გაჭირვებულ ოჯახს მოულოდნელად David Beckham-ი ესტუმრა

ვიდეოს ყურების დროს თქვენ ატირდებით. ამ ოჯახისთვის ბექჰემის სტუმრობამ ბევრი რამ შეცვალა. Ryan Seacrest-ის ახალი სატელევიზიო შოუს- Knock Knock ფარგლებში დევიდ ბექჰემი კალიფორნიაში ჩავიდა და გონსალესების ოჯახი თავისი საჩუქრით შოკში ჩააგდო. ოჯახის ყველა წევრს iPhone-ის ტელეფონი, ხოლო დიასახლისს 100 000 დოლარის ჩეკი გადასცა. სიკრესტმა, გონსალესების ოჯახისკენ მიმავალ გზაზე ბექჰემს მოუთხრო, როგორ გაჭირვებაში ცხოვრობს ეს ოჯახი. მამა, რომელიც პროფესიონალი ფეხბურთელი იყო მექსიკაში, იძულებული გახდა, მიეტოვებინა სპორტი და ოჯახის სარჩენად მშენებლობაზე დაეწყო მუშაობა. ის ოჯახს თვეში მხოლოდ ერთხელ ხვდება. ბექჰემს, რომლის ოჯახი ასევე მუშათა კლასს მიეკუთვნებოდა, გადაცემის წყალობით საშუალება მიეცა დახმარებოდა ისეთ ოჯახს, როგორშიც ოდესღაც თვითონ გაიზარდა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like