დენ ვალდშმიდტი – 19 უკმეხად ნათქვამი «უნდა», რომელბსაც მიჰყავხართ წარმატებისკენ

დენ ვალდშმიდტი – 19 უკმეხად ნათქვამი «უნდა», რომელბსაც მიჰყავხართ წარმატებისკენ

1. თქვენ უნდა განახორციელოთ ზარი, რომლის განხორციელების გეშინიათ.
2. თქვენ უნდა ადგეთ იმაზე ადრე, ვიდრე გინდათ.
3. თქვენ უნდა გასცეთ მეტი, ვიდრე იღებთ.
4. თქვენ უნდა იზრუნოთ სხვებზე იმაზე მეტად, ვიდრე ისინი ზრუნავენ თქვენზე.
5. თქვენ უნდა გააგრძელოთ ბრძოლა მაშინაც კი, თუ სისხლისგან იცლებით.
6. თქვენ უნდა გარისკოთ, როცა თვლით, რომ არ ღირს გარისკვა.
7. თქვენ უნდა უხელმძღვანელოთ მაშინაც კი, როცა არავინ მოგყვებათ.
8. თქვენ უნდა დააბანდოთ სახსრები საკუთარ თავში.
9. თქვენ უნდა გამოიყურებოდეთ სულელად, როცა საკუთარ შეკითხვებზე პასუხებს ეძებთ.
10. თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება დეტალებზე, როცა მათგან გათავისუფლება ადვილია.
11. თქვენ უნდა მიაღწიოთ შედეგებს, როცა არის თავის მართლების საშუალება.
12. თქვენ უნდა იპოვოთ საკუთარი ახსნა მაშინაც კი, როცა სხვებს ეთანხმებით.
13. თქვენ უნდა დაუშვათ შეცდომები და გამოიყურებოდეთ იდიოტურად.
14. თქვენ უნდა სცადოთ შეცდომის დაშვება და შემდეგ ისევ სცადოთ.
15. თქვენ უნდა ირბინოთ უფრო სწრაფად, მაშინაც კი, თუ სუნთქვა გიჭირთ.
16. თქვენ უნდა იყოთ კეთილი იმასთანაც კი, ვინც სასტიკი იყო თქვენს მიმართ.
17. თქვენ უნდა ჩაეტიოთ ვადებში, რომლებიც არარეალურად გეჩვენებათ და მიაღწიოთ შედეგებს, რომლებიც არავის მიუღწევია.
18. თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე.
19. თქვენ უნდა გააგრძელოთ მოძრაობა არჩეული გზით და ყურადღება არ მიაქციოთ წინ შემხვედრ დაბრკოლებებს.

თქვენ უნდა გაუმკლავდეთ რთულ საკითხებს. ეს ის საკითხებია, რომლებსაც სხვები თავს არიდებენ. საკითხები, რომლებიც თქვენც გაშინებთ. ეს ის საკითხებია, რომელთა შესრულებაზე ფიქრობთ, რომ ძალა არ გეყოფათ ბოლომდე.
ეს არის ის, რაც განსაზღვრავს რას წარმოადგენთ. ის, რაც გამოარჩევს წარმატებულ ადამიანს ყველა დანარჩენისგან.
რთული საქმისთვის თავის არიდება და რაიმე გასამართლებელი მოტივის მოძებნა ყველაზე მარტივია.
გაინტერესებთ როგორ აღწევენ გრანდიოზულ წარმატებას ჩვეულებრივი ადამიანები? ამას მარტივი ახსნა აქვს ― ისინი რთულ საქმეებს ეჭიდებიან, რომელთა შესასრულებლად დანარჩენებს არ ჰყოფით გამბედაობა და ძალები. მოეჭიდეთ რთულ საქმეს. ბოლოს გაოცდებით თუ რამდენად ძლიერი პიროვნება ყოფილხართ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ცხოვრების ერთ-ერთი დიდი გამოცდა, რომელიც ყველას გვეხება

როდესაც გასაჭირში მყოფ ადამიანს ხედავთ, არ გეგონოთ, რომ ცხოვრება მხოლოდ მას ცდის. ეს გამოცდა თქვენც გეხებათ, როგორ მოექცევით თქვენ ამ ადამიანს? დაეხმარებით თუ ზურგს აქცევთ? ცხოვრების მანძილზე თქვენ რამდენჯერაც დახმარებიხართ

Print Friendly, PDF & Email

ის, რაც ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს!

შესაძლოა მამამ რომელიმე ქვემოთ მოყვანილი წესი უკვე გასწავლათ, მაგრამ თუ ამას ცოტა დრო დაუთმო, მაშინ ეს ბრძნული რჩევები, რომლებიც ყველა მამაკაცმა უნდა გაითვალისწინოს, თქვენც გამოგადგებათ: შეეცადეთ შეხვდეთ ისეთ გოგოებს, რომლებიც

Print Friendly, PDF & Email

Adidas-მა გერმანელი სტუდენტის მიერ გადაღებული რეკლამა დააიგნორა

იუჯინ მერჰერი (Eugen Merher) გერმანელი სტუდენტია, რომელმაც გადაიღო სარეკლამო რგოლი მოხუც სპორტსმენზე, სადაც ნაჩვენებია ადამიანის უდიდესი პირვონული სიძლიერე და თავისუფლება, მისი სწრაფვა გამარჯვებისკენ. ვიდეოს გადასაღება იუჯინი შთააგონა მისმა ნათესავმა, რომელსაც

Print Friendly, PDF & Email

30 ფრაზა, რომელსაც თქვენი აზროვნების და ბედისწერის შეცვლა შეუძლია

მაჰათმა განდი ამბობს: ”დაუკვირდით საკუთარ აზრებს, დაე, თქვენი აზრები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი აზრები აყალიბებენ თქვენს სიტყვებს… დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს, დაე, თქვენი სიტყვები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი სიტყვები აყალიბებენ თქვენს

Print Friendly, PDF & Email

WORKTASK – გაყიდვები

ინფორმაცია ღონისძიების შესახებ   რეგისტრაცია ღონისძიებაზე     ყოველდღე   ჩვენი თანამშრომლები აწარმოებენ კლიენტებთან კონტაქტებს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ უფრო ეფექტურად და მარტივად მივაღწიოთ კლიენტებს.     პოტენციურ კლიენტებს

Print Friendly, PDF & Email

სად გველის წარმატება

იცხოვრო – ნიშნავს გარისკო. რისკი – ყველა წარმატებული ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუ თქვენს ცხოვრებაში არ არის რისკი, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის მიღწევებიც. უმეტესობა ჩვენგანი მიეჩვია ყოველდღიურ რუტინას,

Print Friendly, PDF & Email