დენ კენედის 10 რჩევა დროის დაგეგმვასთან დაკავშირებით

დენ კენედის 10 რჩევა დროის დაგეგმვასთან დაკავშირებით

ტექნიკა №1. ტელეფონზე დამოკიდებულება
თქვენ უნდა გათავისუფლდეთ ტელეფონის, ფაქსის, ელ-ფოსტის ტირანიისგან. ნაკლებად უპასუხეთ ტელეფონს, ან საერთოდ არ უპასუხოთ, თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. გადაურეკეთ თავად, როცა ამისთვის შესაფერისი და მოსახერხებელი დრო გექნებათ.
ეს ტექნიკა კარგად უნდა შეითვისოთ, რადგან სწორედ ტელეფონი წარმოადგენს პირველად ფაქტორს ბევრისთვის, რაც ხელს უშლით დროის სწორად გადანაწილებასა და საქმის შესრულებაში. თუ ყველა შემოსულ ზარს პასუხობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დროს საერთოდ არ უფრთხილდებით, უფრო მეტიც, საკუთარი დროის კონტროლის უფლებას აძლევთ სხვებს და შედეგად ვერ ასწრებთ ჩანიშნული საკითხების მოგვარებას.

ტექნიკა №2. მინიმუმ საქმიანი შეხვედრები
ნებისმიერი გზით შეეცადეთ შეამციროთ საქმიან შეხვედრებზე გატარებული დრო. საქმიან შეხვედრებზე არასოდეს არაფერი არ ხდება რეალურად. თქვენ გჭირდებათ ტაქტიკა, რომელიც დაგეხმარებათ დროის ამ ფორმით ხარჯვის შემცირებაში. თუ თათბირი ან შეხვედრა გაქვთ, შეეცადეთ საუბარი იყოს მოკლე და საქმიანი.

ტექნიკა №3. აბსოლუტური პუნქტუალურობა
ყოველთვის იყავით იქ, სადაც საჭიროა, ზუსტ დროს, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. პირადი პუნქტუალურობა საშუალებას მოგცემთ იგივე მოლოდინი და მოთხოვნები გქონდეთ სხვების მიმართ – ეს რეალურად დროის დაფასებაა. პუნქტუალური ადამიანი ავტომატურად იღებს უპირატესობას თანამშრომლებს, პარტნიორებს, დილერებს და კლიენტებს შორის. პუნქტუალურობა – პირადი ავტორიტეტის წყაროა.

ტექნიკა №4. სიების შედგენა
არ არსებობს დროის დაგეგმვის სისტემა, რომელიც არ ეყრდნობა შესასრულებელი საკითხების სიის შედგენას. ყველაფრის დამახსოვრება შეუძლებელია. თუ თქვენ «თავისუფალი ნატურა» ხართ, ალბათ გეჩვენებათ, რომ სიები გთრგუნავენ ისე, როგორც პატარა ზომის სამოსი. სინამდვილეში სიები ათავისუფლებენ: რაც უფრო მეტ წვრილმანს ჩაიწერთ, მით უფრო ნაკლები რამის დამახსოვრება და თავში ქონა დაგჭირდებათ. ამის შემდეგ თქვენი ტვინი ნამდვილად მზად იქნება რეალური მუშაობისთვის.

ტექნიკა №5. საკუთარი მიზნების სამსახურში
იმის ერთად-ერთი მიზეზი, რომ ზოგიერთი ადამიანი სწრაფად ვერ ვითარდება და წარმატებას ვერ აღწევს, არის იმაში, რომ მათ საამისო მიზეზი არ აქვთ. პირადი ეფექტურობის მიზეზი არის ამის მიღწევის გზების ძიებაში. მაგრამ რა შეიძლება ჩაითვალოს ეფექტურობად? აი ერთ-ერთი განსაზღვრება: ეფექტურობა – ეს არის თქვენი დროის, ნიჭის, გონების, რესურსების და შესაძლებლობების გაცნობიერებული და ხანგრძლივი გამოყენება ისე, რომ ამ ყველაფერმა საშუალება მოგცეთ მიუახლოვდეთ მიზანს. ხშირად დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს: «ვუახლოვდები თუ არა ჩემ მიზანს იმით, რასაც ახლა ვაკეთებ?». რაც უფრო ხშირად გასცემთ დადებით პასუხს, მით უფრო მაღალი იქნება თქვენი ეფექტურობა.

