დეილ კარნეგის 10 შესანიშნავი რჩევა
19312 Views

დეილ კარნეგის 10 შესანიშნავი რჩევა

1. თუ გსურთ ბედნიერების პოვნა, შეეშვით მადლიერებასა და უმადურობაზე ფიქრს და ისიამოვნეთ შინაგანი ბედნიერებით, რომელიც საკუთარი თავის ერთგულებას მოაქვს.

2. არასოდეს არ შეეცადოთ ანგარიშების გასწორებას მტრებთან, რადგან ამით საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე მათ.

3. მოიქეცით ისე, როგორც გენერალი ეიზენჰაუერი: არასოდეს არ იფიქროთ არცერთი წუთით იმ ადამიანებზე, ვინც თქვენთვის არასასიამოვნოა.

4. არ გააკრიტიკოთ, არ განსაჯოთ, არ იწუწუნოთ.

5. გახსოვდეთ, რომ თქვენი თანამოსაუბრე შეიძლება სრულიად მტყუანი იყოს. მაგრამ ის ასე არ ფიქრობს. ნუ განსჯით მას.

6. ისწავლეთ სხვა ადამიანის პოზიციაზე ყოფნა, რა უნდა მას და არა თქვენ. ვინც ამას შეძლებს მის გვერდით დადგება მთელი მსოფლიო.

7. თუ ადამიანი ცდილობს საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენოთ, ამოშალეთ ის ნაცნობების სიიდან.

8. თუ ცხოვრება ლიმონს გარგუნებს, გააკეთე მისგან ლიმონათი.

9. იყავით დაკავებული. ეს ყველაზე კარგი სულიერი წამალია დედამიწაზე და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური.

10. მოიქეცით ისე, თითქოს უკვე ბედნიერი ხართ და შენ ნამდვილად გახდები უფრო ბედნიერი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like