დონალდ ტრამპის წარმატების ისტორია

დონალდ ტრამპის წარმატების ისტორია

ბევრი ღარიბი ადამიანი ოცნებობს გამდიდრებაზე, თუმცა დონალდ ტრამპი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება, ის მდიდარ ოჯახში დაიბადა, მამამისი ფრედ ტრამპი – მილიონერი, სამშენებლო მაგნატი და ნიუ-იორკის წარმატებული მშენებელი იყო. მთელი ცხოვრების მანძილზე ტრამპმა შეძლო დაეგროვებინა 20 მლნ აშშ დოლარი. დონალდმა კი მამის მიერ დაგროვილი მემკვიდრეობა გაზარდა.

ბიოგრაფიული ცნობები
დონალდ ტრამპი დაიბადა 1946 წლის 14 ივნისს ფრედ და მერი ტრამპების ოჯახში. სულ ოჯახში სამი ბავშვი იზრდებოდა, თუმცა ბიზნეს მემკვიდრეობა დონალდს ხვდა წილად, რადგან მხოლოდ მან მოჰკიდა ხელი მამის საქმეს და გაზარდა მის მიერ დაგროვილი კაპიტალი. დონალდის დედა ყოველთვის უსვამდა ხაზს მის გამჭრიახობას, ქარიზმატულ ხასიათს და რიგ შემთხვევებში აგრესიულობის გამოვლენის უნარსაც კი, რასაც თავის მხრივ მამა თვლიდა წარმატებული ბიზნესმენისთვის აუცილებელ თვისებებად.

დონალდის ხასიათის სიმტკიცე ყოველთვის ჩანდა. ცამეტი წლის ასაკში ხასიათის ამ ნიშნების გამო, მამამ ის ნიუ-იორკის სამხედრო აკადემიაში სასწავლებლად გააგზავნა. გადაწყვეტილებაში ფრედ ტრამპი არ შემცდარა, რადგან აკადემიაში დონალდს ბევრი რამ ასწავლეს, მათ შორის თვითგადარჩენის უნარი გამოუმუშავეს მწვავე კონკურენტულ გარემოში, აღარაფერი რომ ვთქვათ დისციპლინაზე.

აკადემიის პარალელურად, ბევრ სხვა ცხოვრებისეულ გაკვეთილს დონალდი მამასთან გადიოდა, რომელიც ხშირად აღნიშნავდა, რომ შვილი ძალიან ჰგავდა.

ადამიანების მოტივირების უნარი, გავლენიან პერსონებთან ურთიერთბის შესაძლებლობა – ყველაფერ ამას დონალდი მილიონერი მამისგან სწავლობდა.

სამხედრო აკადემიაში სწავლის შემდეგ, უმცროსი ტრამპი სწავლას ფორდემის კოლეჯში აგრძელებს. გარკვეული დროის შემდეგ, დონალდმა საბოლოოდ გააცნობიერა თუ რით იქნებოდა დაკავებული ცხოვრებაში. ამიტომ, მან მიატოვა კოლეჯი და ჩააბარა პენსილვანიის შტატის სავაჭრო უნივერსიტეტში.

განათლების მიღების შემდეგ ტრამპმა მალე მოიპოვა წარმატებული ბიზნესმენის რეპუტაცია.

დონალდ ტრამპის კარიერა
სავაჭრო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, უმცროსი ტრამპი კარიერის აწყობას იწყებს ოჯახურ ბიზნესში. მამამისის კომპანიაში სამუშაოდ მოწყობის შემდეგ ის ერთვება ცნობილ პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა ოჰაიოს შტატში 1 200 ბინის მშენებლობას კომპლექსში – Swifton Village, რომელიც დაფინანსებული იყო აშშ-ს ხელისუფლების მიერ. გასაკვირია, მაგრამ ბევრი ფაქტი მოწმობს იმას, რომ სახელმწიფო ინვესტიციების მოცულობა აჭარბებდა პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო ხარჯების რაოდენობას.

ზოგადად, მამა-შვილი ტრამპები ცნობილები იყვნენ სახელმწიფო პროექტების მიმართ დიდი ინტერესით. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ საქმით კარგ ფულს შულობდნენ.

მამის კომპანიაში პირველი გამოცდილების მიღების შემდეგ დონალდი მიხვდა, რომ მამამისი ბიზნესის შემდგომ განვითარებას აღარ გეგმავდა. უფროსი ტრამპის ბიზნესი ორიენტირებული იყო ამერიკელი მომხარებლის საშუალო კლასზე. ამას თავისი უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ დონალდ სურდა მეტი. სწორედ ამიტომ, თავისი საქმიანობის ორიენტირება გადაწყვიტა მდიდრებზე.

სანამ საკუთარი ოცნების რეალიზებას დაიწყებდა, ტრამპმა დიდი დრო დახარჯა არქიტექტურის შესწავლაზე, ის სეირნობდა ნიუ-იორკის ქუჩებში და ძალიან ბევრს შრომობდა რთული და რუტინული პროექტების განხორციელებაზე.

უკვე სამოცდაათიანების შუა პერიოდში, დონალდ ტრამპი გახდა სასტუმრო Commodore-ს შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული, რომელიც ეკუთვნოდა სარკინიგზო კომპანიას. სასტუმროს საშინელი მდგომარეობის მიუხედავად, დონალდმა დაიწყო მისი რეკონსტრუქცია. პირველი, რაც ტრამპმა ამ პროექტის განხორციელების გზაზე გააკეთა იყო ის, რომ მიიღო ადგილობრივი მთავრობისგან თანხმობა, რომლის მიხედვითაც 40 წლის მანძილზე დაბალ გადასახადებს გადაიხდიდა. ყველას უკვირდა როგორ მოახერხა ეს, მაგრამ გასაოცარი არაა, რადგან ტრამპების ოჯახი ამ ნიჭით სახელგანთქმულია.

