დროის მართვის 15 მეთოდი
985 Views

დროის მართვის 15 მეთოდი

1. ნუ იქნებით მეხსიერების იმედად. ჩაინიშნეთ თქვენი დავალებები და განტვირთეთ ტვინი.

2. შეადგინეთ პრიორიტეტების სია. ეს დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ მთავარზე და დრო არ ხარჯოთ მეორეხარისხოვან და უმნიშვნელო საკითხებზე.

3. ყოველი კვირის ბოლოს გამოყავით დრო მომავალი კვირის გეგმის შესამუშავებლად. ეს არ არის ფუჭად დაკარგული დრო, ის ასმაგად აგინაზღაურდებათ პროდუქტიურლობიდან გამომდინარე.

4. ნუ გექნებათ საინტერესო აზრის დამახსოვრების იმედი – ყოველთვის თან იქონიეთ ბლოკნოტი და ჩაიწერეთ თქვენ იდეები. როგორც ვარიანტი – იქონიეთ დიქტოფონი.

5. თუ სხვა ადამიანის მოთხოვნები არ ემთხვევა თქვენს მიზნებს – თქვით «არა». ეს უნდა ისწავლოთ.

6. მოქმედების დაწყებამდე – დაფიქრდით, მაგრამ არა ხანგრძლივად. ხანმოკლე ფიქრი დაგიცავთ გაუთვლელი ქცევისა და დროის ფუჭად დაკარგვისგან.

7. თქვენს გეგმებში გამოყავით დრო საკუთარი თავის სრულყოფისთვის.

8. გააცნობიერეთ ის, რასაც აკეთებთ. თქვენ უნდა გესმოდეთ რაზე ხარჯავთ საკუთარ დროს. თქვენმა საქმემ უნდა წაგწიოთ მიზნებისკენ.

9. ჩართეთ დროის მართვის თქვენი ინდივიდუალური სისტემა და ის მეთოდები, რომლებიც ეფექტურია თქვენთვის და ეს სიტემა გამოიყენეთ მუდმივად.

10. შეაფასეთ საკუთარი მავნე ჩვევები. მათ თქვენი დრო მიაქვთ. შეადგინეთ ასეთი ჩვევების სია და რიგრიგობით გათავისუფლდით მათგან. ყველაზე ეფექტურია მავნე ჩვევის სასარგებლო ჩვევით ჩანაცვლება.

11. ნუ შეასრულებთ სხვების სამუშაოს იმის გამო, რომ კარგი ადამიანი გამოჩნდეთ. ასე საკუთარი დროს დახარჯავთ, რომელიც შეიძლება პირადი განვითარებისთვის გამოიყენოთ.

12. აწარმოეთ ჟურნალი, სადაც შეძლებთ ჩაინიშნოთ პირადი წარმატებები დასახული მიზნის მიღწევის გზაზე. რეგულარულად შეავსეთ და შეისწავლეთ ეს ჟურნალი იმისათვის, რომ დარწმუნდეთ რამდენად სწორი მიმართულებით მიდიხართ.

13. ყველა ამოცანა ვერ გადაწყდება საუკეთესო გზით. არ უნდა გახდეთ პერფექციონისტი და მაგალითად საქმიანი წერილიები არ უნდა გადაწეროთ 20-ჯერ საიმისოდ, რომ ტოლსტოის სტილს მიაღწიოთ.

14. ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს სხვადასხვა დავალებებით. თუ გადაუდებელი საქმე გაქვთ, რომელიც მთელ დროს წაიღებს, მაშინ შეგიძლიათ მეორეხარისხოვანი საკითხები შესაფერისი და უფრო თავისუფალი დროისთვის გადადოთ.

15. ნუ მოტყუვდებით ეფექტურობით. თქვენ შეგიძლიათ ეფექტურად შეასრულოთ დავალება, რომელიც მოცემულ მომენტში არ არის პრიორიტეტული. ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერ იტყვით, რომ საკუთარი დრო ეფექტურად გამოიყენეთ.

გამოიყენეთ დროის მართვის ზემოთ მოყვანილი 15 მეთოდი და თქვენ მიაღწევთ დიდ შედეგებს უმოკლეს დროში.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like