დონალდ ჯონ ტრამპი: წარმატების წესები
1967 Views

დონალდ ჯონ ტრამპი: წარმატების წესები

დონალდ ჯონ ტრამპი – მილიარდერი, რომლის ქონებაც შეფასებულია 3 მლრდ აშშ დოლარად, გამდიდრების მსურველებს 10 რჩევას აძლევს. წიგნში „ტრამპი. როგორ გავხდეთ მდიდარი“ – მაგნატი, რომელიც უძრავი ქონებით არის დაინტერესებული, მომავალ ბიზნესმენებს ურჩევს როგორ იშოვონ პირველი მილიარდი.

  1. ყოველთვის შეიმოსეთ თქვენი კულტურული დონის შესაბამისად – ოდესღაც მე ვამაყობდი იმით, რომ ვყიდულობდი იაფიან სამოსს. ვფიქრობდი, რომ უარზობა იყო ათასობით დოლრის გადახდა, როცა საშუალება იყო ნივთები 100 დოლარად მეყიდა. ვინ გაიგებს? – ვფიქრობდი, მაგრამ წლების გასვლასთან ერთად მივხვდი, რომ არასწორად ვუდგებოდი ამ საკითხს. სამოსი ძალიან ბევრს ამბობს ჩვენზე ჯერ კიდევ მანამ, სანამ პირს გავაღებთ.
  2. გაუაზრებლად ვნებთ საკუთარ რეპუტაციას – გაეცით მხოლოდ დაკვირვებით შერჩეული ინფორმაცია, გამოთქვით კარგად გააზრებული პროვოკაციული მოსაზრებები იმისათვის, რომ დაინახოთ როგორი იქნება რეაქცია. რაიმეს მოულოდნელად თქმისას თქვენ შეძლებთ მიიღოთ დაუფარავი გამოხმაურება. მე შემეძლო აღმაშფოთებელი შენიშნვა გამეკეთებინა შეხვედრისას, რომ დამენახა დამეთანხმებოდნენ სხვა მონაწილეები თუ შემეწინააღმდეგებოდენ. ეს კარგი მეთოდია მათ შესაფასებლად, ვისთან ერთადაც მაგიდას უზიხართ.
  3. გახდით საკუთარი თავის ფიანსური კონსულტანტი – ბევრი ქირაობს ფინანსურ კონსულტანტს, მაგრამ მე არაერთხელ მინახავს როგორ მიუყვანიათ კონსულტანტებს ისინი გაკოტრებამდე. მრჩეველის შერჩევისას საკუთარ განსჯას დაეყრდენით, რომელიც ემყარება სერიოზული ბიზნეს-გამოცემების ფურცლებზე წაკითხულს. მათი კითხვისას თქვენ შეიგრძნობთ რა ხდება ბაზარზე, აგრეთვე რომელი კონსულტანტები არიან უკეთესები. აირჩიეთ მათგან.
  4. დააბრუნეთ ხურდა! თუ თქვენზე ზეწოლას ახდენენ, უპასუხეთ იგივენაირად – თუ ვინმე შეურაცხგყოფთ, რეაგირება მოახდინეთ მთელი თქვენი ძალით და ენერგიით. ნუ იქნებით მიმნდობი. მე ვიცი, რომ ამ შემთხვევაში არც თუ ისე კარგად გამოიყურები, მაგრამ საუკეთესო მეგობარმაც კი შეიძლება თვალი დაადგას თქვენს ცოლს და ფულს.
  5. ზედმეტად ნუ მოიხიბლებით სილამაზის სალონიების ხელოვნებით – მე ხშირად მაკრიტიკებენ ვარცხნილობის გამო. The New York Times-მა ჩემი ვარცხნილობა შაფასა როგორც „რთული შეიარაღება, რომელიც უმჯობესია არქიტექტურის კრიტიკოსებს მივანდოთ სასამართლოზე“. ჩემი აზრით, ის კარგად გამოიყურება, მაგრამ მე არასოდეს ვამტკიცებდი, რომ ვარცხნილობა წარმოადგენს ჩემს ყველაზე ძლიერ მხარეს. თუმცა მაოცებს ის ფაქტი, რამდენად ხშირად მეკითხებიან ხომ არ ვატარებ პარიკს. პასუხი: კატეგორიული უარი – მე არ ვატარებ პარიკს.