უკვე 80-იანებისთვის ძველი სასტუმროს ადგილზე გაჩნდა კომპანია Hyatt Hotel Corporation-ის სასტუმრო Grand Hyatt-ი. სასტუმრო შესანიშნავად რესტავრირებული იყო. ამის წყალობით ტრამპების კომპანიის რეპუტაცია მკვეთრად გაიზარდა: დონალდზე მთელს ნიუ-იორკში საუბრობდნენ.

სასტუმრო Commodore-ს შემდეგ ტრამპმა დაიწყო 68 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის მშენებლობა ნიუ-იორკში, მე-5 ავენიუზე. აღნიშნული პროექტის თავისებურებას წარმოადგენდა მისი ადგილმდებარეობა. ცათამბჯენი მდეობარეობს საფირმო მაღაზია Tiffany-ს გვერდით, ასევე, ის გამოირჩეოდა თავისი სახელწოდებით. საკუთარი არჩევანი დონალდმა ახსნა შემდეგნაირად: «Tiffany-ს მაღაზიები ყოველთვის განლაგებულია ქალაქის საუკეთესო ქუჩებზე. ამ მაღაზიებთან მუდმივად ტრიალებენ უზრუნველყოფილი ადამიანები!».

გასაოცარი არაფერია იმაში, რომ დონალდმა ცათამბჯენს თავისი სახელი უწოდა. ეს კომერციული პიარის ერთობლივი სტრატეგიის მხრივ მოგონილი სვლა იყო. და აქაც არ შემცდარა ტრამპი. ცათამბჯენის მდიდრული ოფისები და ბინები სწრაფად იყიდებოდა, ხოლო ბრენდი «Trump»-ი გახდა ფუფუნებით მოწყობილი ცათამბჯენების სიმბოლო ნიუ-იორკში.

დონალდს წარმატება ჰქონდა თითქმის ყველა რეალიზებულ პროექტში. სამშენებლო მაგნატი არ უფრთხოდა რისკს. თითქმის ყველა პროექტისთვის მას საბანკო კრედიტის აღება უწევდა, წლების მანძილზე სარგებლობდა ამ სერვისით და საბოლოო ჯამში საბანკო დავალიანება დაუგროვდა 9,8 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით. ტრამპმა ძლივს მოახერხა ამ კრიზისის გადალახვა, რის გამო ბიზნესის ნაწილი დაკარგა კიდეც.

დონალდის შემდეგი პროექტებიდან, რომლებმაც მეტი ყურადღება მიიქციეს, აღსანიშნავია 72 სართულიანი ცათამბჯენი Trump World Tower გაეროს 50-სართულიანი შენობის მოპირდაპირედ.

სამშენებლო ბიზნესის პარალელურად, დონალდ ტრამპი ფლობს უმსხვილეს კაზინოს ატლანტიკ-სიტიში სახელწოდებით – «ტაჯმაჰალი». ამ კაზინოების შეძენის ისტორია კიდევ ცალკე თემაა. როგორც მრავალი წყაროდან ხდება ცნობილი, დონალდს აქაც დასჭირდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების უნარი, რომლის დროსაც მან განუცხადა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ატლანტიკ-სიტისგან მეორე ლას-ვეგასის გაკეთება სურდა. კაზინოს შემოსავლიანობის წყალობით, სამშენებლო მაგნატმა დაფარა ყველა საბანკო დავალიანება. ბევრი თვლის, რომ ტრამპისთვის პირველი კაზინოს შეძენა საბედისწერო იყო.

დღეისათვის დონალდ ტრამპის კუთვნილებაში ასევე არის გოლფის მოედანი და კლუბების ქსელი, რომლებიც აშშ-ში საკმაოდ პოპულარულია.

ცნობილი ამერიკული ჟურნალი Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპი ითვლება ყველაზე ცნობილ მილიონერად აშშ-ში. მისი შემოსავლები არ აღემატება ისეთი მაგნატების შემოსავლებს, როგორცებიც არიან სტივ ჯობსი ან ბილ გეიტსი, თუმცა ტრამპის ქონებით გაცილებით ხშირად ინტერესდებიან, ვიდრე სხვა დანარჩენების. შესაძლოა ეს გამოწვეულია მისი ეკრანზე ხშირად გამოჩენის გამო. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს ეკუთვნის ასევე ცნობილი სილამაზის კონკურსი – «მის სამყარო».

რაც შეეხება ბიზნესს, მიღწეულზე არ სრულდება ტრამპის ისტორია. მილიონერს ხშირად განუცხადებია ღია ეთერში იმის თაობაზე, რომ მას სურს განახორციელოს პროექტი, რომლის შემდეგაც მისი სახელი შევა მსოფლიო ისტორიაში.

პირად ცხოვრებაში დონალდ ტრამპს ყველაფერი მთლად იდეალურად არ აქვს. ის ყოველთვის გატაცებული იყო და იქნება ბიზნესით, ამიტომ მის ცოლებს ამ ყველაფერთან შეგუება უწევთ. ტრამპი დაქორწინებული იყო სამჯერ, ჰყავს ხუთი შვილი. ბოლო მეუღლე – მელანია კნაუსი – სლოვენიელი მოდელია.

დონალდ ტრამპს ყოველთვის უყვარდა და ახლაც უყვარს ლამაზად ცხოვრება!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like