დოკუმენტაცია, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს პირადი განვითარებისთვის

დოკუმენტაცია, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს პირადი განვითარებისთვის

არის გარკვეული დოკუმენტები, რომლებიც ყველა ზრდასრულ ადამიანს უნდა გააჩნდეს. აქ საუბარია არა ოფიციალურ დოკუმენტებზე, არამედ სპეციფიურ დოკუმენტაციაზე, რომელიც საქმის დაგეგმვასა და განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ქვემოთ მოცემულია ჩვენს მიერ რეკომენდირებული სია:

1.პირადი მანიფესტი

პირადი მანიფესტი – ეს არის თქვენი ძირითადი ფასეულობების და შეხედულებების დეკლარაცია, ის იდეალები და  ცხოვრებისეული  მიზნები, რომლებიც გაგაჩნიათ. ყოველივე ეს  გიბიძგებთ მოქმედებისკენ.

მანიფესტში მინიმუმ უნდა მიუთითოთ:

  • კონკრეტულად თუ როგორ უმკლავდებით წარუმატებლობას და შეცდომებს
  • რა განწყობას ირჩევთ ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში
  • როგორ ეპყრობით საკუთარ სხეულს
  • როგორ ეპყრობით ფულს
  • როგორ ეპყრობით საკუთარ დროს
  • რა ფასეულობებით ხელმძღვანელობთ ცხოვრებაში
  • რისი გწამთ

2. რეზიუმე ან პორტფოლიო

რეზიუმე ასახავს თქვენს გამოცდილებას და გამოკვეთს თქვენს მიღწევებს. უნდა გქონდეთ განახლებული რეზიუმე, იმ შემთხვევაშიც კი თუ მუშაობთ. რატომ?

  • შესაძლოა რეზიუმე დაგჭირდეთ  რაიმე საქმიანი მოლაპარაკების  წარმართვისთვის
  • შეიძლება მიიღოთ უკეთესი კარიერული შემოთავაზება
  • თქვენამდე შესაძლოა მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ეძებენ ტალანტებს საკუთარი კომპანიისთვის.
  • შესაძლოა თქვენ მოულოდნელად დაკარგოთ სამსახური

იგივეა პორტფოლიოს შემთხვევაშიც. ყველაფერს რასაც აკეთებთ პროფესიონალურ დონეზე და ამაყობთ დაიტანეთ მასში. არასოდეს იცით რა დააინტერესებს დამსაქმებელს. ასეთ შემთხვევაში კი ყოველთვის მზად იქნებით ახალი შესაძლებლობების საძებნელად.

 3.კარიერული გეგმა

კარიერული გეგმა აღწერს საფეხურებს რომლის გავლასაც გეგმავთ სამსახურეობრივ ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ძალიან მარტივი ან პირიქით დეტალური გეგმა.
გეგმაში უნდა ეწეროს: თქვენი პიროვნული უნარები, კარიერული მიზნები, განათლება და სხვა

4.პირადი ანგარიში: შემოსავალი და გასავალი

პირადი ანგარიშების შექმნა დაგეხმარებათ განსაზღვროთ თუ  რა თანხას იღებთ ყოველთვიურად. პირველი ნაბიჯი – განსაზღვრეთ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი.დაიწყე იმ თანხის განსაზღვრა რომელსაც დანამდვილებით იღებთ ყოველთვიურად (ხელფასი,ბონუსები და ა.შ) შემდეგ ის შემოსავალი, რომელიც შეიძლება რომ მიიღოთ. მაგალითად:

  • მეორე სამსახურიდან მიღებული თანხა
  • ფრილანსერული სამუშაოდან მიღებული თანხა
  • ანაბრიდან მიღებული შემოსავალი
  • დივიდენდებიდან მიღებული თანხა

მას შემდეგ რაც სრულად დაითვლით თვიურ შემოსავალს, გამოყავით ყოველთვიური გასავალი – რამდენს ხარჯავთ კვებაში, ქირაში,დაზღვევაში და ა.შ.ბოლო ნაბიჯი – დაითვალეთ სუფთა შემოსავალი. ამისათვის გამოაკელით მთლიან შემოსავალს მთლიანი გასავლი. თუ მიღებული რიცხვი უარყოფითი აღომჩნდება, ეს ნიშნავს რომ შემოსავალზე მეტ თანხას ხარჯავთ.იმის ცოდნა თუ სად ხართ დაგეხმარებათ მიხვიდეთ იქ სადაც გსურთ, რომ იყოთ.

