დიპაკ ჩოპრას 7 რჩევა ბიზნესმენებს
1037 Views

დიპაკ ჩოპრას 7 რჩევა ბიზნესმენებს

პირადი ეფექტურობის სპეციალისტი დიპაკ ჩოპრა ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს ეხმარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქვემოთ მოცემულია ჩოპრას 7 რჩევა, რომლებიც მან ბიზნესმენებს მისცა.

1. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ მინდა ბიზნესის კეთება?
როცა კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლაში სტუდენტებს ვასწავლი, მე მოვუწოდებ მათ უპასუხონ საკუთარ თავს ყველაზე ფუნდამენტურ შეკითხვებზე:
ვინ ვარ მე, რა მინდა, რა მიზნები მაქვს, რისი გაკეთბა მინდა საზოგადობისთვის, მყავს თუ არა გმირები და მენტორები, რომლებიც შთამაგონებენ?

მენტორები განსაკუთრებით საჭიროა ბიზნესის სფეროში. ისწავლეთ ბილ გეიტსის ან უორენ ბაფეტისგან. თუმცა მე ჩემ სტუდენტებს მოვუწოდებ უფრო ღრმად წავიდნენ და გაიგონ, რატომ შთააგონებენ მათ გარკვეული ადამიანები. თავიანთი მენტორების კონრეტულად რომელი ნიშან-თვისებების გადმოღება სურთ?

2. განსაზღვრეთ წარმატების თქვენი ხედვა
იმისათვის, რომ მიუახლოვდეთ საკუთარ ხედვას და მიიღოთ შთაგონება და მოტივაცია ბიზნესში, დაიწყეთ მარტივი შეკითხვებით: რატომ მინდა მოსწრება მქონდეს ბიზნესში? რას ნიშნავს ჩემთვის ვიყო წარმატებული ადამიანი?

რატომ აკეთბენ ადამიანები იმას, რასაც აკეთებენ? მათ სურთ გარკვეული ემოციების განცდა – დაკმაყოფილება, თვითრეალიზაცია, აღიარება, დიდება. ეს მხოლოდ რამოდენიმე ტიპია იმ გრძნობებიდან, რომლებისკენაც ადამიანები მიისწრაფვიან. თუმცა საბოლოო მიზანი ყველასთვის არის ბედნიერება და სიხარული, ბიზნესშიც კი.

3. გახსოვდეთ ვისთან ერთად გსურთ მუშაობა და რისი მიღწევა გინდათ ერთად
ჰკითხეთ საკუთარ თავს: რომელ ორგანიზაციაში მინდა ვიყო ხელმძღვანელი? როგორ შემიძლია გუნდის შეკვრა, რომელიც გაიზიარებს ჩემ ხედვებს, ფასეულობებს და ენთუზიაზმს? როგორ დავუჭერ მხარს ჩემი კოლეგების ძლიერ ნიშან-თვისებებს? იფიქრეთ იმაზე, როგორ შეგიძლიათ გააღრმავოთ ემოციური კავშირი საკუთარ გუნდთან, რადგან მარტო ვერაფერს მიაღწევთ. როგორ გავლენას მოახდენს თქვენი ლიდერობა კლიენტებზე, ინვესტორებზე, თანამშრომლებზე, ბიზნესის ფართე ეკოსისტემაზე? და რა გავლენას მოახდენს თქვენი ბიზნესი მთელი მსოფლიოს ეკოსისტემაზე? გენდომებათ თუ არა თქვენ იქ ცხოვრება?

4. შეწყვიტეთ შედეგებზე ფიქრი
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩანს კონტრინტუიტიულად ბიზნესის დარგში, შეწყვიტეთ მუდმივად შედეგებზე ფიქრი და ნუ იქნებით ამაზე ორიენტირებული. ამის ნაცვლად, მეტი იფიქრეთ თავად პროცესზე. თუ თქვენ სიამოვნებას იღებთ იმით, რასაც აკეთებთ, შედეგებიც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ჰკითხეთ საკუთარ თავს, შეგაქვთ თუ არა რაიმე ახალი კომპანიაში, კოლეგების და კლიენტების ცხოვრებაში, სამყაროს უდიდეს ეკოსისტემაში? თუ ყველა ამ შეკითხვაზე თქვენი პასუხია «კი», მაშინ განაგრძეთ იმ პროცესში ჩაფლობა, რომლითად დაკავებული ხართ და შედეგებიც არ დააყოვნებს.

5. დაისახეთ მიზნები და დაადგინეთ მათი მიღწევის ვადები
საკუთარ ბიზნესს დაუსვით ახალი ამოცანები და ყოველთვის შეამოწმეთ ესმით თუ არა თქვენი გუნდის წევრებს რაზეა საუბარი. ჰკითხეთ მათ თანახმანი არიან თუ არა დადგენილი ვადების, რამდენად რეალურად მიაჩნიათ მიზნების მიღწევა? ზედმეტი დროისა და რესურსის დახარჯვა ხომ არ არის თქვენი მხრიდან იმისათვის, რომ შეუძლებელი შეძლოთ? რა დროა საჭირო იმისათვის, რომ საკუთარ გუნდთან ერთად მიაღწიოთ დასახულ მიზნებს?

6. გახსოვდეთ რას ნიშნავს ბიზნესში გარღვევები
ბევრი ადამიანი ბიზნესში გარღვევის შანსზე ოცნებობს, მაგრამ ძალიან ცოტას თუ ესმის რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. იმისათვის, რომ ნამდვილი ინოვატორი გახდე, სხვებს კი არ უნდა მიბაძოთ და გაიმეოროთ, არამედ გაიგოთ კარგად, თუ რას ნიშნავს ბიზნესში გარღვევა. თუ რეალურად გინდათ წარმატებული ბიზნესმენი იყოთ, მუდმივად ჰკითხეთ საკუთარ თავს “რამდენად ახალია ის, რასაც მე ვაკეთებ? ვინმე სხვა არის თუ არა ამ საქმით დაკავებული?“

7. პრობლემები განიხილეთ როგორც შესაძლებლობები
საკუთარი თავის კრიტიკა, მსხვერპლად შერაცხვა ან სხვა ადამიანების დადანაშაულება სრულიად უსარგებლოა, ასე თქვენ ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას. ნებისმიერ სიტუაციაში მოძებნეთ დადებითი მხარე და წინსვლის შესაძლებლობა.

მე ყურადღება მივაქციე, რომ ყველაზე წარმატებული მეწარმეები ზრდის, ცვლილებებისა და ინოვაციების შესაძლებლობას პოულობენ ისეთ სიტუაციებშიც კი, რომლებსაც მათი ბევრი კოლეგა პრობლემის სახით უყურებს. ჩვენ თავად ვქმნით საკუთარ წარმატებას: თუ პრობლემას ხედავთ და აღმოაჩენთ მისი თქვენსკენ შემოტრიალების გზას, იცოდეთ, რომ სწორად მოქმედებთ და წარმატების გზაზე დგახართ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like