დოქების მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ ეკონომია გააკეთოთ
1860 Views

დოქების მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ ეკონომია გააკეთოთ

დოქების მეთოდი — პირადი ან ოჯახური ბიუჯეტის მართვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება. ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის ფულის გადანაწილება, რომლის დახარჯვასაც აპირებთ – 6 დოქში. ყოველი დოქი პასუხისმგებლია ცხოვრების ერთ სფეროზე. ამ გზით თქვენ არ დახარჯავთ დაგეგმილზე მეტს.

B2P.GE გთავაზობთ 6 მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ ფულის გონივრულად ხარჯვაში:

 

დოქი 1: აუცილებელი (თქვენი ბიუჯეტის 55%)
ამ ჭურჭელში ჩადებული თანხა განკუთვნილია ყოველდღიური ხარჯებისთვის. ის ასევე დაფარავს თქვენი იჯარის, ტრანსპორტის, ვალებისა და საკვები პროდუქტისთვის საჭირო ხარჯებს.






 

დოქი 2:გართობა (თქვენი ბიუჯეტის10%)
ბიუჯეტის ეს ნაწილი შეგიძლიათ დახარჯოთ ისეთ შენაძენზე, რომელსაც ყოველდღიურად არ აკეთებთ. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ძვირადღრირებული ღვინო ან დასვენების დღეებში გაემგზავროთ სადმე. ეს ფული მოიხმარეთ ისე, როგორც გსურთ.





დოქი 3:დანაზოგი (თქვენი ბიუჯეტის 10%)
ეს არის თქვენი სამომავლო ფინანსური დამოუკიდებლობის საფუძველი. ამ ჭურჭელში არსებული ფული გამოყენებული იქნება ინვესტიციებისთვის და შემოსავლის პასიური წყაროების შექმნისთვის. თქვენ არ უდნა დახარჯოთ ეს დანაზოგი მანამ, სანამ სრულად არ მოიპოვებთ ფინანსურ დამოუკიდებლობას. ამ შემთხვევაშიც ღირს მხოლოდ იმ ფულის ხარჯვა, რომელიც თქვენ ამ დანაზოგით მიიღეთ – და არა თავად დანაზოგის.



დოქი 4: განათლება (თქვენი ბიუჯეტის 10%)
ამ ჭურჭელში არსებული ფული განკუთვნილია თქვენი სამომავლო განათლებისა და პიროვნული ზრდისთვის. ინვესტიცია – ფულის დაბანდების საუკეთესო საშუალებაა, ხოლო თქვენ ხართ საუკეთესო აქტივი. არასოდეს დაივიწყოთ ეს. დახარჯეთ ეს ფული წიგნებზე, დისკებზე ან კურსებზე. ყველაფერი ეს ბოლოს ფასეული გახდება.





დოქი 5: პირადი მარაგები (თქვენი ბიუჯეტის 10%)
ეს დანაზოგი თქვენ შეგიძლიათ მსხვილი შენაძენისთვის გამოიყენოთ. მაგალითად პლაზმური ტელევიზორის, ავტომობილის ან აბონემენტების შესაძენად. ეს არის თქვენი ე.წ. სარეზერვო ფონდი, რომელიც მუდმივად უნდა შეივსოს.

 

 

დოქი 6: ქველმოქმედება და საჩუქრები (თქვენი ბიუჯეტის 5%)
გამოიყენეთ ეს ფული საქორწინო, დაბადების დღის და სხვა საჩუქრებისთვის, ასევე თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ქველმოქმედი და დაეხმაროთ კიბოთი დაავადებულებს, უდედმამო ბავშვებს, ან უბრალოდ ღარიბებს.

 

 

 

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like