  6. ეცადეთ თავი აარიდოთ ხელის ჩამორთმევას – ზოგიერთ ადმინისტრატორს სჯერავს, რომ ძლიერი ხელის ჩამორთმევა კარგია. მე საერთოდ არ მჯერავს ამის. ხშირად ვეჯახები სიტუაციას, როცა ადამიანი, რომელიც გაციებულია, მოდის ჩემთან და მეუბნება: „ბატონო ტრამპ, მინდა ხელი ჩამოგართვათ“. ცნობილია, რომ სწორედ ამ გზით გადადის მიკრობები. იყო შემთხვევა, როცა ადამიანი გამოვიდა ტუალეტიდან, სველ ხელებს იფერთხავდა. ის მოუახლოვდა ჩემს მაგიდას და თქვა: „ბატონო ტრამპ, თქვენ დიდებული ადამიანი ხართ. შეიძლება ხელი ჩამოგართვათ?“ მოცემულ შემთხვევაში მე გადავწყვიტე ხელი ჩამომერთვა, რადგან ვჩქარობდი და ვიცოდი, რომ თუ მას ხელს ჩამოვართმევდი სადილობას ვეღარ გავაგრძელებდი.
  7. დაემორჩილეთ თქვენს ინსტინქტებს – ბიზნესმენიობა ეს ჯგუფური სამუშაო არ არის. თქვენ უნდა ენდობოდეთ საკუთარ თავს. თქვენ შეიძლება სოლიდური აკადემიური დიპლომები გაქვთ, მაგრამ ინსტინქტების გარეშე გაგიჭირდებათ ზემოთ ასვლა და იქ გაჩერება. ეს ერთ-ერთია იმ ნაცრისფერი ზონებიდან, რომლებიც გამოცანად რჩება მათთვისაც კი, ვისაც დახვეწილი საქმიანი ინსტინქტები აქვს. არის უხილავი ნიშნები, რომლებსაც შეუძლიათ მინიშნება მოგცეთ იმაზე, საჭიროა თუ არა გააფორმოთ ესა თუ ის გარიგება, ეკონტაქტოთ თუ არა კონკრეტულ პირებს და ა. შ.
  8. შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, მაგრამ მზად იყავით წარუმატებლობისთვისაც – არის აღმასვლისა და დაღმასვლის მომენტები, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ისინი გადაიტანოთ თუ შეხვდებით მათ მომზადებული. პრობლემისთვის მზადყოფნამ გადამარჩინა ენერგიის უაზრო ხარჯვისგან და გადაგარჩენთ თქვენც არასასიამოვნო სურპრიზებისგან. წარმატება და წარუმატებლობა გარდაუვალია. მე ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე პესიმისტი ვარ. დაარქვით ამას რეალობის მიმართ პოზიტიური აზროვნება.
  9. დაუთმეთ ყურადღება დეტალებს – თუ თქვენ არ იცით ყველა ასპექტი იმისა, რასაც აკეთებთ, თქვენ საკუთარ თავს არასასიამოვნო სიურპრიზებს უმზადებთ. ერთხელ მე წავიკითხე ძალიან ცნობილ ნეიროქირურგზე, რომელიც ფანატიკურად იყო დაკავებული ოპერაციის ორგანიზებისა და განხორციელების დეტალებით. ის ოპერაციის ჩასატარებლად ემზადებოდა დილის გადარბენაზე. ქირურგი წარმოსახვით ხედავდა ყველა დეტალს, იხსენებდა ყველაფერს, რაც იცოდა, ყველა სიძნელეს და გართულებებს, რომლებსაც შესაძლებელი იყო შეჯახებოდა, მაგრამ იმისათვის რომ დეტალებზე გაამახვილოთ ყურადრება სულაც არ არის საჭირო ნეიროქირურგობა.
  10. გააფორმეთ საქორწინო კონტრაქტი – საქორწინო კონტრაქტი, რომ არ გამეფორმებინა, ამ წიგნს დაწერდა ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ დაკარგა. იმისათვის, რომ სასამართლოში ივონას ადვოკატები მოეყვანა ავტობუსი დასჭირდა, მაგრამ საბედნიეროდ, მე მქონდა საქორწინო კონტრაქტი. მეგობარმა, რომელიც აპირებდა მეხუთედ ქორწინებას მითხრა: „მე ისეთი შეყვარებული ვარ, რომ არ მჭირდება საქორწინო კონტრაქტი.“ ერთი წლის შემდეგ ის განქორწინდა და მას მოუხდა ჯოჯოხეთის გავლა. ის შეშინებულ ლეკვს ჰგავდა. მე არ მეყო კაცობა მეთქვა მისთვის სიტყვები, რომელიც ენაზე მიტრიალებდა: შენ უიღბლო ხარ!
Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like