5.ბალანსი

ბალანსი – ეს არის შემოწმება იმის თუ რა გაგაჩნიათ და რა გმართებთ. დაიწყეთ თქვენი აქტივების იდენტიფიკაცია.ეს შეიძლება იყოს ნაღდი ფული, ნაშთი მიმდინარე ანგარიშზე, უძრავი და პირადი ქონება. მას შემდეგ რაც დაითვლით თქვენს აქტივებს, განსაზღვრეთ თქვენი ვალდებულებები. ეს შეიძლება იყოს მაგალითად საკრედიტო დავალიანება და იპოთეკა.
დაითვალეთ თქვენი ვალდებულებები. და ბოლოს გამოაკელით ვალდებულებები აქტივებს, რომ გაიგოთ რა სახსრები გაგაჩნიათ.

 6.Bucket List

ეს არის ჩამონათვალი იმის,რაც გსურთ რომ ცხოვრებაში მოსაწროთ. სასურველია შეიძინოთ ლამაზი წიგნაკი, რომელშიც აღნიშნავთ თქვენს იდეებს და დაგეგმავთ მათ განხორციელებას. სია უნდა მოიცავდეს თქვენი ცხოვრების ყველა მიმართულებას: მოგზაურობას,ფინანასებს, ურთიერთობებს, ჰობს, განათლებას.
ადამიანების უმრაველსობა უშვებს შეცდომას, მათ ამ სიაში შეაქვთ მხოლოთ გასართობი, შემდეგ კი ვერ ხვდებიან როგორ მიაღწიონ ამას მცირე ბიუჯეტით. ასე რომ ყურადღებით შეადგინეთ სია.

 7.საპენსიო გეგმა

პენსიაზე გასვლის გეგმა – ეს არის დანაზოგის და ინვესტიციის გეგმა, მასში ჩაწერილი უნდა იყოს თუ რას უზრუნველყოფს შემოსავალი სიბერეში. პენსიაზე გასვლას როდის გეგმავთ? რა თანხა დაგჭირდებათ? საიდან მიიღებთ ამ ფულს? ყველა ამ შეკითხავს პასუხი უნდა გასცეთ საპენსიო გეგმაში.

 

 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

ჭადრაკი, როგორც ცხოვრების მინიატურა

თითქმის ათასხუთასი წელი ამშვენებს ჭადრაკი ჩვენს ყოფას. დრომ მას ვერაფერი დააკლო. პირიქით, ეპოქისა და პროგრესის შესაბამისად იგი თავად უმჯობესდებოდა, დროის მიხედვით იცვლიდა სახეს. მას არასოდეს დაუკარგავს მიმზიდველობა, ყოველთვის იყო საიდუმლოებით

ბიზნესი

წარმატებული ბიზნესმენის 10 წესი

1. ადექი დილის 6 საათზე 2. იმუშავე მთელი ძალით 3. გადალახე შიში 4. დაკავდი იმით, რაც გიყვარს ან შეიყვარე ის, რასაც აკეთებ 5. გააფართოვე შემოსავლის ბაზარი 6. მოუსმინე კლიენტების გამოხმაურებებს

სიახლეები

როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება 40 წლის ასაკში

40 წლის ასაკში გვიანია რაიმეს შეცვლა. დროა სადმე ქალაქგარეთ აგარაკი მოძებნო და ქსოვის გაკვეთილებზე ჩაეწერო – ზუსტად ასე ფიქრობს ბევრი ადამიანი და სწორედ ამ მიზეზით უამრავ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან. კრიზისი