დილის პოზიტივი ჰონგ-კონგიდან

დილის პოზიტივი ჰონგ-კონგიდან

დამეთანხმებით ნამდვილად შეიძლება დაიმუხტო მოტივაციით და დილა დაიწყო წარმატებით, თუ შემოხვალ ჩვენი ჟურნალის ფეიჯზე და ფინჯან ყავის თანხლებით წაიკითხავ ჩვენს სამოტივაციო სტატიებს. მე კი დილისთვის პოსტს ექსკლუზიურად შენთვის ჰონგ-კონგის აეროპორტში ვწერ. შევეცდები მოკლედ ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რატომ ვერ ახერხებენ ადამიანები გაუზიარონ საკუთარი წარმატება სხვებს. აეროპორტში მივირთმევ ფინჯან ყავას და ვცდილობ ყოველი წუთი გამოვიყენო ნაყოფიერად. ადამიანებს ყოველთვის არ შეგვიძლია საკუთარი წარმატება გავუზიაროთ გარშემომყოფებს. ვმალავთ ჩვენს ბედნიერ სახეს და ვცდილობთ ნეგატიური მოვლენები წამოვწიოთ წინ და ამ გზით დავიცვათ თავი გარშემომყოფებისგან. რა არის ამის მიზეზი?მიზეზი რამდენიმეა.

1.ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი წარმატებული ცხოვრების გამო გარშემომყოფებს გამუდმებით შურთ ჩვენი. შესაბამისად ნეგატივი რომ არ მივიღოთ მათგან. რომელმაც შესაძლოა ჩვენი ბედნიერება და წარმატება გადაფაროს არ ვუზიარებთ ჩვენს წარმატებას სხვებს და ცხოვრებისგან უკმაყოფილო ადამიანის ნიღაბს ვირგებთ. ნუ მოიქცევი ასე! იყავი ლაღი და გულახდილი. გაუზიარე და გაუნაწილე საკუთარი წარმატება სხვებს. სწორედ ეს არის წარმატებული ადამიანის უმთავრესი მოვალეობა.

2.შემდეგი მიზეზი ის არის, რომ ადამიანს ხშირად ნეგატივზე, აუხდენელ ოცნებებსა და მიზნებზე უფრო ეადვილება საუბარი ვიდრე წარმატებაზე. წუწუნი და საკუთარი თავის სიბრალული ცუდი ჩვევებია. იყავი პოზიტიური. ისაუბრე წარმატებასა და მიზნების რეალიზების შენი ფორმულა გაუზიარე სხვებს. სამყარომ მოგცა წარმატება, ვალდებულუ ხარ შენი გამოცდილება გაუნაწილო გარშემომყოფებს.

3.მესამე მიზეზი გახლავთ ის რომ ადამიანებს ჰგონიათ თუ ისაუბრებენ წარმატებაზე მაშინათვე გაქრება მათი ბედნიერებაც. ეს არის ცრურწმენა. წარმატება ნაყოფიერი, დაუღალავი შრომის შედეგია და სანამ შენში არსებობს ბრძოლის უნარი, შენი წარმატება არასოდეს შეიცვლება წარუმატებლობით. სტატიის წერის პროცესში ჩემი თვითმფრინავიც გასაფრენად მოემზადა. სტატია ავტვირთე, მობილური ფრენის რეჟიმზე გადავიყვანე და პოზიტიური დღე გისურვეთ ყველას!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 50 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