საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო პროექტი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
(სამუშაო ვარიანტი)
კარი X
კეთილსინდისიერი გადამხდელი
თავი X
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ისტორია

მუხლი X – გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ისტორია
1. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ისტორია არის გადასახადის გადამხდელის
მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს:
ა) საგადასახადო სამართალდარღვევათა რაოდენობას და მის შედეგებს
ბ) კუთვნილი გადასახადების/სანქციების დროულად გადახდას და მათ სრულ/არასრულ
მოცულობას
გ) საგადასახადო ორგანოში სავალდებულო დეკლარაციის ან/და სხვა დოკუმენტაციის
დროულად წარდგენას
2. საგადასახადო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის პირადი
აღრიცხვის ბარათზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ისტორიის ჩამოყალიბება და
შემდგომში მისი წარმოება/განახლება.
3. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ისტორია შეიძლება იყოს დადებითი ან
უარყოფითი.
4. თუ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ისტორია არის დადებითი, გადასახადის
გადამხდელს ენიჭება კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსი.
5. გადასახადის გადამხდელს კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსი შეიძლება
მიენიჭოს ერთი წლის ვადით.
6. კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსის მისაღებად გადასახადის გადამხდელმა
წერილობითი ფორმით უნდა მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს.
8. გადასახადის გადამხდელისთვის კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსის მინიჭება
ხდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე.
9. კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში გადასახადის
გადამხდელზე გაიცემა ამ სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატი.
10. გადასახადის გადამხდელისთვის კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსის
მინიჭების წესს განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი.

თავი X
კეთილსინდისიერი გადამხდელის განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი

მუხლი X – კეთილსინდისიერი გადამხდელის განსაკუთრებული მომსახურება
1. კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელს სხვა
გადასახადის გადამხდელებისგან განსხვავებით, უფლება ეძლევა ფინანსთა სამინისტროს
სისტემაში შემავალ ნებისმიერ ორგანოში ისარგებლოს სპეციალური მომსახურებით.
2. სპეციალური მომსახურების სახეობებს, შინაარსს და მათი გამოყენების წესებს
განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი.

მუხლი X – კეთილსინდისიერი გადამხდელის სპეციალური საგადასახადო შეღავათები
1. კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელს სხვა
გადასახადის გადამხდელებისგან განსხვავებით, უფლება ეძლევა ისარგებლოს სპეციალური
საგადასახადო შეღავათებით.
2. სპეციალური საგადასახადო შეღავათები უნდა შეეხოს მხოლოდ, გადასახადის
გადამხდელის მიერ:
ა) გადასახადის/სანქციის ბიუჯეტში გადახდის ვადას
ბ) გადასახდელი გადასახადის განაკვეთს
გ) საგადასახადო ორგანოში სავალდებულო დეკლარაციის ან/და სხვა დოკუმენტაციის
წარდგენას
დ) საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას
ე) ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას
3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ნორმებისა არ შეიძლება სპეციალური
საგადასახადო შეღავათები გავრცელდეს სხვა საგადასახადო ნორმებზე.
4. სპეციალური საგადასახადო შეღავათების გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით წესებს ადგენს ფინანსთა მინისტრი.

მოკლე ანალიზი
სხვა გადასახადის გადამხდელისგან განსხვავებით კეთილსინდისიერ გადასახადის
გადამხდელზე უნდა მოქმედებდეს განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი. არ შეიძლება კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელების საქმიანობა რეგულირდებოდეს ერთნაირი სამართლებრივი ნორმებით.
საჭიროა კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს სახელმწიფომ დაუწესოს გარკვეული საგადასახადო შეღავათები, რომ მოხდეს ამ გადამხდელის და ასევე სხვა
არაკეთილსინდისიერი გადამხდელების მოტივირება, მომავალში უფრო გამჭვირვალედ და კანონმდებლობის სრული დაცვით წარმართონ მათ საკუთარი საქმიანობა.

გიორგი ჩახაია

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ბიზნესფსიქოლოგია

10 დაბრკოლება თქვენსა და მშვენიერ ცხოვრებას შორის

1. დაუმთავრებელი საქმეები გათავისუფლდით წარსულისგან, განსაზღვრეთ და მოაწესრიგეთ დაუსრულებელი საკითხები. მიიყვანეთ ბოლომდე ყველაფერი, რაც დაწყებული გაქვთ: პროექტი, დიეტა, კონფლიქტი, საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა. 2. აწმყოს იგნორირება დღევანდელი დღე – ეს

ბიზნეს რჩევები

რობერტ კიიოსაკი – მილიარდერების ცნობილი მასწავლებელი

მისი პოპულარული წიგნი «მდიდარი მამა, ღარიბი მამა» ბევრ წარმატებულ კომპანიაში ეტალონი გახდა. ფულადი კვადრანტი: არსებობს ფულის ნაკადი, რომელშიც ჩვენ გამოვიმუშავებთ ფულს, ვხარჯავთ, ვახორციელებთ ინვესტიციას, ვკარგავთ და ბევრი სხვა. თუ გავყოფთ

ბიზნესფსიქოლოგია

დევიდ როკფელერი: ცნობილი მილიარდერის წარმატებისა და დღეგრძელობის საიდუმლო

2017 წლის 20 მარტს, გარდაიცვალა 101 წლის მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელი, ამერიკელი მრეწველი, პოლიტიკოსი და ბანკირი – დევიდ როკფელერი. ის იყო უნიკალური ადამიანი: მან გადაიტანა გულის გადანერგვის შვიდი ოპერაცია, სახელგანთქმული