დილის 5 ჩვეულება, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ მხნეობა გრძელ სამუშაო დღეებში

1. კითხვა 20 წუთით

პირველი, რასაც გაღვიძებისთანავე ვაკეთებ, ვკითხულობ კარგ წიგნს 20 წუთი. მე არ ვამოწმებ ჩემს იმეილს. არც თქვენ გაცდუნოთ კომპიუტერმა და არ ჩართოთ ის დილით. დაიწყოთ დილა რამე პოზიტიური წიგნის კითხვით, ყველაზე კარგი საშუალებაა მთელი დღის სასიამოვნოდ გასატარებლად. არ გამოიყენოთ თქვენი სმარტფონი ან სხვა რამე, რაც სარგებელს არ მოგიტანთ.

ასე თქვენ გექნებათ უნარი გააკონტროლოთ ყველაფერი, რასაც წინასწარ დაგეგმავთ. თუკი გაღვიძებისთანავე დაიწყებთ შფოთს ცხოვრებისეულ მოთხოვნებზე, იცოდეთ, თქვენ ამზადებთ საკუთარ თავს მარცხისთვის, რადგან ამოწურავთ თქვენში მარაგს და ვერ შეძლებთ იყოთ პროდუქტიულები დღის განმავლობაში. დილიდან აკონტროლეთ საკუთარი თავი და შეინარჩუნეთ ეს დამოკიდებულება მთელი დღე. გახსოვდეთ, პირველი 20 წუთი წმინდაა, გამოიყენეთ ისინი გონივრულად!

2. ათწუთიანი დილის ვარჯიში

20 წუთიან კითხვას მოყვება ათწუთიანი ფიზიკური ვარჯიშები. აზიდვები, ჩაჯდომები ან სირბილი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ფიზიკურად გააქტიურდეთ. თუ სასიამოვნო მუსიკასაც დაამატებთ, უფრო კარგი იქნება. დილის სავარჯიშოები დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის გაზრდაში, რაც საშუალებას მოგცემთ დაწვათ მეტი კალორია მთელი დღის მანძილზე.

ვარჯიში გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას და გამოიმუშავებს ენდორფინებს. ასე გექნებათ ძალა და იქნებით მზად დაძლიოთ რთული სამუშაო დღე. კვლევებმა აჩვენეს, რომ ვარჯიშს ასევე შეუძლია გაწმინდოს თქვენი ფსიქიკა.

3. 15 წუთიანი დილის აბაზანა

თუ დავდგები არჩევანის წინაშე დილის და საღამოს აბაზანებს შუა, უდაოდ დილის აბაზანას ავირჩევ. არჩევანი შეიძლება განსხვავებული იყოს ადამიანების უმრავლესობისთვის, მაგრამ დილის აბაზანა არის კიდევ ერთი საოცარი ენერგომატარებელი, რომელიც მოგამზადებთ ხანგრძლივი დღისთვის. კვლევებმა აჩვენეს, რომ დილის აბაზანას შეუძლია ენერგიაზე მოიყვანოს თქვენი სხეული და დაასტიმულიროს თქვენი ლიმფური სისტემა.

გარდა ამისა, დილის აბაზანა გაფხიზლებთ და ზრდის თქვენს შემოქმედებით მხარეს. ექიმი ჯანეტი, ძილის ექსპერტი ნიუ-იორკში, რეკომენდაციას უწევს დილის აბაზანას მათთვის, ვისაც უჭირს საწოლოდან ადგომა. ინაბავეთ, რომ გამოხვიდეთ ძილისგან.

4. 5 წუთი წერისთვის

ყოველ დილით 5 წუთიან წერას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ჩვეულებრივ ვხარჯავ ჩემს 5 წუთს ყოველ დილით, რომ დავწერო როგორი მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, ჯანმრთელობის, სამსახურის და ა.შ. შემდეგ ვწერ იმ საკითხებზე, რომლებიც უნდა გავაკეთო ამ დღეს. და ბოლოს, მე ვწერ ჩემს გრძელვადიან მიზნებზე. მე ვახსენებ ჩემს თავს, რომ ყველაფერი, რასაც დღეს გავაკეთებ უფრო მიმაახლოვებს ჩემს მიზანთან.