ტექნიკა №6. მოვლენების კატალოგი
აიღეთ 90 საქაღალდე, ყოველი ოცდაათი ეს არის ერთი თვე – მიმდინარე და ორი მომდევნო. ჩაალაგეთ ამ საქაღალდეებში წერილები, ფაქსები, მასალები კონკრეტულ დღეს შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. რა თქმა უნდა ყველამ იცის, რომ არსებობს კომპიუტერული პროგრამები, რომლებშიც იგივეს გაკეთებაა შესაძლებელი და თუ თქვენთვის ასე უფრო მარტივია, არანაირი პრობლემა არ არის, გააკეთეთ ისე, როგორც გეადვილებათ. თუმცა, რომელი ვარიანტიც არ უნდა შეარჩიოთ, ქაღალდის თუ ციფრული, მოვლენების კატალოგი – ეს ნამდვილად სასარგებლო ტექნიკაა.

ტექნიკა №7. დროის ბლოკები
თუ თქვენ ყველა საქმე წარმოდგენილი გაქვთ, რომელბიც უნდა შეასრულოთ, მაშინ შეგიძლიათ მათ შესასრლებლად წინასწარ დაბლოკოთ დრო – თუ ასე არ მოიქცევით, დიდი შანსია, რომ ვერაფერი ვერ მოასწროთ. დაიდეთ წინ კალენდარი და განსაზღვრეთ რაც შეიძლება მეტი დრო აუცილებელი საქმეებისთვის, ამის შემდეგ დაგრჩებათ ძალიან მოკლე ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს არაორგანიზებულ დღეებსა და საათებს. აუცილებელი საქმიანობისთვის დროის დაბლოკვით, თქვენ შეაჩერებთ სხვა ადამიანების ინტერესებს მუდმივად გადაგატანინო მნიშვნელოვანი საკითხები უკანა პლანზე ან მომდევნო საათის და დღისთვის.

ტექნიკა №8. მინიმუმ დაუგეგმავი მოქმედება
თავისუფალი დროისა და დაუგეგმავი მოქმედების შემცირება დაგეხმარებათ ავტომატურად შეამციროთ გაუმართლებელი ხარჯები. იდეალში საჭიროა ყოველი დღის გაწერა ნახევარ საათზე, თავიდან ბოლომდე. ნებისმიერი სამუშაო სრულდება უფრო სწრაფად და ეფექტურად, თუ წინასწარ განსაზღვრავთ დროს, რაც კონკრეტული საქმის შესრულებას სჭირდება და დათქვამთ მისი დასრულების ვადას. ამ გზით ხდება ასევე დაუგეგმავი ქმედებების მინიმიზაცია.

ტექნიკა №9. სარგებელი «ნაწილებისგან»
საცობში გაიჭედეთ? აუდიო ჩანაწერები დაგეხმარებათ საცობში დგომა აქციოთ დიდი გურუების მონაწილეობით ჩატარებულ სემინარად, ან სასარგებლო წიგნის წაკითხვის საშუალებად, სასაცილო კომედი-კლუბად ან შექსპირის ფესტივალად. ასევე შეგძლიათ უცხო ენების შესწავლა, მეხსიერების ან მათემატიკური შესაძლებლობების განვითარება – და ყველაფერი ეს იმ ჩანაწერების დახმარებით შეგიძლიათ, რომლებსაც მოუსმენთ საცობში დგომისას დროის ტყუილად დაკარგვის ნაცვლად. რას იტყვით რიგებში და აეროპორტებში მოცდის დროზე? ყოველთვის თან იქონიეთ ყურსასმენი, ფლეერი, ბლოკნოტი და «ტვინის საჭყლეტი» თემა.

