დიახ, შენ ეს შეგიძლია, უბრალოდ იმოქმედე!

დიახ, შენ ეს შეგიძლია, უბრალოდ იმოქმედე!

გავა კიდევ 5 წელი და მიხვდებით, რომ სჯობდა გადაგედგათ სარიკო ნაბიჯი და გცოდნოდათ მაინც, რა შეძელეთ და რა ვერ, რადგან ვინც ეს გააკეთა თავის დროზე, დღეს უკვე იქაა, სადაც თქვენ მაშინ ამაზე ოცნებობდით…

ამიტომაა, რომ თვალი კი არ უნდა გადვაალოთ უკვე ”გახუნებულ” ნაპოლეონ ჰილის, თითქოს ბანალურ ფრაზას, რომ აბობს: ”რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიდიხართ წარმატებისკენ, მით უფრო ახლოსაა იგი თქვენთან. ძალიან ბევრი, თავს ანებებს საქმეს მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი, დაიმახსოვრეთ, ამ ნაბიჯს სხვები გადადგამენ!” ——– არამედ გაიაზროთ, შეისრუტოთ, შეისუნთქოთ, დაიჯეროთ და გააცნობიეროთ, რომ ყველა დიდი ადამიანი გახდა დიდი იმიტომ, რომ მასზე ჭკვიანი ადამიანების რჩევების სჯეროდა, იაზრებდა და იყენებდა მას ცხოვრებაში…..

გვეყო ისეთი შეცდომები, რომლისგანაც არასოდეს არაფერს ვსწავლობთ. დღეიდან 5 წლის შემდეგ, ჩვენ გვაქვს დრო, ან გვქონდეს შედეგი, ან – მიზეზი, თუ რატომ ვერ შევძელით ჩვენი მიზნების და ოცნებების რეალობად გქცევა…..

უცებ გავა 5 წელი და ჩვენ კვლავ იმას ვინანებთ რაც არ გავაკეთეთ, რადგან ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანი დაგვაკლდა…..

ხან ფული,

ხან დრო,

ხან გვერდში მყოფი და გულშემატკივარი,

ხან სიყვარული,

ხარ ზრუნვა და

ხან ამინდმა არ შეგვიწყო ხელი და ა.შ…. 

ავსტრალიელ ექთანს Bronnie Ware-ს აქვს გენიალური წიგნი დაწერილი ‘’Five Regrets of the Dying’’ ( მომაკვდავთა ხუთი სინანული) თუ წაგიკითხავთ, ალბათ მიმიხვდებით როგორ ჩაივლის ჩვენი ცხოვრება თუ ფეხი-ფეხ გადადებული, ტელევიზორის, მეზობობლების, საზოგადორებრივი აზრის ცქერით და მათი ზედმეტად ყურადღების მიქცევით დავკავდებით….

მე ვირჩევ მოქმედებას, მიუხედავად იმასა, რომ არ მაქვს ამის შინაგანად 100%–იანი მზადყოფნა, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ასეთი რამ არავისთვის არ არსებობს და ერთ დღეს აუცილებლად მოგვიწევს გაყინულ წყალში გადახტომა….!

რადგან, როცა ენდობი გულის ხმას მეტად, ვიდრე ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრებაში არასდროს არაფერი გამოსვლიათ;

როცა გჯერა, რომ შენ შეძლებ იმას, რასაც წლებია თუნდაც უშედეგოდ ცდილობ;

როცა გჯერა, რომ შენ ბედნიერებისთვის ხარ შექმნილი და არა ტანჯვისთვის;

მერე გეხსნება კარი, რომელსაც აქამდე რწმენის არქონის გამო ვერ ამჩნევდი!

მერე შენ ხდები საოცრად იღბლიანი, როცა დაიწყებ ყოველ დღე შანსების შემჩნევას, რომელსაც სამყარო გიგზავნის!

მერე იწყება თავგადასავლები, რომელსაც ყოველი გათენებული ახალი დღე გჩუქნის!

და ხვდები, რომ შენ ხარ და მუდამ იყავი ბედნიერი, იღბლიანი, სიყვარულით და საოცარი შინაგანი ძალის მფლობელი ადამიანი!

ხვდები, რომ ყოველდღიური წინ გადადგმული პატარა ნაბიჯით კეთდება ყოველთვის დიადი და ბრწყინვალე საქმეები!

ხვდები, რომ სწორედ დღეს არის ის დღე, ‘’ ერთ მშვენიერ დღეს’’ რომ ველოებით წლობით…)))

დღეს არის ახალი დასაწყისი!!!

დღეს არის ის დღე, რომელიც აღარასოდეს გამეორდება და მე გილოცავთ!

გილოცავთ, დღევანდელ, ბედნიერ, მშვენიერ, შანსებით და საოცარი თავგადასვლებით, სასწაულებით სავსე დღეს

რომელიც,

მართლაც

აღარასოდეს განმეორდება!

მიყვარხართ!

იმოქმედეთ და მიაღწიეთ! თქვენ ეს შეგიძლიათ!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 67 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