5. გამამხნევებელი საუზმე 10 წუთით

დიახ, სწორად წაიკითხეთ. მე მას ვეძახი გამამხნევებელ საუზმეს და ვიყენებ დროს ბარაქიანი საუზმის მისაღებად. ეს გულისხმობს ხილს, მარცვლეულს, პურს, ცხელ შოკოლადს, რძეს და ა.შ. საუზმის შემდეგ სრულიად მზად ვარ. ხანდახან, შეიძლება ვისაუზმო ოფისში, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად უნდა მივიღო ჩემი გამამხნევებელი საუზმე. ჩვეულებრივ, პირველ ოთხ ნაბიჯს ისე ვასრულებ, არავის ვესაუბრები, მაგრამ საუზმე განსხვავებულია. აქ სრულიად თავისუფლები ხართ. ისაუზმეთ, სადაც გინდათ, მაგრამ ყოველთვის დარწმუნდით, რომ მიიღებთ თქვენს „გამამხნევებელ საუზმეს.“

თარგმნა: ნათია ჯილაძემ

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

5 ნაბიჯი ახალი ცხოვრებისკენ!

პრობლემებით გადაღლილებს კვირა დღეს ხშირად გვიფიქრია იმაზე, რომ ხვალიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებთ და ყველაფერი შესანიშნავად იქნება. მაგრამ გადის ერთი დღე, მეორე… ხოლო სანატრელი ”ხვალ” არა და არ დგება. ნებისმიერი ადამიანი

Print Friendly, PDF & Email

16 რჩევა, რომლებიც სხვა ადამიანებთან თქვენ ურთიერთობას გაამარტივებს!

1. ნუ იტყვით «მაგრამ», თქვით «და» მაგალითად: «ეს თქვენ კარგად გააკეთეთ და თუ თქვენ…» ნაცვლად: «დიახ, ეს კარგია, მაგრამ თქვენ…» რადგან «მაგრამ» აბათილებს ყველაფერს, რაც მანამდე იყო ნათქვამი. 2. ნუ

Print Friendly, PDF & Email

ჯიმი რონი: ხელმძღვანელი ლიდერის 6 პიროვნული თვისება

თუ გსურთ, რომ იყოთ ლიდერი, რომელიც მრავალი მნიშვნელოვანი ადამიანის ყურადღებას იპყრობს, მაშინ უნდა იქონიოთ გასაღები, რომ გახდეთ ასეთი ლიდერი დამოუკიდებლად. ლიდერობა ნიშნავს ვინმეს ყურადღების მიპყრობას, ცოდნას და შესაძლებლობებს, რასაც თქვენს

Print Friendly, PDF & Email

ბავშვობაში ამოხსნილი მიზნის მიღწევის გზა … და პირველი წარმატება!

რატომ გადავწყვიტეთ ბავშვობაში სიარულის სწავლა? … უცნაური კითხვაა, ერთი შეხედვით შეიძლება ისიც მითხრათ, ეს ხომ თავისთავად ხდებაო … კანონზომიერადო… კი ბატონო.., მაშინ მეორე კითხვასაც დავსვამ… ებღაუჭებით თუ არა ყველა შესაძლებლობას

Print Friendly, PDF & Email

7 რამ, რაც საიდუმლოდ უნდა შეინახოთ

აღმოსავლური კულტურის მკვლევარმა ვიაჩესლავ რუზოვმა თავის მორიგ სტატიაში გამოიყენა ინდოელი ბრძენების გამოცდილება. ის მსჯელობს იმაზე, თუ რა არის საიდუმლო და რისი თქმა არ ღირს საჯაროდ. B2P.GE-ის რედაქციამ გადახედა ამ ჩამონათვალს

Print Friendly, PDF & Email

13 ძალიან უბრალო ნივთი, რომლებმაც შემქმნელებს მილიონები მოუტანეს

ამ სტატიაში მოყვანილი მარტივი გამოგონებები, რომლებზეც სხვას არ უფიქრია, შემქმნელებისთვის მილიონების მომტანია, რომლებიც მათი წყალობით ზღაპრულად მდიდრები გახდნენ. თუმცა შრომა, როგორც ასეთი, ზოგჯერ საერთოდ არ ჩანს. ეს 13 რამ სწორედ

Print Friendly, PDF & Email