დამოუკიდებელი ქალი

დამოუკიდებელი ქალი

იყო და არა იყო რა… ცხოვრობდა ერთი აბსულუტურად დამოუკიდებელი ქალი. დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა ესეთი – აბსოლუტურად დამოუკიდებელი,  რითაც საშინლად ამაყობდა. იღვიძებდა მაღვიძარას ზარის ქვეშ და არასდროს გორაობდა საწოლში. მისთვის სულერთი იყო:ყავას დალევდა თუ ჩაის – დიდხანს ძლევდა კოფეინზე დამოკიდებულებას… და დაძლია, ამასთან ერთად ამოიღო თავისი რაციონიდან ყველაფერი ტკბილი, კალორიული და სასარგებლო. ამიტომ დილაობით სვამდა წყალს და ჭამდა არატკბილ და უმარილო შვრიის ფაფას.. ის დაშორდა მეგობრებს,  რადგანაც არ სურდა მათზე ყოფილიყო დამოკიდებული. სრულიად გულგრილად უდგებოდა შოპინგს – ვერავინ გაბედავდა გაეკიცხა იმის გამო, რომ ბრწყინვალე ძონძების გამო შეეძლო თავი დაეკარგა. შოპინგი კი არა, მამაკაცებისგანაც არ კარგავდა თავს! მას შემდეგ, რაც გააგდო საყვარელი ადამიანი (კინაღამ მასზე დამოკიდებულების ხაფანგში გაება!) თვეები გავიდა. მოკლედ, აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქალი გრძნობდა, რომ სულ ცოტაც და იდეალური ქალი გახდებოდა.

როგორღაც შაბათ დილით კარების უკან რაღაც ხმა მოესმა. კარების ზღურბლზე დაქანცული კატა იდგა. ქალი მიაჩერდა და ამოიძახა:

–შენ? მაგრამ…როგორ? სამასორმოცი კილომეტრი?

– წელიწადი მოვდიოდი,– და კატა შემოვიდა რა სახლში, არაქათგამოცლილი სავარძლის ფეხს მიეყუდა.

– რატომ?

– მომენატრე,–შეხედა კატამ. –არ შემიძლია ცხოვრება შენს გარეშე, ჩვენი სახლის გარეშე, შენი მამაკაცის გარეშე, ისე, სად არის?

– მე ხომ სოფელში წაგიყვანე, დეიდასთან…..არ გეწყინა?

– თავიდან კი,–ამოიოხრა კატამ. –მერე კი გაპატიე. მე ხომ მესმის შენი: შენ ისე გინდოდა გამხდარიყავი დამოუკიდებელი…

– და გავხდი! – ქალის ხმაში მოღალატის ნოტები გაისმა.

– გილოცავ,– წაიჩურჩულა კატამ. –ვერაფერს იზავ. დავისვენებ ერთი–ორი დღე და წავალ უკან.

ღამით ქალმა მოუსვენრად გაახილა თვალები – მას ყოველთვის ეღვიძებოდა გულში სიცარიელის ნაღვლიანი გრძნობით – თითქოს გულთან ვენტილატორი იდაგ და უბერავდა. ჩვეულებისამებრ ხელი დამამშვიდელისკენ წაიღო – და ტკბილ ბეწვს წააწყდა. კატა რბილად ამოძვრა, გვერდით მიუწვა და დაიკნუტუნა მალე გულში ცივი ვინტილატორი გაქრა..

გავიდა სამი დღე. ქალმა გაიღვიძა, ნახევარი საათი ლოგინში იკოტრიალა, შემდეგ სამზარეულოში გაქროლდა – ყავის მოსადუღებლად და შოკოლადის საჭმელად. შემდეგ დასწვდა ტელეფონს და დაუსვა თავის საყვარელ მამაკაცს საკმაოდ მიშვნელოვანი კითხვა: “სად ხარ?” – ესეთი ზარის გუშინ ასამდე მაინც გააკეთა. შემდეგ შეხვედრა დაუნიშნა მეგობარს კაფეში და უცებ კარებთან მჯდომი კატა დაინახა.

– გამიშვი, თუ შეიძლება.- სთხოვა მან.

– მიდიხარ?-ქალს თვალებზე ცრემლები მოადგა. –მაგრამ ეხლა მე აღარ შემიძლია უშენოდ!

– დამშვიდდი. მე უბრალოდ სასეირნოდ მივდივარ, მალე დავბრუნდები და არ დაკეტო კარები. დამოუკიდებლობა არ ნიშნავს დამოკიდებულებების საერთოდ არ არსებობას, შენ როგორც გეგონა. ეს – იმის ცოდნაა, რომ კარები ღიაა და კიდევ დამოუკიდებლობა ეს ბედნიერებაა, იმის გამო, რომ ვიღაც გყავს – მზად ხარ სამას ორმოცი კილომეტრი ფეხით იარო… და კატა გავიდა კარებიდან, უღიმოდა რა აბსოლუტურად ნორმალურ ქალს….

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ცხოვრებისეული

მნიშვნელოვანი სიტყვები უთქმელი არ უნდა დარჩეს…

გასულ წელს, უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე ერთ-ერთმა პროფესორმა სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა ასეთი რამ:  ‘’გამოხატეთ მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ოთხი წლის მანძილზე რაღაც კარგი გასწავლათ, დაგეხმარათ და სულ მცირე წვლილი

ფილოსოფია

ვადიმ ზელანდის (Vadim Zeland) 10 რჩეული ფრაზა

1. ისწავლეთ ტკბობა ცუდი ამინდით, რიგსა და საცობში დგომით, პრობლემით, ნებისმიერი ნეგატივით. ასეთი მექანიზმი თანდათან გაასუფთავებს ზეცას თქვენი სამყაროს თავზე. თქვენ მხოლოდ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ

სიახლეები

ჩარლის სიყვარულის მგზნებარე მანიფესტი

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, მივხვდი, რომ დარდი და ემოციური ტანჯვა მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშნებია იმისა, რომ საკუთარი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას ჰქვია “იყო ნამდვილი“; როდესაც საკუთარი თავის