ტექნიკა №10. რაც შეიძლება შორს ფარასგან
ამ ტექნიკასთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია. სამსახურში წადით ადრე ან ცოტა გვიან, ვიდრე დანარჩენები მიდიან. ეს ტექნიკა გასაგებია. ნუ გააკეთბთ შენაძენს სუპერმარკეტებში პარასკევს საღამოს. ნუ გაეწერებით სასტუმროდან დილის 8-9 საათზე და ნუ შეხვალთ საღამოს 6-8 საათისთვის, რადგან სწორედ ამ საათებში ტოვებენ და შედიან სასტუმროში ყველა. დააორგანიზეთ საკუთარი ცხოვრება ისე, რომ ძირითად ნაკადს ასცდეთ: ასე საკმაო დროისა და ნერვების დახარჯვას შეძლებთ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

განწყობით აზროვნება

„ყველა სიამოვნებას შორის, რომლითაც ტკბობა შეუძლია ადამიანს, ყველაზე ტკბილი და დახვეწილი – აზროვნებაა.“ მისაღებია ზემოთ ხსენებული ფრაზის არსი თუმცა საყურადღებოა აგრეთვე განწყობაც, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნებაში , არსობრივი თვალსაზრისით.

Print Friendly, PDF & Email

მომპოვებელი, საყრდენი, ოჯახის უფროსი… ადვილია თუ არა იყო მამაკაცი?

მივეჩვიეთ მამაკაცების ათასგვარი სასიკვდილო ცოდვაში დადანაშაულებას. მოგვწონს ცოტაოდენი ირონიით ამოკვნესა: “ეჰ, დღეს კაცები სულაც აღარ არიან ისეთები, ადრე რომ იყვნენო!”. მაგრამ… ფიქრობთ, ადვილია ჩვენს დროში მამაკაცი იყო? ფულიც უნდა იშოვო,

Print Friendly, PDF & Email

სიცოცხლეზე შეყვარებული

რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემი ცხოვრება არაფრით განსხვავედება თქვენი ცხოვრებისან. მეტიც ძალიან ძალიან უბრალოა,  როგორც დღეს ხშირად ვამბობთ  რუტინულია. მაგრამ მე ამ რუტინაში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვიცი იფიქრებთ, ეს

Print Friendly, PDF & Email

წარმატებამდე გზაა გასავლელი, სადაც არასდროს არ უნდა დავნებდეთ!

მოვლენ ადამიანები და გეტყვიან: ”კი მაგრამ ამდენი როგორ, ან როდის შეძელი??”  მანამდე კი მოგიწევთ ბრძოლაც, შრომაც და გაუსაძლისი მოთმინების გადატანაც! ასე მიაღწია ყველამ ფინიშს, სადაც ცხოვრება ძველებურად – ცხოვრება ბედნიერად

Print Friendly, PDF & Email

დროის მენეჯმენტი: თქვენი ცხოვრების დიდი ქვები

კარგა ხნის წინ მე ვკითხულობდი ერთი ექსპერტის შესახებ დროის მენეჯმენტის სფეროში. ერთ მშვენიერ დღეს ეს ექსპერტი ესაუბრებოდა სტუდენტთა ჯგუფს და თავისი აზრების უკეთესად გამოსახატად გამოიყენა ილუსტრაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ ის

Print Friendly, PDF & Email

სტატია ეძღვნება ჟანა ფრისკეს ხსოვნას

რუსი მომღერალი და მსახიობი ჟანა ფრისკე ონკოლოგიურ დაავადებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ავადმყოფობის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის დასაწყისში. მას თავის ტვინის არაოპერაბელური სიმსივნე დაუდგინდა. მომღერლის დასახმარებლად მაყურებლებმა შეაგროვეს

Print Friendly, PDF & Email