დენ კენედის 15 «მძლავრი» ციტატა ბიზნესზე
1936 Views

დენ კენედის 15 «მძლავრი» ციტატა ბიზნესზე

1. მე ვიცი, როგრო შეუძლია ნებისმიერ ადამიანს 10-ჯერ უფრო მდიდარი გახდეს, თუ მოინდომებს ამას. მაგრამ მე არავინ მისმენს. საიდუმლო ძალიან მარტივია. თუ ის, რასაც თქენ ახლა აკეთებთ ვერაფრით ვერ გამდიდრებთ, შეწყვიტეთ ამ საქმის კეთება. დაკავდით იმით, რასაც თეორიულად მაინც აქვს თქვენი გამდიდრების პოტენციალი.

2. წუწუნი “ჩემი ბიზნესი არ არის – სხვისია” – არაფერია, თუ არა წლების მანძლზე საკუთარი საქმის არქონის სურვილის გამართლება. თუ არაფერი გამოგდით, ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ცვლილებები არ გინდათ, ამიტომ სჯობს არ იწუწუნოთ და გაჩუმდეთ. თუ შემოსავლები არ გაკმაყოფილებთ, შეეცადეთ გადაითვალოთ თქვენი გამართლებები. ჩვეულებრივ ღარიბი ადამიანები მდიდრები არიან თავის მართლებით.

3. რიცხვი “ერთი” აუცილებლად წაგკბენთ, თუ არ დაიზღვევთ თავს. ეს ცუდი ციფრია ყველაფრისთვის ზოგადად. არაფერში არ უნდა გამოიყენოთ ის, მათ შორის არც მუშაობაში – ფუნქციები უნდა გადაანაწილოთ, რადგან ეს უკვე ნიშნავს მინიმუმ ორ თანამშრომელს, რაც საქმის შესარულებლად უმჯობესია.

4. სიახლოვეს მხოლოდ ისეთი ადამინები უნდა გყავდეთ, რომლებსაც ესმით და აფასებენ თქვენს დროს და იქცევიან შესაბამისად. ეს არ არის მარტივი გაგება და დროთა განმავლობაში ის სუსტდება. ახლო ურთიერთობა ბადებს ფამილარობას. ამიტომ, დროთა განმავლობაში თქვენ პატივისცემის მოთხოვნა მოგიწევთ. უნდა მოიშოროთ გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებიც არ აფასებენ თქვენს დროს. სხვა ვარიანტში ძალიან დააზარალებთ საკუთარ თავს.

5. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ფულის კეთება ფულის გარეშე, სავარაუდოდ თქვენ მაშინაც ვერ მოახერხებთ ამას, როცა ფული გექნებათ.

6. ადამიანები არ აფასებენ ან არ შეუძლიათ დააფასონ – რჩევები, იდეები ან ინფორმაცია, რომელსაც უფასოდ იღებენ.

7. როცა ცხენს აღარ შეუძლია ფინიშთან პირველი მივიდეს, ის უნდა გამოეთიშოს ასპარეზობას. იცოდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში არსებული ადამიანებიდან ყველა ერთხელ მაინც “მოიკოჭლებს”, და თქვენ მოგიწევთ მასთან დამშვიდობება. როცა თანამშრომელს აღარ მოაქვს სარგებელი, ის უნდა წავიდეს. თუ საჭმელი დაობდა – მას აგდებენ. ერთხელ მე შევატყვე, რომ ვკოჭლობდი საქმეში და რამდენადაც მე სხვა ვერ გამათავისუფლებდა, თავად გავაკეთე ეს.

8. ის, ვინც ყოჩაღია თავის მართლებაში, უვარგისია ფულის კეთებაში. ეს ურთიერთგამომრიცხავი უნარებია.

9. ჩემი აზრით, ტელეფონი ეს არის №1 მტერი ადამიანის პროდუქტიულობისთვის და თქვენს თანამშრომლებს აუცილებლად მიუთითეთ ამაზე. ადამიანებს ასწავლეს, რომ ტელეფონი როცა რეკავს უნდა უპასუხონ, ამიტომ ისინი ხშირად აბაზანიდან გამორბიან, ჭამას წყვეტენ, პირადი დროის დიდ ნაწილს უთმობენ ტელეფონის ზარზე პასუხის გაცემას. ფაქტიურად დატერორებულია საზოგადოების დიდი ნაწილი ამ გამოგონების მიერ.

10. ცხოვრებაში არაფერია ისეთი, რისი გადადებაც არ შეიძლება ერთი ან რამოდენიმე საათით. თქვენ ეს დამოკიდებულება უნდა გქოდეთ სამუშაოს მიმართაც. ყველას სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს მაგალითად სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვთვლი, რომ დღის მანძილზე ყოველთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოთ. თუ ყოველ შემოსულ ზარს უპასუხებთ, იძულებული იქნებით შეწყვიტოთ მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობა და დალაგებული აზრები აგერევათ. შემდეგ ხელახლა უნდა მოახეხოთ კონცენტრაცია. ასე ვერასოდეს მოასწრებთ საქმის კეთებას.

11. დრო საკმარისი არასოდეს არ არის (ან სხვა რესურსი). მეწარმე სწავლობს მიზნების მიღწევას იმით, რაც აქვს.

12. ღარიბ ადამიანებს ჩვეულებრივ აქვთ სიმდიდრე, რომელიც შედგება პატივსაცემი საკითხებისგან.

13. ბიზნესს უნდა მიუდგეთ როგორც საომარ ოპერაციას, თანამშრომლებს და დილერებს უნდა დაუსახელოთ სამხედრო სტანდარტები, პასუხისმგებლობები და დაქვემდებარება, უნდა მოითხოვოთ შედეგები და არ უნდა მიიღოთ არანაირი თავის მართლება. ბოდიშის მოხდა მყიდველს და კლიენტებს ვერ დატოვებს კმაყოფილს, თუ კლიენტი კმაყოფილი არ იქნება, თქვენი ბიზნესი დიდხანს ვერ იარსებებს.

14. ბევრ მეწეარმეს არ შეუძლია განახორციელოს საკუთარი მომავლის ხედვა ბიზნესში, რადგან ბიზნესს ჯიუტად აღიქვამენ, როგოც სამუშაოს. მუშაობა არის ის, რასაც აკეთებენ. ბიზნესი ეს არის ის, რასაც ქმნიან. თუ წარმატება გინდათ, იმუშავეთ საკუთარ ბიზნესზე და არა ბიზნესში. აქ დიდი სხვაობაა… თქვენ საკუთარ ბიზნესს ქმნით ყოველდღიურად და გარკვეულობა ამ შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

15. როცა თქვენი კლიენტია ყველა ადამიანი, რეალურად თქვენი კლიენტი არავინ არ არის. «ფართოდ» გაყიდვა — ეს საშინელი შეცდომაა მცირე კომპანიებისთვისა და მეწარმეებისთვის.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like