოკნოტი საკუთარი იდეების ჩასაწერად. როგორც ვარიანტი – ჩაიწერეთ დიქტოფონში.

5. თუ სხვა ადამიანის მოთხოვნები არ ემთხვევა თქვენს მიზნებს – თქვით «არა». ეს უნდა ისწავლოთ.

6. სანამ მოქმედებას დაიწყებთ – დაფიქრდით, მაგრამ დიდი ხნით არა. მცირეხნიანი ფიქრი დაგეხმარებათ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღება და დროის ფუჭად ხარჯვა აიცილოთ თავიდან.

7. გამოყავით დრო თქვენს გეგმაში საკუთარი თავის სრულყოფისთვის.

8. გააცნობიერეთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ. თქვენ უნდა გესმოდეთ, რაზე ხარჯავთ დროს. საქმემ მიზნისკენ უნდა წაგიყვანოთ.

9. საკუთარი დროის მართვის ინდივიდუალურ სისტემაში ჩართეთ ის ხერხები, რომლებიც უფრო ეფექტურია თქვენთვის და ეს სისტემა მუდმივად გამოიყენეთ.

10. შეაფასეთ საკუთარი თავი მავნე ჩვევების მიხედვით. მათ თქვენი დრო მიაქვთ. შეადგინეთ ასეთი ჩვევების სია და რიგ-რიგობით გათავისუფლდით მათგან. ყველაზე ეფექტურია მავნე ჩვევის სასარგებლო ჩვევით შეცვლა.

11. სხვების ნაცვლად ნუ შეასრულებთ სამუშაოს, მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთეს ადამიანად აგამოჩნდეთ. ასე დროს დაკარგავთ, რომელიც შეიძლება საკუთარი განვითარებისთვის გამოიყენოთ.

12. აწარმოეთ ჟურნალი, სადაც შეიძლება დაარეგისტრიროთ საკუთარი წარმატებები დასახული მიზნების მიღწევის გზაზე. რეგულარულად შეავსეთ და შეისწავლეთ ეს ჟურნალი იმაში დასაარწმუნებლად, რომ სწორი გზით მიდიხართ.

13. ყველა საკითხი ვერ გადაწყდება საუკეთესო გზით. ნუ გახდებით პერფექციონისტი და ნუ დაიწყებთ საქმიანი წერილის 20-ჯერ გადაწერას, რომ ტოლსტოისეული ტექსტი მიიღოთ.

14. ნუ გადაიტვირთავთ თავს ამოცანების დიდი რაოდენობით. თუ გადაუდებელი საკითხები გაქვთ, რომელბიც მთელ თქვენს დროს საჭიროებენ, მაშინ სჯობს მეორეხარისხოვანი საკითხები შესაფერისი დროისთვის გადადოთ.

15. ნუ მოტყუვდებით ეფექტურობით. თქვენ შეიძლება ეფექტურად შეასრულოთ ამოცანა, რომელიც მოცემულ მომენტში არ არის პრიორიტეტული. ამ შემთხვევაში არ შეიძლება იმის თქმა, რომ დროს ეფექტურად იყენებთ.

დროის მართვის ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენებით, თქვენ მიაღწევთ მნიშვნელოვან წარმატებებს ძალიან სწრაფად.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like